ეროვნული თავდაცვის პროექტები 5

მართვადი საავიაციო ბომბი და რაკეტა

ეროვნული თავდაცვის პროექტები 5

თურქეთი ერთის მხრივ ეროვნული უსაფრთხოებისა უზრუნველყოფას ცდილობს, ხოლო მეორეს მხრივ ათასი ჯურის ტერ ორგანიზაციებს ებრძვის და აი ამ დროს ზოგჯერ მოკავშირეების და პარტნიორების მხრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იარაღისა და საბრძოლო მასალების ემბარგოს პირისპირ დგება. ზოგჯერ კი ხსენებული ვაი მოკავშირეები მათგან ფულით ნაყიდი თავდაცვის იარაღების გამოყენებასაც კი აფერხებენ. ამის საპასუხოდ თურქეთი ყველა ასეთ კრიზისს შესაძლებლობად აქცევს. ერთ დროს მოკავშირეები ანკარას უპილოტო საფრენ აპარატებსაც კი არ ჰყიდიდნენ და აი ამ კრიზისმაც თურქებს თავიანთი სამამულე უპილოტოები დაამზადებინა, რომლებსაც ახლა ექსპორტშიც კი აგზავნის. ასე მოხდა მართვადი საავიაციო ბომბებისა და რაკეტების მიმართაც. პარტნიორებმა არ მიჰყიდეს თურქებს ხსენებული იარაღი და ანკარაც იძულებული გახდა საკუთარი წარმოების მართვადი (გონიერი, ჭკვიანი) იარაღები დაემზადებინა. ახლა, ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც იგი წერს:

სამხედრო იარაღზე და აღჭურვილობაზე უცხოეთზე დამოკიდებულების აღმოფხვრას მეტად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ასე მაგალითად, ამერიკიდან ნაყიდ ჭკვიან ბომბებს და სხვა იარაღებს რეგულარულად აკონტროლებენ და ამიტომ იციან, თუ რამდენია გამოყენებული და რამდენი დარჩენილი, რაც რა თქმა უნდა არ აწყობს მომხმარებელ ქვეყანას. უფრო მეტიც, ამერიკამ იცის თუ ამ იარაღს მომხმარებელი რომელ კოორდინატებზე იყენებს და შეუძლია შეფერხებაც კი შეუქმნას ამ იარაღების გამოყენებას, ამ შემთხვევაში თურქეთის არმიის მხრიდან ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ გამოყენებას. აქედან გამომდინარე ამერიკა ზოგჯერ უარს ამბობს მართვადი რაკეტების და ბომბების თურქეთისათვის მიყიდვაზე. აი ამ ყველაფერმა ანკარას აიძულა საკუთარი მართვადი იარაღები დაემზადებინა

ამის საპასუხოდ ე.წ. მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ, რათა თურქეთის თავდაცვის მრეწველობა არ განვითარდეს და ამისათვის მრავალგვარ სტრატეგიებს იყენებენ. ზოგჯერ თავდაცვის იარაღებს ან მასალებს არ ჰყიდიან, ზოგჯერ უკვე გაყიდული იარაღის გამოყენებას შეფერხებას უქმნიან, ზოგჯერ კი ადგილობრივი წარმოების შეფერხების მიზნით თავიანთ პროდუქციაზე ძალიან იაფ ფასებს სდებენ. სწორედ ამ მეთოდით შეაჩერეს მოკავშირეებმა თურქეთში მართვადი იარაღების (HGK) სერიული წარმოება

ჭკვიან იარაღებზე გარე დამოკიდებულების აღმოფხვრის მიზნით თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ აქტიური მუშაობა 2005 წელს დაიწყო და ამ მიზნით იმ დროინდელმა მთავრობამ ყველანაირი დახმარება აღმოუჩინა თავდაცვის სექტორს, რათა ყველაფერი სამამულე მასალებით დამზადებულიყო. ამ აქტიურმა მუშაობამ მალე გამოიღო დადებითი შედეგი და უკვე 2006 წელს, საკუთარი შესაძლებლობებით პირველი ჭკვიანი ბომბი დამზადდა. ამას რა თქმა უნდა უარყოფითი რეაქციით შეხვდნენ ე,წ, მოკავშირეები და თურქეთზე ზეწოლის მიზნით სხვადასხვა გზები მონახეს

ჭკვიანი ბომბის დასამზადებლად თურქეთი JDAM-ის სახელწოდების მასალას ამერიკისგან 1 ცალს 120 ათას დოლარად ყიდულობდა, ხოლო საკუთარი წარმოებით თურქმა ინჟინრებმა ეს ფასი 90 ათას დოლარამდე შეამცირეს და თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ იარაღის სერიულ წარმოებაზე გადასვლის შემდეგ ამ ფასს კიდევ უფრო შეამცირებდნენ. ეს გაიგო თუ არა “მეგობარმა და პარტნიორმა“ ამერიკამ, აქამდე 120 ათასიანი JDAM-ის ფასი 20 ათასამდის შეამცირა. თურქეთის მიერ წარმოებული ჭკვიანი ბომბის ამის მერე დამზადება უკვე აბსურდულს წარმოადგენდა, რადგან, ამერიკულზე 4 ჯერ უფრო ძვირი ჯდებოდა და ამიტომ ანკარამ ბოლო წერტილი დაუსვა მართვადი ბომბის წარმოებას. აი ასე შეაჩერებინა მოკავშირე ამერიკამ თურქეთს საკუთარი იარაღის წარმოება

თუმცა, ახლა თურქმა ინჟინრებმაც დაიწყეს ჭკვიანი იარაღის წარმოებაში თვითღირებულების შემცირებაზე მუშაობა და 5 წლიანი მუშაობის შემდეგ თურქეთის თავდაცვის მრეწველობის კვლევის ინსტიტუტმა 2013 წელს იაფფასიანი მართვადი ბომბი HGK-1 აწარმოა რა, მის სერიულ გამოშვებაზეც გადავიდნენ. ამით თურქეთი, აშშ-ს, რუსეთის და ისრაელის შემდეგ მსოფლიოში მე-4 სახელმწიფო გახდა, რომელიც საკუთარ მართვად იარაღს ამზადებდა. სხვათა შორის თურქეთის არმიამ მართვადი ბომბი HGK-1 წარმატებით გამოიყენა სირიის ჩრდილოეთში წარმოებული ევფრატის ფარის და ზეთისხილის რტოს სახელწოდებების ანტიტერორისტულ ოპერაციებში

მწარმოებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჭკვიანურ ბომბებს ასეთი მახასიათებლები გააჩნიათ: "სამხედრო თვითმფრინავები თუ 5-6 კილომეტრამდე სიშორიდან ბომბებს აფეთქებენ, ეს მანძილი HGK-სთვის 25 კილომეტრამდე იზრდება. მასზე დამაგრებული ფრთებისა და სპეციალური ზედაპირის საშუალებით ეს ბომბი, რომ იტყვიან ჰაერში ცურავს და სანამ იგი საშიშ ზონაში შევა, მანამდის თავის დავალებას წარმატებით ასრულებს. ასეთ მართვად ბომბებს დღეს თურქეთი მარტო საკუთარი მოხმარებისთვის არ აწარმოებს, არამედ ექსპორტში აგზავნის ახლო აღმოსავლეთის, აზიის და აფრიკის ქვეყნებში, წერს თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი, თარქან ზენგინი



მსგავსი ინფორმაციები