თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 2

რას საქმიანობს TİKA?

თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 2

მოგესალმებით პატივცემულო რადიომსმენელებო „თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები“  სახელწოდების ციკლურ პროგრამაში გასულ კვირას;  იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველოს, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მსგავსი ორგანიზაციებიდან, TİKA-ს შესახებ ზოგადი  ინფორმაციები მოგაწოდეთ.  მიმდინარე და მომავალ კვირაშიც აღნიშნული დაწესებულების საქმიანობის შესახებ ვისაუბრებთ...

ფონდების ცივილიზაციის ერთ-ერთ რგოლიდან მიჩნეული  TİKA,  მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიწვდენილი დახმარებებით, თურქეთის ჰუმანურ და კეთილსინდისიერ პოზიციას აფიქსირებს. შუა აზიიდან, ბალკანეთის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აზიის და მსოფლიოს მრავალ კუთხეში, განათლების, ჯანდაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა მრავალ სფეროში დახმარებების გამწევი TİKA,  იქ მცხოვრებ მეგობარ ხალხს თურქეთის სხვადასხვა სფეროში გამოცდილებებსაც უზიარებს. TİKA-მ დღემდე საზღვარგარეთ 25 ათასამდე პროექტით სავადმყოფოები, სკოლები და გზების აშენების ჩათვლით, 100 ათასობით გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა.  ორგანიზაცია ასევე,  თურქეთსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასაც უწყობს ხელს. TİKA-ს პროექტებში შედის განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წყალკანალების,  ჰუმანიტარული და სხვა მრავალ სფეროში ქველმოქმედების გაწევა. ბოლო სამი წლის განმავლობაში (2015-2017) ბალკანეთში, შუა აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და სხვა მრავალ რეგიონში 250-მდე საერთო ისტორიულ ძეგლს სწორედ რომ TİKA-ს მეშვეობით ჩაუტარდა რესტავრაცია. სომალიში, პალესტინაში, სუდანში, პაკისტანში, ყირგიზეთში, მოლდოვაში და სხვა მრავალ ქვეყანაში TİKA-ს მიერ აშენებულ საავადმყოფოებში ასი ათასობით ადამიანი გადის მკურნალობას.

კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები