13 თებერვალი ისტორიაში

13 თებერვალი ისტორიაში

13 თებერვალი ისტორიაში

დღეს 13 თებერვალია და გთავაზობთ ამ დღეს მომხდარ ყველაზე გამორჩეულ მოვლენებს

 

1894 წლის 13 თებერვალს ძმებმა აუგუსტ და ლუი ლუმიერებმა ფილმის კამერისა და პროექტორის გაერთიანებით შექმნილი კინემატოგრაფის პატენტი აიღეს. ამგვარად, შესაძლებელი გახდა გამოსახულების ჩაწერა, მონტაჟი და ასახვა. კინემატოგრაფით 1895 წელში გადაღებული პირველი წარმოდგენა იმავე წლის ბოლის პარიზში მაყურებელს საფასურის გადახდის სანაცვლოდ წარმოუდგინეს. ისტორიაში შესულ ამ წარმოდგენაში ასახული იყო ქარხნიდან გამოსული მუშები და მატარებლის სადგურში შესვლა. ფილმმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე, რომ ზოგიერთი მათგანი ადგა და სალონის დატოვება მოინდომა.

 

კვიპროსში მცხოვრები თურქების ბერძნების მხრიდან მასობრივი მკვლელობების გამო 1974 წლის 20 ივლისს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვიპროსის სამშვიდობო ოპერაცია მოაწყვეს და კუნძულზე მცხოვრები თურქების უსაფრთხოება უზრუნველყვეს. ოპერაციის შემდეგ ჩრდილოეთ კვიპროსში „ავტონომიური კვიპროსის დროებითი ხელისუფლება“ შეიქმნა. ამ ხელისუფლების პარლამენტმა 1975 წლის 13 თებერვალს კვიპროსის თურქული ფედერალური სახელმწიფოს შექმნა ერთხმად გამოაცხადა. პარლამენტში შექმნის განცხადება ავტონომიური კვიპროსის თურქული ხელისუფლების მეჯლისში თავმჯდომარემ და ფედერალური სახელმწიფოს პირველმა პრეზიდენტმა რაუფ დენქთაშმა წაიკითხა. 1983 წლის 15 ნოემბერს კი კვიპროსის თურქული ფედერალური სახელმწიფოს მეჯლისმა ერთხმად მიღებული გადაწყვტილებით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა გამოაცხადა.

 

2009 წლის 13 თებერვალს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტი და მწერალი ბაჰთიარ ვაჰაპზადე. ვაჰაპზადე 1925 წელში დაიბადა. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაასრულა. იგი 1980 წელში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრად მიიღეს. გარდაცვალებამდე 2001 წლამდე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

ვაჰაპზადე 1960-ინ წლებში დაწყებული თავისუფლებისათვის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამ თემაზე 1959 წელში დაწერილ ლექსში „გულისტან“ აზერბაიჯანელი ხალხის ტრაგედიას აღწერს. ამის გამო გარკვული დროით იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საბჭოთა რეჟიმის ზეწოლის მიუხედავად მას უარი არასოდეს უთქვამს თავისუფლებისათვის ბრძოლაზე.

ბაჰთიარ ვაჰაპზაზე  ცდილობდა აზერბაიჯანული თურქულის ყველაზე სუფთა ფორმით გამოყენებას, აზერბაიჯანში მას „ხალხის მელექსეს“ უწოდებდნენ. ბაჰთიარ ვაჰაპზადეს უამრავ ლექსთან ერთად სხვადასხვა პიესები და ასობით სტატია ეკუთვნის.

 


საკვანძო სიტყვები: 13 თებერვალი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები