თურქული სამზარეულო 02/2018

„ქარნიიარიქი“ ანუ ფარშირებული ბადრიჯანი

თურქული სამზარეულო 02/2018

თურქულისამზარეულო 02/2018

„ქარნიიარიქი“ ანუ ფარშირებული ბადრიჯანი

შეიძლება ითქვას, რომ თურქულ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ბოსტნეული უდავოდ ბადრიჯანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეწამული ფერის ბოსტნეულის სამშობლო არის ინდოეთი, იგი ფართოდ შევიდა თურქულ სამზარეულოში და ერთ-ერთ მთავარ საკვებადაც კი იქცა. სწორედ ამის გამოა, რომ თურქეთში ბადრიჯნის ასობით სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. ასე რომ, ბადრიჯნის კერძი შეიძლება დაამზადოთ ღუმელში, ტაფაზე ან ქვაბში, ხორცით ან უხორცოდ, მიირთვათ ცივი ან ცხელი. გარდა ამისა, ბადრიჯანი მრავალი სხვა კერძის მომზადებაშიც გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ამ პროგრამაში ხშირად გამოვიყენებთ ბადრიჯნის სხვადასხვა რეცეპტებს. ამათგან პირველი იქნება „karnıyarık“-ი, ე.ი. ფარშირებული ბადრიჯანი და მის დასამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

 

  • 6 ცალი პატარა ზომის ბადრიჯანი
  • 200 გრამი ფარში
  • 2 ცალი საშუალო ზომის ხახვი
  • 3 ცალი პამიდორი
  • 6 ცალი მწვანე წიწაკა
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი ტომატის პასტა
  • ½ წყლის ჭიქით ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი და წითელი წიწაკა

ახლა კი გადავიდეთ „ქარნიიარიქის“ მომზადებაზე;

პირველ რიგში ბადრიჯნები ყუნწიდან დაწყებული ბოლომდე ზოლებად გათალეთ და იმისათვის, რომ ზეთი არ შეიწოვოს, ნახევარი საათის განმავლობაში მარილწყალში დატოვეთ. წყლიდან ამოღების შემდეგ თავიდან გარეცხეთ, კარგად გააშრეთ და შემდეგ ზეთში შეწვა დაიწყეთ.

სანამ შემწვარი ბადრიჯნები გაცივდება, მანამდე პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხახვი და ნიორი ტაფაში მოთუშეთ, შემდეგ დაამატეთ ფარში და მანამდე თუშეთ, სანამ ფარში მუქ ფერს არ მიიღებს. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი 2 პომიდორი, მარილი, სანელებლები და მოურიეთ. 10 წუთის განმავლობაში ნელთბილ ცეცხლზე მოთუშეთ.

- ამის შემდეგ ბადრიჯნები ლანგარზე მოათავსეთ, შუაზე გრძივად გაჭერით დანით და ნავისებურად გახსენით, მოათავსეთ მასში ფარში, შევსებულ ბადრიჯნებს დაადეთ ერთი ნაჭერი პომიდორი და ერთი წიწაკა,

- ცალკე 1 კოვზი ტომატის პასტა 1 ½ ჭიქა წყალში გააზავეთ და ბადრიჯნებს შორის მოასხით.

- ბადრიჯნებიანი ლანგარი 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედეთ და შეწვით 20-25 წუთის განმავლობაში.

შეგერგოთ..



მსგავსი ინფორმაციები