აქტუალური თემის ანალიზი 6

მორო ნათელი დღეებისკენ მიდის

აქტუალური თემის ანალიზი 6

 

მორო, პალესტინის მსგავსად, ალბათ ყველაზე დატანჯული ადგილია მსოფლიო ისტორიაში, რადგან, აქ ტკივილები, სისხლი, ცრემლები, სისასტიკე, მასიური მკვლელობები და სხვა მსგავსი ძალადობანი ჯერ კიდევ 1500-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდის გრძელდება. მაგრამ, 21 იანვარს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგით ჰორიზონტზე გამოჩნდა შუქი, რომლითაც ცრემლები შეეშრებათ მოროელ ბავშვებს და ისინი დატოვებენ რა ბნელით მოცულ დღეებს, მშვიდად იცხოვრებენ მომავალში. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის მასალას, რომელშიც იგი წერს...

მოროელები თურქულად მოპალაპარაკე მუსლიმანები არიან და წლების განმავლობაში ფილიპინესიგან დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ რა, მიმდინარე წლის 21 იანვარს მათ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარეს

მოროს მოკლე ისტორია

ფილიპინების კუნძულებზე ისლამის გავრცელება, არ არის განსხვავებული შორეული აღმოსავლეთის და სხვა რეგიონებში გავრცელებისგან. მოროლეებიც ისლამს, მუსლიმანი ვაჭრების საშუალებით გაეცნობიან და დროთა განმავლობაში ისლამი ამ რეგიონში ფართოდ გავრცელდება. მოროს მუსულმანები საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ და ასე გაგრძელდა 1500-იან წლებამდე. მათ პირველი შეტაკება ესპანელ კოლონიზატორებთან 1521 წელს ჰქონდათ. ესპანეთის ტერიტორიაზე მოქმედი მუსლიმანური რეგიონის, ანდალუზიის დაცემის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი ფილიპინებზე გავრცელდება და უკვე 500 წელზე მეტია რაც იგი გრძელდება.

1900-იან წლებამდე ფილიპინების სამხრეთში მუსლიმანები უმრავლესობას შეადგენდნენ, მაგრამ, ასიმილაციური პოლიტიკისა და დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლის კვალობაზე ისინი უმცირესობანი გახდნენ. ჯერ ესპანელების, შემდეგ, კონკრეტულად კი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აშშ-ს და ბოლოს თვით ფილიპინების მიერ წარმოებული ასიმილაციური პოლიტიკის შედეგად ადგილობრივი მუსლიმანები ან ძალით იდევნებიან ადგილებიდან, ანდა სიკვდილის პირისპირ რჩებიან. 2016 წელს გოტაბოტაში მოგზაურობის დროს, მე პირადად ვიხილე ძალით დევნილი მუსლიმანების ტანჯული ცხოვრება კარვებში და რკინის ბარაკებში. 

მოროელმა მუსლიმანებმა, მათ წინააღმდეგ მიმართული განადგურებისა და ასიმილაციის პოლიტიკის წინააღმდეგ პირველი ორგანიზებული გამოსვლა 1960-იანი წლებიდან დაიწყეს და მას სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელობით დღემდე აგრძელებენ. 2003 წლამდე მოროელების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ისლამური განთავისუფლების ფრონტის ლიდერი, სელამეტ ჰაშიმი ხელმძღვანელობდა, 2003 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მოროელების ლიდერი გახდა ჰაჯ მურატ იბრაჰიმი და ფილიპინებთან მოლაპარაკებებსაც ის აგრძელებს. ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ ბრძოლას 120 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 მილიონზე მეტი კი ძალით ადგილნაცვალი გახდა. ამ ბრძოლის დაბოლოებისათვის 2012 წლიდან ფილიპინების მთავრობასა და მოროს ისლამური განთავისუფლების ფრონტ MILF-ს შორის ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, ხოლო 2014 წლიდან სამშვიდობო პროცესის კონტროლის მიზნით, დამოუკიდებელი საექსპერტო კომიტეტი შეიქმნა. ფილიპინების ამჟამინდელი პრეზიდენტი, ბატონი დუთერტი, 2014 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, მოროელებს ავტონომიურ ოლქის შექმნას დაჰპირდათ.

რეფერენდუმის შედეგები და  მნიშვნელობა

2019 წლის 21 იანვარს ჩატარებულ რეფერენდუმში, მოროს მუსულმანთა ავტონომია, ხმების 80%-ით იქნა მიღებული. ამის შემდეგ შეიქმნება 80-წევრიანი ე.წ. ბანკსამოროს გარდამავალი ორგანო, რომელიც პარლამენტის ფუნქციას შეასრულებს და  2022 წლამდე იგი იქნება მოროს ავტონომიის მმართველი. ამ რეფერენდუმის მიღებით, რეგიონში ამოღებული გადასახადების 75%-ი ადგილობრივ ხელისუფლებას დარჩება, დანარჩენი 25%-ი კი ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტში შევა, ასევე განაწილდება რეგიონის ბუნებრივი სიმდიდრეებიც. ადგილობრივ მუსლიმანებს შეეძლებათ ისლამური კანონებით ცხოვრება, ხოლო ქრისტიანები კი სახელმწიფო კანონებით იცხოვრებენ. მოროს ავტონომია შიდა საქმეებში მთლიანად დამოუკიდებელი იქნება, ხოლო საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფილიპინების ცენტრალურ მთავრობაზე იქნება დამოკიდებული

მოროს მუსლიმანების საჭიროებები

მოროელებს მრავალი საჭიროებები და მოთხოვნილებები გააჩნიათ, მაგრამ, მათგან ყველაზე მთავარია სამშვიდობო პროცესის ბოლომდე მხარდაჭერა და დაცვა. აქედან გამომდინარე დიდი მოვალეობა ეკისრება თვით ფილიპინების ხელისუფლებას და ამაში იმედი აქვთ ამჟამინდელი პრეზიდენტისა, რომელიც პრაგმატულად არის განწყობილი და იმასაც დიდ ყურადღებას აქცევს, რომ ეს სამშვიდობო პროცესი არ ჩაშალონ  DAEŞ-ის მსგავსმა რადიკალურმა ისლამურმა ორგანიზაციებმა

უპირველეს საჭიროებებში შედის ასევე ჰუმანიტარული დახმარებები, რასაც ჯერჯერობით მხოლოდ 26 საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს და რა სამწუხაროა, რომ ისლამური სამყაროდან მოროელებს მხოლოდ თურქეთი ეხმარებათ (ჰუმანიტარული დახმარების ფონდი İHH), რის შესახებაც გითხარით ამ ცილლური პროგრამის წინა ნომერში (https://www.yenisafak.com/hayat/filipinlermoro-muslumanlari-ve-otesi-2556104). მოკლედ, მოროელ მუსლიმანებს დიდი ოდენობით ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ. გარდა ამისა, საჭიროა უნივერსიტეტების, საგანათლებო დაწესებულებების, ჯანმრთელობის, ავტონომიური ადმინისტრაციის მოსამსახურეების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური ფაკულტეტებისა თუ პროფესიულ სკოლების გახსნა და ა.შ.

მოროს სამშვიდობო პროცესის კონტროლის მიზნით ერთი საერთაშორისო კომიტეტია შექმნილი, რომელშიც თურქეთიც შედის. ამ კომისიის ფარგლებს გარეთ მოქმედებს მონიტორინგის კომიტეტი, რომელიც 5 წევრისგან შესდგება და მათგან ერთი თურქული ჰუმანიტარული ფონდი-İHH არის. მოკლედ, ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი რეფერენდუმის შემდგომი სამშვიდობო პროცესის გაგრძელებისდათვის, რათა მოროს მუსლიმენები მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში ცხოვრობდნენ და მათი შვილებს უფრო უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, სადაც ადგილი არ ექნება ცრემლებს, ძალადობას ტანჯვას და იძულებით გადაადგილებებს, წერს ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქუდრეთ ბულბული  

 



მსგავსი ინფორმაციები