ეროვნული თავდაცვის პროექტები 9

სამხედრო საავიაციო ტექ მომსახურების ქარხნები

ეროვნული თავდაცვის პროექტები 9

 

თურქეთში მოქმედ სამხედრო ფაბრიკა-ქარხნებს თუ გემთსაშენებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. თუმცა, ქვეყნის საზოგადოებრიობამ ცოტა, ან საერთოდ არაფერი იცის ამ სამხედრო დაწესებულებებისა და გემთმშენებლობის შესაძლებლობების შესახებ, რომლებმაც ამ ბოლო წლებში მეტად მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. საზოგადოებას ჰგონია, რომ თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტები, რომლებიც წარმოებულნი არიან თურქეთში, უცხოურ პროდუქციას წარმოადგენენ. ხოლო ამის პარალელურად არაფერი იციან ადგილობრივი შესაძლებლობებით წარმოებული სამხედრო საჰაერო ტექ მომსახურებების შესახებაც და ჰგონიათ თურქულ თვითმფრინავებს თუ გემებს უცხოეთში არემონტებენ, როცა, ხსენებული თურქული სამხედრო ფაბრიკები და გემთსაშენები, საჯარო სექტორში ყველაზე ეფექტურ საწარმოებს წარმოადგენენ, ხოლო მათში მომუშავე პერსონალი კი  სექტორის ნამდვილი უხილავი გმირები არიან, რადგან, თურქეთი მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე ცხელ წერტილზე მდებარეობს, ხოლო ამასთან ერთად ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მრავალრიცხოვან ტერ ორგანიზაციებს ებრძვის, რის გამოც ყოველთვის სამხედრო მზადყოფნაში უნდა იყოს. ახლა, ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც იგი წერს:

2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამხედრო სისტემაში განხორციელებულმა მასიურმა ცვლილებებმა და რესტრუქტურიზაციამ, გარკვეული ცვლილებები გამოიწვია ასევე სამხედრო ქარხნებში და გემთმშენებლობაში. ქვეყნის ისტორიაში პირველად, ყველა სამხედრო საწარმო ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ქოლგის ქვეშ, ორი სამმართველოს,  სამხედრო ქარხნების გენერალური დირექტორატის და გემთსაშენების გენერალური დირექტორატის დაქვემდებარებაში შეიკრიბა. დღესდღეობით, სამხედრო ქარხნების გენერალური დირექტორატის ფარგლებში მოქმედი მრავალი მნიშვნელოვანი და წარმატებული სამხედრო საწარმოა და მათ შორის არის ანკარასა და სტამბოლს შორის მდებარე ქალაქ ესკიშეჰირის პირველი საჰაერო საავიაციო ქარხანა და დღევანდელ პროგრამაში ამ საწარმოზე გესაუბრებით, ხოლო მომდევნო სტატიებში გავაგრძელებთ სხვა წარმატებული სამხედრო საწარმოს გაცნობას.

თვითმფრინავის სარემონტო ცეხიდან საავიაციო ქარხნამდე

თვითმფრინავების პირველი სარემონტო ქარხანა ახალ შექმნილ თურქეთის რესპუბლიკაში გაიხსნა 1926 წელს, ქალაქ ესკიშეჰირში და დღეს იგი 92 წლის საწარმოს წარმოადგენს. 1950 წლამდე ამ საწარმოში პროპელერებიან  თვითმფრინავებს არემონტებდნენ, ხოლო 1950 წლის შემდეგ გამანადგურებლებს და ბომბდამშენებს, რასაც 1970-იანი წლებიდან F-84, F-86 და F-100 ტიპის თვითმფრინავების ტექ მომსახურებაც დაემატა. ამ სამხედრო საწარმომ თანდათანობით გააძლიერა რა ტექნიკური შესაძლებლობები, 1968 წელს რეაქტიული ძრავების სარემონტო სამუშაოებიც დაიწყო. 1979 წლიდან ესკიშეჰირის სამხედრო სარემონტო ქარხანამ F-4 ტიპის თვითმფრინავების სრული აწყობა განახორციელა და ფაქტიურად საავიაციო ქარხნად გადაკეთდა, სადაც  1980 წელს სხვა თვითმფრინავების აწყობაც დაიწყეს, ე.ი. ამ ქარხანაში ერთის მხრივ თვითმფრინავების რემონტი, ხოლო მეორეს მხრივ აწყობაც ხდებოდა. 1992 წლიდან აქ F-110 ტიპის თვითმფრინავების ძრავების რემონტიც დაემატა, ხოლო 1997 წელს ჯერ F-4 ტიპის თვითმფრინავების და შემდეგ სხვა მოდელების მოდერნიზაციაც დაიწყეს. 2006 წელს აქვე თურქეთის პირველი ძრავის ტესტის ცეხიც გაიხსნა, სადაც ყველაფერი სამამულე წარმოების იყო, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატურებიც. ესკიშეჰირის ეს სამხედრო ქარხანა 2016 წელს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასულ სამხედრო ქარხნების გენერალური დირექტორატის კუთვნილებაში გადავიდა და პირველი საჰაერო საავიაციო ქარხნის სახელი დაერქვა

წელიწადში  77 ცალი თვითმფრინავის საქარხნო რემონტი ხდება

ესკიშეჰირის საავიაციო ქარხანაში წელიწადში 77 ცალი სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების საქარხნო რემონტი ხდება. ამ საწარმოში სულ 2300 კაცია დასაქმებული და მათგან 260 ინჟინერია რა, ისინი 200 ძრავის რემონტსაც ახდენენ და სხვა სათადარიგო ნაწილების გამოშვებასაც. ამ სამუშაო ადგილზე მთლიანობაში 6000 ერთეული სათადარიგო ნაწილის რემონტი, 14000 ერთეული ნაწილის წარმოება და 4700 ერთეული ნაწილის კალიბრი ეწყობა. ამ ბოლო ხანებში კი F-16 PO-III, T-38M და T-38 PC-III ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციაც დაიწყო. ქარხნის ტექნიკური მენეჯმენტი დიდი პასუხისმგებლობით ახორციელებს საწარმოს მოვლა-პატრონობას, შეკვეთების თავის დროზე შესრულებას, მოდიფიკაციას, ტესტირებისა და დაკალიბრების სამუშაოების ჩატარებას, აქვე ხდება ზოგი საჭირო ნაწილების წარმოებაც და ამ პროცესებში უზრუნველყოფილია ხარისხის უმაღლესი გარანტია. 

ევროპისსარემონტოდამომსახურებისცენტრი

თურქეთის პირველი საჰაერო საავიაციო სარემონტო ქარხნის დირექტორატი აგრძელებს სარემონტო, შეკეთებისა და მომსახურების საქმიანობას საერთაშორისო სტანდარტების, საერთაშორისო ხარისხის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სრული დაცვის ფარგლებში. ასე რომ, ესკიშეჰირის ეს სამხედრო ქარხანა მარტო რეგიონის კი არა, არამედ ევროპის ერთ ერთი ყველაზე ძლიერი ლოგისტიკური ცენტრია, სადაც უკვე JSF ტიპის თვითმფრინავების და F-135 ტიპის თვითმფრინავის ძრავების შეკეთებაც ხდება, ხოლო მეორეს მხრივ თურქეთის სამხედრო დამოკიდებულებას უცხოეთის ქვეყნებზე ამცირებს, წერს თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი თარქან ზენგინი



მსგავსი ინფორმაციები