აბდულჰამიდ ჰანის ანარეკლი დღევანდელობაზე

აბდულჰამიდ ჰანის ანარეკლი დღევანდელობაზე

1143771
აბდულჰამიდ ჰანის ანარეკლი დღევანდელობაზე

აქტუალური თემის ანალიზი 07.2019

აბდულჰამიდ ჰანის ანარეკლი დღევანდელობაზე

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

სულთანი აბდულჰამიდ მეორე 1918 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა. გასულ კვირაში მისი გარდაცვალებიდან 101 წელი გავიდა. ისტორია არსებითად წარსული არ არის. იგი არის მომავლის შეცნობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მინიშნება. ამის გამო საჭიროა ისტორიას, არა შექების ან გაკრიტიკების, არამედ მომავლის შესახებ მაგალითის აღების კუთხით შევხედოთ. როგორც მეჰმედ აკიფი აღნიშნავს, "ისტორია" „მეორდება“ -ო ამბობენ.

რომ გაეთვალისწინებინათ განმეორდებოდა? თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, სულთან აბდულჰამიდი და მისი პერიოდი თურქეთის შეიძლება ახლო წარსულის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყოს, რომელიც ხელს შეგვიწყობს  დღევანდელი დღის გაგებაში.

ეჭვგარეშეა, რომ არსებობს ამ პერიოდის ბევრი საკითხი, რომელიც უნდა აღინიშნოს და ესენია განვითარების მცდელობები, გახსნილი სკოლები, გაკეთებული გზები, შორეულ ქვეყნებთან დამყარებული ურთიერთობები, გლობალური ბალანსის პოლიტიკა და სხვა. მე რამდენიმე საკითხს მივუთითებ და მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ პერიოდში არსებობდა და დღევანდელობაზე ასახვა ჰპოვა.

სულთან აბდულჰამიდის მთელ მიზნად შეიძლება ჩაითვალოს უზარმაზარი იმპერიის შენარჩუნების მცდელობა, იმ პერიოდის იმპერიულ ძალებს შორის ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკით. მან მთელი ცხოვრება გაატარა „ავადმყოფ ადამიანად“ მიჩნეული ოსმალეთის სახელმწიფოს შენარჩუნებისათვის გარე ძალებთან შეკრულ შიდა მოთამაშეებთან ბრძოლაში. ამის გამო მას დაუმსახურებლად ბევრ რამეში დასდეს ბრალი. ცნობილია, რომ „ერთიანობისა და პროგრესის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, რომელიც აბდულჰამიდ მეორეს ბრალს დესპოტიზმში სდებდა, უფრო მეტი რეპრესიები დაიწყო.

საჭიროა აღვნიშნოთ, იმ პერიოდში ინგლისის მხარდაჭერით სიონისტი ებრაელების ოსმალეთის ტერიტორიაზე ისრაელის სახელმწიფოს შექმნის მცდელობები.

ქათიბ ჩელები სახელმწიფოებს იბნ ხალდუნის მსგავს ადამიანის სტრუქტურას ამსგავსებს. ქათიბ ჩელების მიხედვით, ოსმალეთის საელმწიფომ დიდი ხანია გაიარას ბავშვობის, ახალგაზრდობის და სიმწიფის ასაკი და სიბერეს მიაღწია. მაგრამ როგორც ექიმები უხანგრძლივებენ პაციენტს სიცოცხლეს, მცოდნე და გამოცდილ მმართველებსაც შეუძლიათ გადაავადონ ქვეყნების გარდაუვალი აღსასრული. ამ მიზეზის გამო ჩელების აზრით, ოსმალეთის სახელმწიფოს მმართველობა ძლიერ და გამჭრიახ პიროვნებას უნდა გადაეცეს.

სულთან აბდულჰამიდი შეიძლება მიჩნეული იქნას ზუსტად ქათიბ ჩელების მიერ  მინიშნებულ ძლიერ და გამჭრიახ ადამიანად, მაგრამ ახლა დროის სულისკვეთება იცვლება. იმპერიების პერიოდი სრულდება. მე-20 საუკუნის დასაწყისში ისტორიული არენიდან მხოლოდ ოსმალეთის იმპერია არ გასულა. პირველ მსოფლიო ომთან ერთად არენიდან გავიდა რუსეთის იმპერია და ავსტრია-უნგრეთის იმპერია. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთის იმპერიას, რომელიც იმ პერიოდის ყველაზე ძლიერ მოთამაშედ ითვლებოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვადა გაუვიდა.

დღევანდელობაზე ასახვა

დღევანდელობაზე ასახვის კუთხით შესაძლოა პირველ რიგში აღინიშნოს აბდულჰამიდის იმ პერიოდში გლობალურ დონეზე დამყარებული ურთიერთობები და მსოფლიო მუსლიმთა მიმართ ინტერესი. ამ მიზეზით, შესაძლებელია იაპონიიდან ჩინეთამდე, აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე  და ევროპის ბევრ ადგილზე აბდულაჰმიდის მიერ დანატოვარი ქმნილების ან  ურთიერთობის ხილვა.

ვინაიდან სულთან აბდულაჰმიდი აღმავლობის პერიოდის ფადიშაჰი არ არის, სახელმწიფოს გადარჩენის/დაცვის მცდელობაში ყოფნის გამო მისგან და მისი პერიოდიდან დღევანდელობაზე უფრო მეტად ეს მცდელობები და მისი შედეგები აისახა.

