აქტუალური თემის ანალიზი 35.2018

იდლიბის კვანძი

აქტუალური თემის ანალიზი 35.2018

აქტუალური თემის ანალიზი 35.2018

იდლიბის კვანძი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

 2011 წლიდან დღემდე მიმდინარე სირიის კრიზისში იდლიბის რეგიონი ოპოზიციის ბოლო ციხესიმაგრედ იქცა. იდლიბთან ერთად მიმდებარე დასავლეთ და სამხრეთ ალეპოსთან ერთად ჩრდილოეთ ლაზკიეში თურქმენის მთების მომცველი ეს ტერიტორია ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციის ხელთ არსებული ბოლო რეგიონია. ოპოზიციის ალეპოს, აღმოსავლეთ გუტას, დერას, კუნეიტრას და ჩრდილოეთ ჰუმუსის მსგავსი რეგიონების დაკარგვამ იდლიბის არსებობა ოპოზიციისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვნად აქცია. ასტანის პროცესის ასპექტში დაახლოებით სამ მილიონიანი მოსახლეობით იდლიბი დეესკალაციის ზონად გამოცხადდა. თურქეთის მიერ ირანთან და რუსეთთან ერთად ასტანის შეთანხმების ფარგლებში შექმნილი 12 სადამკვირვებლო პუნქტი რეგიონის მომავლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

იდლიბის რეგიონში მყოფი ოპოზიციონერები დროდადრო ერთმანეთს ებრძვიან. ისინი იდეოლოგიურ გაყოფასთან ერთად ძალაუფლებისათვისაც იბრძვიან. რეგიონში ბოლო მოვლენების შესაბამისად შესაძლებელია HTŞ-ს და ეროვნული გათავისუფლების ფრონტის ჭერქვეშ ორ მთავარ ბანაკზე საუბარი. HTŞ-ს აშშ ტერორგანიზაციად აღიარებს, ეროვნული გათავისუფლების ფრონტს კი თურქეთი უჭერს მხარს. HTŞ ასტანის პროცესის გარეთ არის, ეროვნული გათავისუფლების ფრონტი კი ასტანის პროცესის ნაწილია.    

რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ რეგიონში ჩარევისათვის მომიზეზებული რადიკალური ჯგუფები არსებობენ. თურქეთი კი პოლიტიკური მანევრებით ამ ჯგუფების მოსპობას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ იდლიბი ასტანის პროცესის ფარგლებში დეესკალაციის ზონად გამოცხადდა, რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა გაახშირეს საუბარი იმაზე, რომ იდლიბი მათი პირდაპირი სამიზნეა. იდლიბზე შესაძლო სამხედრო ოპერაცია თურქეთის კუთხით დიდი რისკის შემცველია. გაეროს სირიის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იდლიბში აღმოსავლეთ გუტას სცენარის განმეორების შემთხვევაში ჰუმანიტარული ვითარება აღმოსავლეთ გუტაზე ექვსჯერ უფრო უარესი იქნება. იდლიბსა და მის მიმდებარე რეგიონებში ოპოზიციური ელემენტების განადგურება თურქეთის გავლენის ტერიტორიაზე აფრინში, აზეზში, ბაბში, ჯერაბლუსში და მსგავს რეგიონებში პირდაპირი საფრთხის გამომწვევი იქნება.

რეჟიმის ამჟამინდელი სამხედრო მასშტაბები აჩვენებს, რომ იდლიბზე შესაძლო მასშტაბური ოპერაცია მხოლოდ რუსეთის თანხმობითა და ოპერაციაში ჩართვით არის შესაძლებელი. თურქეთისა და რუსეთის სირიის არენაზე არსებული პოზიციები და ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები, ასუსტებს მოსკოვის მეირ ანკარისათვის პირდაპირი საფრთხის შემცველი ასეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას.

თუმცა რეგიონზე ჩატარებული საჰაერო დაბომბვები ასტანის პროცესით მიღწეული შეთანხმებისადმი ნდობას ასუსტებს და ხელს უწყობს რეგიონის დესტაბილიზაციას. შესაძლო იდლიბის ოპერაციის წინააღმდეგ თურქეთის მიერ შექმნილი სადამკვირვებლო პუნქტების შემაკავებლობა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომდევო ეტაპზე რეჟიმისა და მისი მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ იქნება ტესტირებული. შესაბამისად თურქეთის მიერ აგებული 12 სამხედრო პუნქტი რეგიონის პირდაპირ ხმელეთიდან მიზანში ამოღებას ხელს უშლის.

ჩანს, რომ რეჟიმის იდლიბზე მასშტაბური ოპერაციის ჩასატარებლად სამხედრო მასშტაბები არასაკმარისია და ამ ასპექტში განსაკუთრებით მთლიანად რუსეთსა და ირანზეა დამოკიდებული. თურქეთის იდლიბის თაობაზე რუსებთან მოლაპარაკება დაახლოებით 3 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქით დასახლებული რეგიონის დიდი ჰუმანიტარული კრიზისისგან ხნის მცდელობაა. რეგიონზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ, თურქეთი იმის გამო, რომ რუსეთისა და რეჟიმის საჰაერო ძალების სირიის საჰაერო სივრცეში შეჩერება რეალურად შეუძლებელია, დიპლომატიური გზებით საჰაერო თავდასხმების შეძლებისდაგვარად შემცირებას ცდილობს. ამასთანავე რადიკალური ჯგუფების იდლიბში არსებობის შემცირებით საჭიროა რუსეთისა და რეჟიმის მიერ რეგიონზე საჰაერო ოპერაციისათვის წარმოდგენილი მიზეზების მოსპობაა.

სირიაში კონფლიქტის დასრულებისა და ასტანის პროცესის შედეგად პრობლემის მოგვარების პოლიტიკური გზების მოძებნის კუთხით თურქეთის მიერ ოპოზიციის ერთ ჭერქვეშ გაერთიანება მნიშვნელოვანია, რეჟიმისა და მისი მოკავშირეების იდლიბზე აგრესიულ ქმედებებზე უარის თქმა და საჰაერო თავდასხმების შეჩერება აუცილებელია.  თუმცა ჩანს, რომ რეჟიმს იდლიბში მყოფი ოპოზიციის ლიკვიდაციით, სამხედრო კუთხით სირიის ოპოზიციის და რევოლუციური ძალების სრულიად განეიტრალება სურს. ასტანისა და სოჭის პროცესის ფარგლებში წარმოებული ახალი კონსტიტუციის შექმნა და გადასადგმელი სხვა სათანადო ნაბიჯები რეჟიმზე ზეწოლის ელემენტის სახით უნდა გაგრძელდეს. იდლიბის დაცვას, თურქეთის შესაძლო დევნილთა ნაკადისგან დაცვის,  FKH-ს და ZDH-ს რეგიონებში არსებული გავლენის, PKK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-სთან ბრძოლის და სირიის მომავლის თაობაზე მოლაპარაკებების კუთხით ფართო სპექტრის მნიშვნელობა აქვს.   



მსგავსი ინფორმაციები