აქტუალური თემის ანალიზი 34

დაძაბულობა თურქეთ-აშშ-ს შორის

აქტუალური თემის ანალიზი 34

 

ამ ბოლო ხანებში როგორც მოგეხსენებათ საკმარისად დაიძაბა ურთიერთობები ნატოში მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთ-ამერიკას შორის, რის კვალობაზე ორივე ქვეყანამ ერთმანეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები შემოიღეს, ხოლო ამასთან ერთად, ერთმანეთისადმი არა დიპლომატიური შინაარსის განცხადებების გავრცელებას აგრძელებენ და არც ერთი მხრე არ აპირებს დათმობაზე წასვლას. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომლის ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 თურქეთსა და  ამერიკის შეერთებული შტატებს შორის წარმოქმნილ დაძაბულობას როგორც სტრუქტურული, ასევე  ციკლური მიზეზები გააჩნია. სტრუქტურულ გაგებაში, შეერთებული შტატები 1952 წლიდან, ე.ი. თურქეთის ნატო-ში გაწევრიანების აქეთ, ანკარასთან კონიუნქტურული და ასიმეტრიული ურთიერთობის შექმნის მცდელობა გამოდის წინა პლანზე. თუმცა, თურქეთის  ხელისუფლებაში ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მოსვლის აქეთ, ანკარის მხრიდან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმართვა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ამერიკას ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია. კონიუნქტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა არ მოახდინა 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორის ფეტჰულაჰ გულენის ექსტრადაცია, არ დაიწყო მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები, პირიქით, ყველანაირად ხელს უწყობს მის უზრუნველ ცხოვრებას პენსილვანიაში და ეს ყველაფერი

ორმხრივ ურთიერთობებში დიდ დაძაბულობას იწვევს. გარდა ამისა,  ამერიკის შეერთებული შტატები გვერდით უდგას ქურთული ტერ ორგანიზაციის PKK-ს  სირიულ ფრთას YPG-ს, მათთან ერთად მოქმედებს, მათ აღიარებს როგორც ადგილობრივ მოკავშირეს, წვრთნის, ამზადებს, ფინანსურად და მატერიალურად ეხმარება, ათასობით ტრაილერით აწვდის სამხედრო იარაღს და აღჭურვილობას,  რაც რა თქმა უნდა ანბკარისათვის მიუღებელია, რადგან, ხსენებული ქურთული ტერ ორგანიზაცია თურქეთის სირიასთან მოსაზღვრე ტერიტორიებს აკონტროლებს და ეს ეროვნულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის საზღვრებსაც და მის ტერიტორიებსაც. ამ ყველაფერს კი ბოლო დღეებში პასტორ ბრანსონის და ფანტომების კრიზისისც დაემატა 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები, ამ ბოლო ხანებში ფეტოსთან და პკკ-თან კავშირში ბრალდებით დაპატიმრებული პასტორის განთავისუფლებას და თურქეთის მხრიდან რუსეთისგან   S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვის საკითხს ხშირად აჟღერებდნენ, რაც ასევე თეთრი სახლის სურვილსაც წარმოადგენდა. ამ თემაზე საუბარი ჰქონდა ორი ქვეყნის ლიდერს ერდოღანს და ტრამპს, ნატოს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში შემდგარი პირისპირი შეხვედრის დროსაც და ამერიკის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას პასტორის განთავისუფლება სთხოვა. ტრამპის ეს სურვილი ამერიკელი ევანგელისტების ინტერსებში შედის და მისი განთავისუფლება მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში მილიონობით ევანგელისტის ხმის მიღებას და მათ ტრამპის გარშემო კონსოლიდაციას ნიშნავს.  წერილობით გავრცელებულ განცხადებაში ბრანსონის განთავისუფლება მოითხოვა ანკარისგან ასევე ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსემ, რომელიც ევანგელისტს წარმოადგენს და სანქციებით დაემუქრა თურქეთს.

მის კვალდაკვალ ტრამპიც დაემუქრა თურქეთს რა, მათ ამ მუქარას პასუუხი გასცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთში სასამართლო დამოუკიდებელია, მის მიერ გამოტანილ განაჩენში ხელისუფლება არ ერევა და ამერიკის მოთხოვნა ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი სასამართლოს პრინციპებს

ამის საპასუხოდ კი ამერიკამ სანქციები დაუწესა თურქეთს და მის ორ მინისტრს, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების ამერიკაში არსებულ ქონებას ყადაღა დაადო და აკძალა მათი შესვლა აშშ-ში, ხოლო ამის პარალელურად შეზღუდა ანკარისათვის კრედიტების მიცემა. თურქეთთან ეკონომიკური ომის დაწყებად ჩაითვალა ტრამპის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რის საფუძველზე თურქული ფოლადისა და ალუმინის ნაწარმებზე საბაჟო გადასახადები გაორმაგდა. გარდა ამისა, თურქეთის საფონდო ბირჟებში და სავალუტო ბაზრებში მანიპულაციებიც დაიწყო, რამაც ლირის საგრძნობი გაუფასურება გამოიწვია. დოლარის ფასის გაზრდის შეჩერების მიზნით კი თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა შესაბამისი ზომები მიიღო და ორ დღეში 7 ლირამდე გაზრდილი დოლარის ფასი 6 ლირამდე შემცირდა

აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის პარალელურად ამერიკა ეკონომიკურ ომს აწარმოებს ჩინეთთანაც და ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ მრავალ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადები საგრძნობლად გაზარდა. ამის გამო პეკინმა განაცხადა, რომ ფოლადის და ალუმინის ნაწარმებს ამირიდან თურქეთიდან და რუსეთიდან ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტებით, ე.ი. ლირით და რუბლით შეისყიდიდა. ჩინეთის კვალდაკვალ რუსეთმა და ირანმაც თურქეთის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს

მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, ანკარისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროკავშირის პოზიციას და უნდა ითქვას, რომ მათ არ გააწბილეს თურქეთი და ამ ეკონომიკურ ომში არა ამერიკის, არამედ თურქეთის გვერდით დადგნენ. ბრიუსელმა და განსაკუთრებით გერმანიამ, გავრცელებულ განცხადებებში პროთურქული პოზიციები დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ თურქეთის ეკონომიკის სტაბილურობას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, არ უნდათ თურქეთში ეკონომიკური კრიზისი და ამიტომ გააგრძელებენ მასთან ყველანაირ ურთიერთობებს, რადგან, თურქეთის კრიზისი მათაც შეეხება და მათაც წარმოექმნებათ ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები. ასე რომ, თურქეთის კრიზისი უარყოფითად იმოქმედებს ევროპის ეკონომიკაზეც და ამიტომაც, ამერიკის ზეწოლის მიუხედავად ისინი თურქეთისადმი მხარდაჭერას არ შეწყვეტენ, წერს თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომელი ჯან აჯუნი

 



მსგავსი ინფორმაციები