ეროვნული თავდაცვის პროექტები 6

ეროვნული და ორიგინალური უპილოტო საფრენი აპარატები

ეროვნული თავდაცვის პროექტები 6

 

თურქეთი ერთის მხრივ ეროვნული უსაფრთხოებისა უზრუნველყოფას ცდილობს, ხოლო მეორეს მხრივ ათასი ჯურის ტერ ორგანიზაციებს ებრძვის და აი ამ დროს ზოგჯერ მოკავშირეების და პარტნიორების მხრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იარაღისა და საბრძოლო მასალების ემბარგოს პირისპირ დგება. ზოგჯერ კი ხსენებული ვაი მოკავშირეები მათგან ფულით ნაყიდი თავდაცვის იარაღების გამოყენებასაც კი აფერხებენ. ამის საპასუხოდ თურქეთი ყველა ასეთ კრიზისს შესაძლებლობად აქცევს. ერთ დროს მოკავშირეები ანკარას უპილოტო საფრენ აპარატებსაც კი არ ჰყიდიდნენ და აი ამ კრიზისმაც თურქებს თავიანთი სამამულე უპილოტოები და შეიარაღებული უპილოტოები დაამზადებინა, რომლებსაც ახლა ექსპორტშიც კი აგზავნის. ახლა, ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც იგი წერს:

თურქეთი ამ ბოლო წლებში ერთის მხრივ თავდაცვის სფეროში კრიტიკული მნიშვნელობის სტრატეგიულ იარაღებს აწარმოებს, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივი და ეროვნული რესურსებით წარმოებულ ამ გლობალური კონკურენციის მქონე იარაღს ექსპორტშიც აგზავნის რა, მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს მომავლისაკენ.

გარდა ამისა, თურქეთი ასეთი ნაბიჯებით სამხედრო დამოკიდებულებასაც ამცირებს უცხოეთის ქვეყნებზე და მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს ეკონომიკის დივერსიფიცირებაში და განვითარებაში. ასეთ იარაღებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას, რომლითაც ანკარა დასავლეთის ქვეყნებზე სამხედრო დამოკიდებულებას ამცირებს და ამასთან მისი წარმოებით და უცხოეთში ექსპორტით ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაშიც მოკრძალებული წვლილი შეაქვს

თურქეთის სამხედრო ინვენტარში პირველი უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა 1990 წელს, როცა ამერიკული წარმოების GNAT-ი და ისრაელური წარმოების Heron-ი შეისყიდა. მაგრამ, 2000 წელს, აშშ კონგრესმა მიღებული დადგენილებით აკრძალა თურქეთისათვის GNAT-ის განვითარებული და გაუმჯობესებული სახეობების,  Predator-ის და Repaer-ის მიყიდვა.  ამან რა თქმა უნდა ძალზედ გააღიზიანა თურქეთი და ამერიკასთან წარმოქნმნილი კრიზისი შესაძლებლობაში გადაზარდა რა, თვით დაიწყო უპილოტოების წარმოება და დღეს თურქეთი ადგილობრივი და ეროვნული უპილოტო საფრენი აპარატებს, Anka-ს და Bayraktar-ს აწარმოებს.

მოკლედ, თურქეთის სამხედრო თავდაცვის მრეწველობა, დღეს, უპილოტო საფრენ აპარატებსაც (უსა) და შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატებსაც (შუსა) აწარმოებს რა, მსოფლიოში ასეთი აპარატების მწარმოებელი მეოთხე ქვეყანა გახდა. დიახ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეროვნული უსა-ს და შუსა-ს წარმოებაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატება, გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შედეგია.

უსა-ს და შუსა-ს წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქულ კომპანია Bayraktar-ს, რომლის ხელმძღვანელმა სელჩუქ ბაირაქთარმა უსა-ის წარმოებაზე საუბრისას თქვა:

"თურქეთში უსა-ის წარმოება თავდაპირველად, ხელით გატყორცნილი მინი აპარატებით დაიწყო.  ჩვენ ტესტებს ყოველთვის სამხედრო პოლიგონებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროებთან ერთად ვახორციელებდით. ჩვენს მინი აპარატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ სამიზნის დანახვისთანავე მისი ადგილმდებარეობის რუკა შეედგინა და აი ეს შესაძლებლობა მსოფლიოს არც ერთ სხვა უპილოტოებს არ გააჩნდათ. ჩვენი მხრიდან წარმოებული ეს ადგილობრივი უპილოტოები წარმატებით გამოყენებულ იქნა სირიის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების, ევფრატის ფარისა და ზეთისხილის რტოს ფარგლებში“

