ტურიზმი თურქეთში 2

კაბადოკიის რეგიონი

ტურიზმი თურქეთში 2
კაბადოკია
კაბადოკია

კაბადოკია 

ძვირფასო რადიომსმენელებო, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტულ რეგიონს კაბადოკია წარმოადგენს ...
ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე გორემე, ურგუპი, უჩჰისარი, ავანოსი, დერინქუიუ, ქაიმაქი, იჰლარა და მისი შემოგარენი, კაბადოკიის უნიკალურ ტურისტულ დასახლებებს შეადგენენ.

ბუნებრივი სილამაზეებითა და ისტორიული ძეგლებით მდიდარი კაბადოკიის საძირკვლები, ათასობით წლების განმავლობაში, ცენტრალური ანატოლიის მთებში მოქმედი აქტიური ვოლკანების მხრიდან ცხელი ლავების და ორთქლის ამოფრქვევის შედეგად იქნა ფორმირებული. სწორედ ამ ლავების შედეგად რეგიონში ტუფის ფენაა შექმნილი, რომელიც ათასეული წლების განმავლობაში წვიმების, წყალდიდობების, ქარისა და ცხელი მზის ზეგავლენით, ბუნების განუმეორებელ სილამაზედ, კლდეში და მიწისქვეშ გამოკვეთილ ქალაქებად გვევლინება, რომელსაც თურქები ფერი ბაჯალარს, ე.ი. ფერიების სარკმელებს უწოდებენ

ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში კაბადოკიაში ცხოვრობდნენ ასურიელები, ხეთები, სპარსელები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგიონში   რომის იმპერიაც დომინირებდა და ყველა ამ კულტურების ათასობით ძეგლებია შემორჩენილი დღემდის. თუმცა, კაბადოკიაში ყველაზე მეტი ასეთი ძეგლები სელჩუკთა და ოსმანეთის იმპერიებიდანაა შემორჩენილი

გორემეს ეროვნულ პარკში, რომელიც იუნესკოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი, ფერი ბაჯალარებთან ერთად შესაძლებელია იხილოთ ქრისტიანთა დასახლებები და ეკლესიები, რომლებსაც რომის და ბიზანტიის მხრიდან დევნილი ქრისტიანები ან განდეგილი ბერები თავშესაფრებად იყენებდნენ და ასე ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში. მოკლედ, კაბადოკია  ულამაზესი ხეობებით, უნიკალური ბუნებრივი სილამაზეებით, მიწისქვეშა თუ კლდეში გამოკვეთილი ქალაქებით, ციხე-გალავნებით, ეკლესიებით, მეჩეთებით, შუა საკუნეების დროინდელი სახელოსნოებით უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს მრავალ არჩევანს სთავაზობენ

ისტორიის სიღრმეებში დაბრუნების, ფერი ბაჯალარების ზღაპრული სილამაზეების ხილვის, ღრმა ხეობებში მოგზაურობის, წარსულის ნაკვალევზე სიარულის მიზნით დაამატეთ თქვენს მოგზაურობას კაბადოკია და გვერწმუნეთ არ ინანებთ, პირიქით, ჩვენი ამ შეთავაზებით და რჩევით მეტად მადლობელი დარჩებით

თუ დაუვიწყარი გამოცდილების მიღება გინდათ, საჰაერო ბალონებით გასეირნებას და რეგიონის სილამაზეების ჩიტის სიმაღლიდან ნახვასაც გირჩევთ

და ბოლოს, ტესტის ქაბაბის, ქოთნის ქაბაბის ქაბაბის, ვარდის ღვეზელის, ბრინჯის სუპის და ნაირ-ნაირი მჟავეულობის დაგემოვნებასაც გირჩევთ.


საკვანძო სიტყვები: კაბადოკია , ტურიზმი თურქეთში

მსგავსი ინფორმაციები