ეროვნული თავდაცვის პროექტები 7

ვეჯიჰი ჰურქუშიდან ჰურქუშის თვითმფრინავებამდე

ეროვნული თავდაცვის პროექტები 7

 

20-23 სექტემბერს სტამბოლის ახალმა აეროპორტმა საჰაერო, კოსმოსური და ტექნოლოგიურ გამოფენას, TEKNOFEST-ს უმასპინძლა, რომლის სპონსორი და ორგანიზატორი სტამბოლის მერია და T3 ფონდი იყვნენ. ამ ფონდის ხელმძღვანელმა სელჩუქ ბაირაქტარმა ფესტივალის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა, რომ ეს ფესტივალი ეროვნული ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა, ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც იგი წერს:

ფესტივალზე გამოფენილმა თურქული წარმოების პირველმა თვითმფრინავმა, HÜRKUŞ-მა საჩვენებელი შოუ ფრენა განახორციელა. ამ დროს ჩვენი ქვეყნის თვითმფრინავმშენებლობისა და მისი პირველი წარმომადგენლის, ვეჯიჰი ჰურქუშის ისტორია წარმომიდგა თვალწინ, რადგან, მის ცხოვრებას ჩვენი ქვეყნის ავიაციის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თავის დროზე მას სახელმწიფომ არ აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება და მხარდაჭერა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისმა მცდელობებმა დიდი ენთუზიაზმი ჰპოვა ახალგაზრდებში, რაც დიდ იმედს იძლევა ჩვენი ქვეყნის მომავალ ტექნოლოგიურ განვითარებაში. “რომელ ქვეყნებშიც მე ვიყავი, კარგად დავინახე, თუ როგორ დაიწყეს მათ საავიაციო საქმე და მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევისწავლე, თუ როგორ უნდა ამ საქმის ორგანიზება, როგორ ქარხნები უნდა აშენდეს. უპირველეს ყოვლისა დავრწმუნდი, რომ ამისათვის პირველ რიგში ეროვნული რწმენა და წახალისება იყო მთავარი. მაგრამ, ამასთან ერთად დიდი მონდომებაც იყო საჭირო. მე გულმოდგინედ შევუდექი მუშაობას და ჩემი პირველი ნაწარმის ჰურქუშის, ე.ი. თავისუფალი ფრინველის სახელი, ჩემს გვარად ავიღე“, წერს ბ-ნი ვეჯიჰი თავის მოგონებების წიგნში.

ვეჯიჰი ჰურქუში 1896 წელს სტამბოლში დაიბადა. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როცა მამა დაეღუპა. მისი პირადი ცხოვრება მრავალი რომანის გმირის პროტოტიპი შეიძლება გახდეს. თურქული ავიაციის ისტორიაში მან უდიდეს და უამრავ წარმატებებს მიაღწია. იგი არის პირველი თურქი მფრინავი, რომელმაც 1917 წელს, კავკასიის ფრონტზე მტრის პირველი თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამასთან ერთად იგი არის პირველი თურქი გამომგონებელი, რომელმაც შექმნა პირველი თურქული თვითმფრინავი. მანვე შექმნა თურქეთში პირველი საავიაციო სკოლა. ვეჯიჰმა თურქეთში პირველი საავიაციო ფლოტიც შექმნა. მან ფრენა განახორციელა 102 სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავით. მოკლედ, 1916-1967 წლებს შორის 30 ათასი საათის ფრენა განახორციელა. მანვე მონაწილეობა მიიღო ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაშიც და სწორედ მაშინ ჩამოაგდო ბერძნული სამხედრო თვითმფრინავი. მრავალი წარმატების გამო მას დიდი ეროვნული კრების მედალი გადაეცა.

ვეჯიჰი ჰურქუშმა პირველი თვითმფრინავი ვეჯიჰი K VI აწარმოა, რომელმაც პირველი ფრენა 1925 წელს განახორციელა. იგი ამ დროს სულ რაღაც 29 წლის ასაკში გახლდათ და მწირი  შესაძლებლობებით პირველი თვითმფრინავი გააკეთა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ  ვეჯიჰი ჰურქუშს ასეთი წარმატებული პროექტის განხორციელებისათვის ჯილდო უნდა გადაცემოდა, მაგრამ, უნებართვო ფრენის განხორციელებისათვის იგი ნახევარი ხელფასით და 10 დღიანი პატიმრობით  დააჯარიმეს. ამ სასჯელის გამო იგი არმიიდან წავიდა. იგი ამ მოვლენას 1925 წელს ერთ-ერთ წერილში ასე აღწერს: „ჩვენ დაგვავიწყდა, რომ სამხედრო მოსამსახურე ვიყავით და ბრძანებებს უნდა   დავმორჩილებოდით.“   ვეჯიჰი ჰურქუშმა 1954 წელს „ჰურქუშის ავიახაზები“ სახელწოდების პირველი სამოქალაქო ავიაციის კომპანია ჩამოაყალიბა და ამ დროსაც მსგავსი შემთხვევები გადახდა თავს, იგი დაჯილდოების ნაცვლად დააჯარიმეს. ამით,  მისი და მთელი ქვეყნის ამ სფეროში  წარმატების დაბრკოლება   ხდებოდა.

ვეჯიჰი ჰურქუშმა ქადიქოიში ერთ-ერთი მერქნის საწარმო იქირავა და სამი თვის განმავლობაში, „Vecihi XIV“ სახელწოდების თვითმფრინავს ამზადებდა. ამ თვითმფრინავით პირველი ფრენა 1930 წელს განახორციელდა. მან ფრენის სერთიფიკატის ასაღებად იმ პერიოდის ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. სამინისტრომ კი  მას განუცხადა, რომ  თვითმფრინავის ფრენის ტექნიკური მახასიათებლების შემმოწმებელი პერსონალის არ ყოლის გამო აღნიშნულ  სერთიფიკატს  ვერ გასცემდა.  ეს კი იმას ნიშნავდა, თუ რა მიზეზებით იქნა დაბრკოლებული ეროვნული წარმოების თვითმფრინავების პროექტების შეჩერება.

პირველი ეროვნული საჰაერო ხომალდი: ჰურქუში

ჰურქუში,  TUSAŞ-ის  (თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობა) მიერ საკუთარი სახსრებით დამზადებული პირველი ეროვნული წარმოების საჰაერო ტრანსპორტი გახლავთ.  ახალი თაობის საგანმანათლებლო თვითმფრინავი „ჰურქუში“-ს პროექტი 2006 წელს იქნა დაწყებული და იგი თურქეთის საჰაერო ძალების სარდლობის ტრენინგების საჭიროების დასაკმაყოფილებლად იქნა წარმოებული. აერონავტიკის მრეწველობის მიერ დამზადებული სასწავლო თვითმფრინავი „Hürkuş“-ი მარტო აღნიშნული დაწესებულებების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, არამედ, მსოფლიო ბაზარზეც იქნება გატანილი.

ამ თვალსაზრისით 2013 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმით HÜRKUŞ-ის სერიული წარმოება უნდა მოხდეს. გარდა ამისა, იმავე წლის 26 დეკემბერს HÜRKUŞ-B-ს წარმოების მემორანდუმიც გაფორმდა.

წინასწარი   ფრენების წარმატებით  განმხორციელებელი  „ჰურქუშ“-ი,  თურქეთის საჰაერო ძალების სარდლობას, სავარაუდოს მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გადაეცემა. ზემოთხსენებული მემორანდუმების მიხედვით თურქეთის საჰაერო ძალების სარდლობას 2019 წლის პირველ კვარტლამდე 15 თვითმფრინავი უნდა გადაეცეს.

EASA-ს ავტორიზაციის გამვლელი პირველი თურქული თვითმფრინავი

თურქული აერონავტიკის მრეწველობის (TAI) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის (SHGM) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს  (EASA)  მხრიდან

 ჰურქუშის ახალმა საწვრთნელმა თვითმფრინავმა  სახელწოდებით „TT32“-მა ყოველგვარი მოთხოვნები დააკმაყოფილა და შესაბამისი ლიცენზირებაც მიიღო, რომელიც მთელი ევროპის ქვეყნებში მოქმედებს. ასე, რომ ჰურქუში გახლდათ პირველი  თურქული თვითმფრინავი, რომელიც დამოწმებული იქნებოდა ევროპის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს მიერ. ჰურქუშის მიერ მიღწეული წარმატება რა თქმა უნდა თურქეთისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია 1925 წელს, 29 წლის ასაკში ასეთი წარმატებების მიმღწევი ვეჯიჰი ჰურქუშის სახელით ფრენაც, წერს თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი თარქან ზენგინი.



მსგავსი ინფორმაციები