რომის პაპი იორდანიიდან პალესტინაში გადავიდა

მას მაჰმუდ აბბასი დახვდა

73038
რომის პაპი იორდანიიდან პალესტინაში გადავიდა



კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერის, პაპა ფრანცისკეს ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში იორდანიის დედაქალაქ ამანში ჩასვლით დაიწყო, სადაც მას სამეფო რეზიდენციაში ოფიციალური შეხვედრა მოუწყო ამ ქვეყნის მეფე აბდულლაჰმა. ეს უკანასკნელი შეეხო რა სხვადასხვა რწმენის ხალხების თანაარსებობას, თქვა რომ, მის ფარგლებში დიალოგი უნდა გაფართოვდეს ქრისტიან და მუსლიმან მრევლს შორის. რომის პაპმა კი იმედი გამოთქვა რომ, მისი ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ რელიგიას შორის კავშირების განმტკიცებას. ამ პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ აბდულლაჰი და მისი სტუმარი ამმანის ცენტრალურ სტადიონზე მივიდნენ, სადაც მათ 30 ატასზე მეტი მორწმუნე დახვდათ და ფარნცესკამ აქ წირვა აღასრულა და ლოცვა წარმოთქვა. ფრანცესკამ იორდანიაში მოინახულა ამავე სახელწოდების მდინარე, სადაც მოინათლა იესო ქრისტე. ამავე ვიზიტის ფარგლებში პაპი დღეს ჯერ სირიელი ლტოლვილების ბანაკებში მცხოვრებ ადამიანებს შეხვდა, საიდანაც შემდეგ პალესტინაში გადავიდა და პირველად 1948 წლის აქეთ კათოლიკური სამყაროს ლიდერი ისრაელში ვიზიტის წინ ჯერ პალესტინას ეწვია და ბეთლემში მას დახვდა პალესტინის სახელმწიფო მეთური მაჰმუდ აბბასი. დასავლეთ იორდანიაში დასრულებული შეხვედრების შემდეგ პაპი იერუსალიმში გადავა და აქ წირვას აღასრულებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები