6 თებერვალი ისტორიაში

6 თებერვალი ისტორიაში

6 თებერვალი ისტორიაში

დღეს 6 თებერვალია და გთავაზობთ ამ დღეს მომხდარ ყველაზე გამორჩეულ მოვლენებს

1928 წლის 6 თებერვალს თურქეთის კონსტიტუციაში გაუქმდა მუხლი „სახელმწიფო რელიგია ისლამია“ რითაც გადაიდგა ნაბიჯი ლაიციზიმისკენ.

 

1952 წლის 6 თებერვალს ელისაბედ მეორე მამის გარდაცვალების შემდეგ გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გახდა. ელისაბედ მეორე ერთა თანამეგობრობის  წევრი 53 ქვეყნიდან თექვსმეტის დედოფალი, ამავდროულად თანამეგობრობის და ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია. მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული და ინგლისის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე მონარქია.   

 

1958 წლის 6 თებერვალს მანჩესტერ იუნაითედის თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში დაშვების დროს ჩამოვარდა, რა დროსაც 22 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის იყო ინგლისური საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაითედის 8 ფეხბურთელი.

 

1959 წლის 6 თებერვალს ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოსურ სადგურზე კონტინეტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ტიტანი“ წარმატებით გამოსცადეს. რაკეტა „ტიტანი“ 1960-იანი წლებში კოსმოსური ხომალდის აპოლოს მთვარეზე დაშვებისას და კოსმოსური ხომალდების ორბიტაზე გასაყვანად იქნა გამოყენებული.

 

1960 წლის 6 თებერვალს კლასიკური თურქული მუსიკის კომპოზიტორი და ტამბურზე შემსრულებელი სელაჰათინ პინარი სტამბოლში გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები