4 თებერვალი ისტორიაში

4 თებერვალი ისტორიაში

4 თებერვალი ისტორიაში

 

გთავაზობთ 4 თებერვლის ყველაზე გამორჩეულ მოვლენებს

……….

1783 წლის 4 თებერვალი... ამერიკის დამოუკიდებლობის ომი: ინგლისმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ-სთან მტრული დამოკიდებულება  დაასრულა.

..…

1789 წლის 4 თებერვალს,  ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ს პირველ პრეზიდენტად იქნა არჩეული.

…..…

1794 წლის 4 თებერვალს საფრანგეთმა, მის მიერ  კოლონიზებულ ქვეყნებში მონობა აკრძალა. მაგრამ, ეს დიდ ხანს არ გაგრძელდა. 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა მონობის სისტემა ხელმეორედ შემოიღო.

……

1871 წლის 4 თებერვალს ჰაჯობაზე (პილიგრიმობა) ჩასული შეიხ შამილი გარდაიცვალა. იგი საუდის არაბეთში, ჯენეთულ ბაკის სასაფლაოზეა დაკრძალული.  

……

1945 წლის 4 თებერვალს აშშ-ის, ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ლიდერებს შორის,   იალტის კონფერენცია დაიწყო.

……

1957 წლის 4 თებერვალს პირველმა  ბირთვულმა  წყალქვეშა ნავმა, SSN-571-მა,  წყლის ზედაპირზე ამოსვლის გარეშე,  60,000 საზღვაო მილი გასცურა რა, რეკორდი დაამყარა.

……

2004 წლის 4 თებერვალს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარკ ელიოტ ცუკერბერგმა სოციალური ქსელი, Facebook-ი შექმნა.

კარგად ბრძანდებოდეთ....



მსგავსი ინფორმაციები