14 თებერვალი ისტორიაში

14 თებერვალი ისტორიაში

14 თებერვალი ისტორიაში

დღეს 14 თებერვალია და გთავაზობთ ამ დღეს მომხდარ ყველაზე გამორჩეულ მოვლენებს 

14 თებერვალს ბევრ ქვეყანაში ვალენტინობის დღესასწაულს აღნიშნავენ. მისი წარმოშობა ეფუძნება რომის კათოლიკური ეკლესიის რწმენას. ლეგენდის თანახმად, სასულიერო პირი სახელად ვალენტინი, მაშინ, როდესაც რომაელ ჯარიკაცებს ქორწინება ეკრძალებოდათ, მათ ფარულად დაქორწინებაში ეხმარებოდა რის გამოც მოკლეს. ამბობენ, რომ 496 წლის 14 თებერვალი პაპმა გელასიუსმა გამოაცხადა.  

ასევე აცხადებენ, რომ არ არსებობს კავშირი რომანტიკულ სიყვარულსა და ვალენტინს შორის. 1381 წელში გამოცემული წიგნის Parlement of Foules-ის თანახმად, საფრანგეთსა და ინგლისში 14 თებერვალს ტრადიციულად ფრინველის გამრაველბის დღედ მიიჩნევდნენ. ამის გამო, შეყვარებულები ამ დღეს ერთმანეთს ლამაზ სიტყვებიან წერილებს უგზავნიდნენ და ამ წერილებში ისინი ერთმანეთს ვალენტინს უწოდებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თარიღი და მიზეზი გონების არევას იწვეს, ამ დღეს მაინც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სიყვარულის დღედ აღნიშნავენ.

 

1946 წლის 14 თებერვალს ელექტრო ენერგიაზე მომუშავე და ელექტრონული მონაცემების დამუშავების შესაძლებლობის მქონე პირველი კომპიუტერის ENIAC-ის პრეზენტაცია მოხდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი მეცნიერების მიერ აგებული ENIAC-ი დაახლოებით 167 კვადრატული მეტრის სივრცეში ეტეოდა და წონა 30 ტონა იყო. გრძელ რადიუსიანი რაკეტების გამოანგარიშების მიზნით 4 წელიწადში აგებული ENIAC-ი ომის დასრულების გამო, ომის შემდგომი სხვადასხვა სამეცნიერო სამუშაოებში იქნა გამოყენებული. ENIAC-ის ნაწილები ამჟამად ვაშინგტონში მდებარე ამერიკის ეროვნული მუზეუმშია გამოფენილი.  

 

2004 წლის 14 თებერვალს ჰამბურგში დაბადებული თურქი რეჟისორის ფათიჰ აქინის ფილმი „კედლის წინააღმდეგ“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად დაასახლეს და „ოქროს დათვი“ გადასცეს. ფილში მთავარ როლებს ასრულებენ მელთემ ჯუმბული, გუვენ ქირაჩი, სიბელ ქექილი და ბიროლ უნელი. ფილმით „კედლის წინააღდეგ“ მეთინ ერქსანის ფილმის „უწყლო ზაფხულის“ შემდეგ 40 წლის პაუზით ფათიჰ აქინი ბერლინის კინოფესტივალზე „ოქროს დათვის“ მომპოვებელი მეორე თურქი რეჟისორი გახდა.


საკვანძო სიტყვები: 14 თებერვალი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები