თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 1

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA

თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 1

მოგესალმებით პატივცემულო რადიომსმენელებო „თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები“  სახელწოდების ციკლურ პროგრამაში;  იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველოს, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მსგავსი ორგანიზაციების მიერ მსოფლიოს მასშტაბით სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის საქმიანობებზე  გავამახვილებთ ყურადღებას. TİKA, 1991 წელს ცივი ომის დასრულების  და საბჭოთა კავშირის დაშლის  შემდეგ,  თურქეთის ჩათვლით რეგიონის და მსოფლიოს სხვა კუთხეებში თურქეთთან კულტურული კავშირების მქონე ადამიანების მიმართ მხარდაჭერის მიზნით,  1992 წელს ჩამოყალიბდა. 1992-2002 წლებში TİKA-მ  საზღვარგარეთ 12 ოფისი გახსნა რა, 2500 პროექტში მიიღო მონაწილეობა. TİKA როგორც თურქეთის საგარეო პოლიტიკა, ყოველდღიურად  აფართოებს არეალს. დღეისათვის ამ ორგანიზაციას მსოფლიოს 59 ქვეყანაში 61 საკოორდინაციო ოფისი აქვს გახსნილი, რომლების მეშვეობითაც 170 ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. თურქეთის მიერ, TİKA-ს მეშვეობით მეგობარი ქვეყნებისთვის გაწეული დახმარება, სამშვიდობო ზონის შექმნას ითვალისწინებს. TİKA, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადით: „მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყოფ გაჭირვებულს, თურქეთის სახელით მცირედი მხარდაჭერა მაინც  უნდა გავუწიოთ.“  იდეით მოქმედებს რა, ამ თვალსაზრისით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში განათლების, ჯანდაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა მრავალ სფეროში დახმარებებს ახორციელებს.  



მსგავსი ინფორმაციები