მოსულის განთავისუფლების ოპერაცია გრძელდება

ლტოლვილი გახდა 140 ათასი ადამიანი

656944
მოსულის განთავისუფლების ოპერაცია გრძელდება

ერაყის არმია კოალიციის ძალებთან ერთად აგრძელებს მოსულის განთავისუფლების ოპერაციას, რომელსაც სტარტი მიეცა გასული წლის 17 ოქტომბერს.

ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ ასევე ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის შეიარაღებული ფორმირება “ფეშმერგები“ და კიდევ ბაშიკას სამხედრო ბაზაზე თურქი სამხედრო ინსტრუქტორების მხრიდან გამოწვრთნილი ერაყელი ახალგაზრდებიც, რომელთაც “ნინოვას მუჯაჰიდებს“ ეძახიან.

ერაყის არმიის განცხადებით მოსულში DEAŞ-ს წაართვეს უკვე 98 უბანი, ფაქტიურად ქალაქის მთელი აღმოსავლეთი.

ტერორისტებისაგან წინა ხუთშაბათს ელ მელაიინის უბანი გაანთავისუფლეს, ხოლო ბისანისა და რეშიდიეს უბნებისათვის ბრძოლები კი გრძელდება.

ერაყის არმიას ეხმარებიან კოალიციის ბომბდამშენებიც, რომლებიც ხსენებულ უბნებში არსებულ დეაშის ობიექტებს ბომბავენ.

ოპერაციის დაწყების აქეთ მოსული დასტოვა 160 ათასზე მეტმა ადგილობრივმა მცხოვრებმა და მათგან ლტოლვილის სტატუსი მიიღო 140 ათასმა



მსგავსი ინფორმაციები