აბდულჰამიდის გადატრიალებით ტახტიდან ჩამოგდება შეიძლება იმ დრომდე მოწყობილ და წარმატებულად დასრულებულ გადატრიალებს შორის გადატრიალების ტრადიციის პიკად ჩაითვალოს. გადატრიალების შიდა ავტორებიდან „ერთიანობისა და პროგრესის“ გადატრიალების ტრადიციით, „თავისუფლებისა და თანხმობის“ მომხრე მენდერესის, ოზალისა და ერდოღანის ხაზით გაგრძელებული დემოკრატიული ტრადიციის ბრძოლა რესპუბლიკის ისტორიის მანძილზე გაგრძელდა. სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პერიოდში მომხდარი დემოკრატიზაციისა და დემილიტარიზაციის ნაბიჯებით თურქეთში გადატრიალების მოწყობის ტრადიცია საკმაოდ დასუსტდა. საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლით თურქეთში გადატრიალების მოწყობის ტრადიცია შესაძლოა ისტორიის მანძილზე ყველაზე დასუსტებულიც კი იყოს.

იმ რაც გაკეთდა აბდულჰამიდის ტახტიდან ჩამოსაგდებად, ინტელიგენციის, მედიის, ბიუროკრატიის, არმიის მსგავსი შიდა ელემენტების გარე ელემენტებთან ახლო თანამშრომლობის შესაძლებლობამ, ამ თანამშრომლობის შედეგად ერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე პროცესის მოხდენის შესაძლებლობის პრაქტიკა დატოვა მემკვიდრეობად. პროცესები, რომელთა წინაშეც აღმოჩდნენ მენდერესი, ოზალი, ერბაქანი და ერდოღანი, წარსულში წარმატებით დასრულებული პროცესების გაგრძელებაა.

სულთან აბდულჰამიდის პიროვნება, შიდა და გარე საზოგადოებებში, გარკვეულწილად ეშმაკისეულად, ყველა ბორტების სათავედ წარმოაჩინეს და შექმნეს მოსაზრება, რომ ამ ფიგურის დამხობის შემთხვევაში ყველა პრობლემა მოგვარდებოდა. ცნობილია, რომ სიძულვილის ენით ერთი პიროვნების ყველა პრობლემის სათავედ წარმოჩენის მოსაზრებების გავრცელებას ადგილი მენდერესის, ოზალისა და ერდოღანის პერიოდშიც შეეცადნენ.

სინანული, თავხედობა

აბდულჰამიდის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, იმის გამო რაც მოხდა, ზოგიერთმა ინტელიგენტმა სინანული გამოთქვა. მათგან ყველაზე ცნობილია პოეტ რიზა ტეფიკის ლექსი, რომელშიც ამბობს:

„როდესაც ისტორია შენ სახელს ახსენებს,

შენ გაგამართლებს დიდო სულთანო,

ჩვენა ვართ უსირცხვილოდ ცილისმწამებელნი,

საუკუნის ყველაზე პოლიტიკური ფადიშაჰისა“

თუმცა ძნელია ვთქვათ, რომ ეს სინანული აბდულჰამიდის მოწინააღმდეგე ოსმალო ინტელიგენციასა და ბიუროკრატებში გავრცელებული ტენდენცია იყო. როგორც ქემალ თაჰირი ამბობს ეს ინტელიგენცია და ბიუროკრატები, დასავლეთიზაციის პროცესში ოსმალეთის სახელმწიფოს გადასარჩენად ჩაერთვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაინახეს სახელმწიფოსათვის შექმნილი საფრთხე ამ გზაზე უარი არ თქვეს და მოწინააღმდგეები ჩამორჩენილობაში დაადანაშაულეს. ქემალ თაჰირის თქმით, „ამ თვალსაზრისით, ამგვარად ღალატამდე მივიდნენ. ამ კუთხით თუ შევხედავთ ეს გადასავლელებული ოსმალო ინტელექტუალები, ბიუროკრატი პროგრესისტები 1918 წლის დაშლას, როგორც ბედს ისე შეხვდნენ.“

ქემალ თაჰირის მიერ ოსმალეთის ინტელექტუალებისა და ბიუროკრატების მიმართ გაკეთებული განცხადება ზოგიერთი რესპუბლიკელი ინტელექტუალისა და ბიუროკრატის მიმართ არ მოქმედებს? ეს ინტელექტუალები ნანობენ თუ არა გარდაცვლილი შეჰიდი პრემიერ-მინისტრის ადნან მენდერესის სიკვდილით დასჯით დამთავრებულ პროცესს, თურქუთ ოზალის, ჩემის აზრით, მკვლელობის შემდეგ, თურქეთისთვის შექმნილ პრობლემებს? ასევე ერდოღანის წინააღმდეგ, გარკვეული დასავლური აქცენტების პროპაგანდის თუთიყუშებივით განმმეორებელი, სხვა დღის წესრიგის არ მქონე დღევანდელი ამგვარი ინტელიგენცია, ღმერთმა ნუ ქნას, თურქეთის მსვლელობა თუ შეწყდება, შერცხვებათ თუ არა იმის, რაც გააკეთეს? თუ თავის გამართლებას შეცდებიან?

 



მსგავსი ინფორმაციები