იემენელი მერვე

იემენელი მერვე

იემენელი მერვე

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ხანდახან ჩვენ პატარა პრობლემებს ძალიან ვაზვიადებთ... მხოლოდ ამ პრობლემებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ჩვენს ირგვლივ და უფრო მეტიც,  ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში სხვისი თვალით ჩვენი პრობლემების დანახვა შეიძლება უფრო სამართლიანი იყოს. ამ თვალსაზრისით ქვემოთ მოყვანილი ნამდვილი ამბავი მინდა გაგაცნოთ. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთშიც გარკვეული პრობლემები არსებობს, თანდათან შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა საგანმანათლებლო ბაზად გადაიქცა.  ჩემი სტუდენტობის პერიოდში,  განათლების მისაღებად თურქეთში არავინ ჩამოდიოდა მაგრამ, დღეისათვის 150 ათასი უცხოელი სტუდენტი ღებულობს განათლებას თურქეთში. თურქეთში ჩამოსული უცხოელი სტუდენტებიდან ყველას ცხოვრება მართლაც და საინტერესოა. დღევანდელ პროგრამაში კი მინდა, იემენელი მერვეს ცხოვრების შესახებ გიამბობთ.

 

იემენი....  ადენის ყურეში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა, რომელსაც ისტორიის მანძილზე ყოველთვის ჰქონდა პრობლემები. ჩვენს გონებაში  კი იემენი, მექასა და მედინას დაცვის მიზნით ყველაზე მეტი ჯარისკაცის დაღუპვის (შეჰიდი) ადგილად არის ასახული. ჩანაქკალესშემდეგ შეიძლება მეორე ადგილია იემენი, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი სატირალი ლექსებია  დაწერილი, რომლებიც  თაობიდან თაობას გადაეცემა. ამიტომ ჩანაქკალეს და იემენს ჩვენში სულ სხვა ადგილი უჭირავს.

მოგზაურობა იმედში...

მერვე სწორედ ასეთი ქვეყნიდან ანუ,  იემენიდან გახლავთ. იგი დედაქალქ სანაში ცხოვრობს.  მერვე,  როგორც სხვა ახალგაზრდები ყოველთვის მომავლის ძიებაში იყო. 2014 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის გამო, რომელმაც მთელი ქვეყანა ქაოსში მოიქცია, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველოს (YTB) მხრიდან მას ეცნობა, რომ თურქეთში განათლების მიღების უფლება მოიპოვა. იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, ამერიკაში, გერმანიაში და ინგლისში უცხოელი სტუდენტების მიმართ დაწესებული სტიპენდიები შეწყდა. თურქეთის სტიპენდიები მერვეს და კიდევ 150 იემენელ სტუდენტისთვის ერთგვარი მომავლის იმედი გახდა.   მერვეს სამშობლოში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ დედაქალაქ სანაში საელჩოები დაიკეტა რა, საუდის არაბეთის ქალაქ,  ჯიდაში იქან გადატანილი. უსაფრთხოების მიზნით უმეტეს წილად სანაშიფრენებიც კი არ ხორციელდება.  თურქეთში ჩამოსასვლელად მათ ვიზის აღებს ესაჭიროებოდათ. ამის ერთადერთი გამოსავალი კი ის გახლდათ, რომ ქალაქ ჯიდაში გადატანილ თურქეთის საელჩოში სახმელეთო გზით ჩასულიყვნენ. მათ ამ გზის გასავლელად უამრავი პრობლემა ელოდათ. ასევე საუდის არაბეთის საზღვართან მისვლის შემდეგ იმის გარანტიაც კი არ ჰქონდათ, რომ მათ, ამ ქვეყანაში შეუშვებდნენ. უმწეოდ დარჩენილი ახალგაზრდები დედაქალაქ სანაში შეიკრიბნენ. ჯიდაში თურქეთის საელჩოს დაუკავშირდნენ. ვიზის ასაღებად მათ ერთადერთი გამოსავალი გზა ის ჰქონდათ, რომ  პასპორტები უნდა ჩაეტანათ  ჯიდაში.  საბოლოოდ ერთმა ბიჭმა სტუდენტმა მოხალისედ გადაწყვიტა, რომ ყველა სტუდენტის პასპორტები ჩაეტანა ჯიდაში. მაგრამ მათი ეს იმედი დიდ ხანს არ გაგრძელდა. სტუდენტი, რომელმაც მოხალისედ პასპორტების ჯიდაში ჩატანა გადაწყვიტა, შემდეგ უარი თქვა. უმწეოდ დარჩენილი სტუდენტები გამოსავალზე ფიქრობდნენ, როცა მერვემ თქვა, რომ თვითონ ჩაიტანდა ყველა სტუდენტის პასპორტს ჯიდაში,  თურქეთის საელჩოში. მერვეს ოჯახი მისი ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან შეშფოთდა. მაგრამ, მან  უკან არ დაიხია და სტიპენდიანტი  სტუდენტების ნაწილის პასპორტებით ჯიდაში გაემგზავრა. სტუდენტების ნაწილი ფიქრობდნენ, რომ მერვე ამ მოგზაურობას ვერ დაასრულებდა ან კიდევ საუდის არაბეთი მას ჯიდაში შესვლის უფლებას არ მისცემდა. თურქეთის ელჩმა, ფაზლი ჩორმანმა მერვეს ამ გადაწყვეტილებას მიესალმა მაგრამ, მას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ  რაოდენ სარისკო ნაბიჯი გადადგა.

მერვეს საუდის არაბეთის საზღვარზე მრავალი სირთულეები დახვდა მაგრამ,  იგი ამას მაინც არ დანებდა რა, დიდი ბრძოლის შემდეგ ჯიდაში თურქეთის საელჩოში ჩააღწია და ვიზის პრობლემა მოაგვარა. მაგრამ მერვეს წინაშე პრობლემები არ სრულდება. ახლა მას უკან დაბრუნების გზაზეც იგივე სირთულეები ელოდა. საბოლოოდ კი მერვემ სანაში დაბრუნება შესძლო და სტუდენტური ვიზები ჩაუტანა თავის მეგობრებს რა,  ახლა ისინი, თურქეთში აგრძელებენ სწავლა-განათლებას. მერვე კი, ილდირიმ ბეიაზეთის  უნივერსიტეტის სტუდენტია და აქ აგრძელებს სწავლა-განათლებას წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.


საკვანძო სიტყვები: მერვე , იემენი

მსგავსი ინფორმაციები