ბაირაქთარ მინი უსა-ი და ბაირაქთარ ტაქტიკური უსა-ი 

თურქულმა კომპანიამ BAYRAKTAR-მა პირველი მინი უსა-ი აწარმოა და თავდაცვის სამინისტროს გადასცა 2007 წელს. ამავე ფირმამ შემდეგ ტაქტიკური უსა-ს წარმოებაც დაიწყო. ფირმამ ეს ორივე ეროვნული უპილოტო, ასევე სრულიად   ეროვნული ელექტრონიკით, პროგრამული უზრუნველყოფით და სტრუქტურული კომპონენტებით აღჭურვა რა, ასე გახადა ეს უპილოტო თვითმფრინავი თურქეთის პირველი მინი რობოტის სისტემა. ბაირაქთარის უპილოტოებმა დღემდის 100.000-ზე მეტი ოპერატიული გაფრენა მოაწყვეს, თანაც მეტად რთულ გეოგრაფიულ და მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი.

 

საშუალო სიმაღლეზე მფრენი და გრძელ მანძილიანი (MALE) კლასის უსა-ის კონცეფციის შესაბამისად განვითარებული ტაქტიკური უსა-ის სისტემას აქვს ეროვნული და ორიგინალური სრულად ავტომატური ფრენის კონტროლის ფუნქციებიც (ტაქსის, ტრანსპორტირების, ნავიგაციის, სადესანტო და პარკირების).

გარდა ამისა, მას აქვს სამი გადაჭარბებული ფრენის მართვის სისტემის სტრუქტურა, უნიკალური სანავიგაციო და სენსორების სისტემები, მსოფლიო დონის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიური აღჭურვილობა, სადაზვერვო და თვალთვალის ფუნქციები. მათ, 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ოფიციალური დელეგაციის თვალწინ წარმატებით ჩაატარეს ფრენის ტესტები.

თურქული ეროვნული უპილოტოები ძალზე ეფექტურად იქნენ გამოყენებული ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ანტიტერორისტულ სამხედრო ოპერაციებში რა, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქურთული ტერ ორგანიზაციის პკკ-ას და მისი სირიული ფრთის PYD/YPG-ს განადგურებაში. ბაირაქტარ TB2-ი სამხედრო ოპერაციებში 2015 წლის აქეთ გამოიყენება. TB2 სახელწოდების უპილოტოს აქვს დიდ სიმაღლეზე სამიზნის ზუსტი ადგილმდებარეობის კოორდინატების სწრაფად დადგენის, სურათების გადაღების და ცენტრში გამოგზავნის, უხმოდ და უძინმაჩინად მუშაობის შესაძლებლობები, ამიტომაც ძლიერი დახმარება აღმოუჩინეს თურქ სამხედროებს სირიაში წარმოებული ევფრატის ფარის და ზეთისხილის რტოს ანტიტერორისტულ ოპერაციებში,  განსაკუთრებით სეპარატისტთა კლდეში არსებული თავშესაფრების, ბუნკერების, არსენალების და საიდუმლო შტაბების განადგურებაში

ამჟამად ეს უპილოტოები აღიჭურვება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიითაც, რომლებიც ზრდიან მათ ეფექტურობას. ბაირაქთარის კომპანიამ ისინი უზრუნველყო მობილური ცოცხალი მაუწყებლობის პროგრამული სისტემით, რომელიც პირველად გამოიყენეს ეფეს-2018 სახელწოდების სამხედრო წვრთნებში. Kuzgun/ქუზღუნის სახელწოდების ეს სისტემა შეიძლება დაიტვირთოს მობილურ მოწყობილობებზე და გამოყენებულ იქნას აქტიურ მოვალეობებში. ასეთი სისტემით სამიზნე რეგიონში მომსახურე უსაფრთხოების თანამშრომლებს წამიერი ინფორმაციები მიეწოდებათ, რაც მათთვის მნიშვნელოვან უპირატესობებს მიაღწევინებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამჟამად თურქი ინჟინრები უპილოტო გამანადგურებლების და ბომბდამშენების პროექტებზე მუშაობენ და ალბათ მალე მათაც წარმატებით გაართმევენ თავს, წერს თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი თარქან ზენგინი

 



მსგავსი ინფორმაციები