20 თებერვალი ისტორიაში

20 თებერვალი ისტორიაში

1148436
20 თებერვალი ისტორიაში

დღეს 20 თებერვალია და გთავაზობთ ამ დღეს მომხდარ ყველაზე გამორჩეულ მოვლენებს

 

1872 წლის 20 თებერვალს ნიუ-იორკში გაიხსნა მსოფლიოს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმებიდან ერთ-ერთიö მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი.

 

1914 წლის 20 თებერვალს სტამბოლში პირველმა ელექტრო ტრამვაიმ დაიწყო ფუნქციონირება. 1869 წელში მოსახლეობის ტრანსპორტირებისათვის სტამბოლში ჩამოტანილ ტრამვაის თავდაპირველად ცხენები ეზიდებოდნენ, 1914 წელში კი მისი ადგილი ელექტრო ტრამვაიმ დაიკავა.

 

1970 წლის 20 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯევდეთ სუნაიმ და პრემიერმინისტრმა სულეიმან დემირელმა საძირკველი ჩაუყარეს ბოსფორის სრუტის ხიდის მშენებლობას. ხიდის მშენებლობა, რომელმაც აზია და ევროპა გააერთიანა, საძირკვლის ჩაყრიდან სამი წლის შემდეგ დასრულდა. იგი ერთ-ერთია შავი და მარმარილოს ზღვის ერთმანეთთან დამაკავშირებელი სტამბოლის ბოსფორის სრუტეზე გადებული სამი დაკიდებული ხიდიდან.

 

1988 წლის 20 თებერვალს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში აზერბაიჯანიდან გამოყოფისა და სომხეთისათვის შეერთებისათვის რეფერენდუმი ჩატარდა, რამაც ყარაბაღის ომის დაწყება გამოიწვია.



მსგავსი ინფორმაციები