7 თებერვალი ისტორიაში

7 თებერვალი ისტორიაში

7 თებერვალი ისტორიაში

დღეს 7 თებერვალია და გთავაზობთ ამ დღეს მომხდარ ყველაზე გამორჩეულ მოვლენებს

 

1945 წლის 7 თებერვალს მოკავშირეთა ლიდერებიდან პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დ. რუზველტი და იოსებ სტალინი შავი ზღვის რეგიონში საიდუმლო ადგილას ერთმანეთს შეხვდნენ და გერმანიის წინააღმდეგ ომის დასასრული და ევროპის მომავალი განიხილეს.

 

1971 წლის 7 თებერვალს შვეიცარიაში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა.

 

1973 წლის 7 თებერვალს თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მიღებული კანონით "მარაშის" პროვინციას "გმირის" თურქულად "kahramanlık" წოდება მიენიჭა. განმანთავისუფლებელ ომში ფრანგი ოკუპანტების წინააღმდეგ ადგილზე გაწეული ბრძოლის გამო იგი გახდა პირველი პროვინცია, რომელიც თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა „თავისუფლების მედლით“ დააჯილდოვა. ამავე გადაწყვეტილებით ძველი სახელი „მარაში“ „ქაჰრამანმარაშით“ შეიცვალა.

 

1992 წლის 7 თებერვალს ევროპის თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ევროპის კავშირის შექმნის შესახებ მაასტრიხტის ხელშეკრულებას.

 

1995 წლის 7 თებერვალს ისტორიული შეხვედრა მოხდა კოსმოსურ ხომალდ Discovery-სა და რუსეთის კოსმოსურ სადგურთან მირ-ს შორის.

 

1996 წლის 7 თებერვალს თურქული კომპანია Bir-Gen Air-ის კუთვნილი ბოინგ 575 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი დომინიკის რესპუბლიკის ღია წყლებში ატლანტიკის ოკეანეში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 189 ადამიანი დაიღუპა.

 

2007 წლის 7 თებერვალს საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს შორის თბილისში ხელი მოეწერა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ხელშეკრულებას.

 

2009 წლის 7 თებერვალს ავსტრალიაში ტყის ხანძარი გაჩნდა, რომელიც ყველაზე დიდი იყო ქვეყნის ისტორიაში. "შავი შაბათის" სახელით ცნობილი ხანძრის შედეგად 173 ადამიანი დაიღუპა, 414 კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები