6 იანვარი ისტორიაში

6 იანვარი ისტორიაში

6 იანვარი ისტორიაში

ტექნოლოგიური განვითარების პირველი ნაბიჯი, ტელეგრაფი, რომელმაც ახალი ეპოქა გახსნა დღევანდელი კომუნიკაციის სფეროში, სამუელ მორზემ საზოგადოებას პირველად, 1838 წლის 6 იანვარს წარუდგინა.

….

პირველი ინონუს ომი, ანატოლიის დამპყრობელი საბერძნეთის ჯარების წინააღმდეგ 1921 წლის 6 იანვარს დაიწყო და თურქებმა გაიმარჯვეს რა ამ ომში, სტარტი მიეცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც თურქებმა წარმატებით დაასრულეს და საბოლოოდ თურქეთის რესპუბლიკა შექმნეს.

….

კანადამ, 1956 წლის 6 იანვარს პირველად უმასპინძლა საჰაერო შოუ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 14 ქვეყნის პილოტებმა და მასში პირველი ადგილი თურქმა პილოტებმა დაიკავეს.

….

1960 წლის 6 იანვარს საძირკველი ჩაეყარა მერსინის ნავთობ გადამმუშავებელ ქარხანას, რომელიც ექსპლოატაციაში გადაცემის აქეთ დღეში 9 ათას ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს. ამ ქარხნის მშენებლობაში გამოყენებულ იქნა 15 ათასი ტონა ფოლადი.

….

თურქეთში სავალუტო ოპერაციებს და ყიდვა-გაყიდვას ნებართვა 1984  წლის 6 იანვარს მიეცა. მანამდის ქვეყანაში იკრძალებოდა ნებისმიერი ვალუტის ტარებაც კი.


საკვანძო სიტყვები: ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები