ტურიზმი თურქეთში 6

ხეთების დედაქალაქი ხათუსა

ტურიზმი თურქეთში 6
ხეთების დედაქალაქი ხათუსა
ხეთების დედაქალაქი ხათუსა

ხეთების დედაქალაქი ხათუსა

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს ხეთების დედაქალაქ ხათუსას გაგაცნობთ.

...............

ხეთების იმპერია ჩ.წ.-მდე წინა პერიოდში ანატოლიის ერთ ერთ ყველაზე მძლავრ სახელმწიფოს წარმოადგენდა და მისი ცივილიზაციის ნაკვალევი მრავლად არის შემორჩენილი დღევანდელ ანატოლიაშიც. დიახ, ეს იმპერია  საუკუნეების წინ გაუჩინარდა, მაგრამ, მისი დედაქალაქის, ხათუსას  ნანგრევები განაგრძობს არსებობას რა, ყველა მისი მოზიარე ასკვნის, რომ ეს იგი ერთ დროს მართლაც დიდებული და მნიშვნელოვანი ქალაქი ყოფილა.

..

ხეთების იმპერია შექმნილა ძვ. წ. 1600-იან წლებში. იმ პერიოდის თიხის ფირფიტიტებიდან ირკვევა, რომ ხეთური ქვეყანა იყო იმ დროის პირველი სახელმწიფო, რომელიც იმართებოდა ისტორიის ერთგვარი დემოკრატიით. ასე მაგალითად, ქვეყანაში, რომელსაც მეფე და სამეფო ოჯახი მართავდა, პარლამენტიც მოქმედებდა, რომელსაც პანკუსი ერქვა და აქ კენჭისყრის საფუძველზე კანონებიც იცემოდა და მეფის კონტროლის უფლებაც ჰქონდა.

ცნობილია, რომ ისტორიის ერთ-ერთი პირველი წერილობითი სამშვიდობო ზავი გაფორმებულ იქნა ხეთებსა და ეგვიპტეს შორის და იგი ისტორიაში კადეშის შეთანხმებით არის ცნობილი. ხეთების საიმპერატოროს სწორედ ამ ბრწყინვალე პერიოდის დედაქალაქი იყო ხათუსა, რომლის ნანგრევები დღესაც აოცებს და აჯადოებს მნახველებს.

ხათუსა, თურქეთის ცენტრალური შავი ზღვის რეგიონში, ჩორუმის ოლქის საზღვრებში მდებარეობს და დღევანდელი სახელია ბოღაზქოი. ღია ცისქვეშა არქეოლოგიურ მუზეუმს წარმოადგენს ხათუსა, რომელიც ორი, ქვემო და ზემო უბნებისგან შესდგება.

ამათგან ქვემო ქალაქის საზღვრებში სამოქალაქო ნაგებობები და საცხოვრებელი სახლებია ერთი დიდი ტაძრით რა, იგი ქალაქში ყველაზე დიდი რელიგიური ცენტრი ყოფილა.

ზემოქალაქში კი ბევრი ტაძარია და ეს ტერიტორია ოთხ კარიბჭიანი ციხე გალავნითაა გარშემორტყმული. ლომის ქანდაკებები მოთავსებულია კარიბჭის ორ მხარეს შორის და ისინი ხეთური ქანდაკებების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენენ

ხათუსას 2 კილომეტრის ჩრდილოეთით მდებარეობს იალიქაიას ტაძარი, რომელიც ითვლება ქალაქის ყველაზე დიდებულ ღია ცის ქვეშა სარიტუალო ცენტრად. ორი ოთახისგან შემდგარი ამ ტაძრის კედლები ხეთების ღმერთებისა და ქალღმერთების რელიეფებით არის დამშვენებული.

..

ხათუსას მონახულება თუ გინდათ, ჯერ სამსუნსა და ანკარას შორის მდებარე ქალაქ ჩორუმში, აქედან კი ბოღაზქოიში უნდა  ჩახვიდეთ

მოკლედ, თქვენ გელით ეგვიპტის ძლიერი ფარაონების მკაცრი მეტოქის, იმ დროის ყველაზე დიდი პოლიტიკური და სამხედრო ძალის მქონე ხეთების საიმპერატოროს დედაქალაქი ხათუსა.



მსგავსი ინფორმაციები