ეროვნული თავდაცვის პროექტები 3

თურქული კამიკაძეები-უპილოტო საფრენი აპარატები

ეროვნული თავდაცვის პროექტები 3

 

ანკარას, ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში აშშ-გან drone-ს სახელწოდების მოიერიშე თვითმკვლელი საფრენი აპარატების (kamikaze İHA) ყიდვა უნდოდა ხოლმე, მაგრამ, ვაშინგტონი მას ყოველთვის უარით ისტუმრებდა. ამან თურქეთს აიძულა თავისი საკუთარი, ე.ი. სამამულე წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები დაემზადებინა და წარმატებითაც მოახერხა რა, დღეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ორი მარკის,  Alpagu-ს და Kargu-ს სახელწოდების კამიკაძე აპარატები და ერთი კი სადაზვერვო აპარატი Togan-იგააჩნია და მათ ეფექტურად იყენებს ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც იგი წერს:

თურქეთის თავდაცვის სფერო ამ ბოლო წლებში ყურადღებას იპყრობს ეროვნული წარმოების ახალი იარაღებითა და სხვა აპარატ-დანადგარებით. როგორც ცნობილია, “drone"-ს საფრენ აპარატებს, რომელზედაც მრავალი კამერებია დაყენებული, თავიდან კინოინდუსტრიაში მაღლიდან, ე.ი. საჰაერო გადაღებებისათვის იყენებდნენ, მაგრამ, ახლა კი მრავალ სფეროში, განსაკუთრებით კი სამხედრო სფეროში იყენებენ, რადგან მას ძალიან დიდი უპირატესობების მქონე თვისებები გააჩნია, რაც მთავარია უპილოტოა, რაც თავიდან აცილებს ადამიანურ დანაკარგებს. აქედან გამომდინარე ეს საფრენი აპარატები, როგორც იტყვიან ნამდვილი მისწრებაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან, მათ ყოველგვარი სამიზნის, ე.ი. ტერორისტების და მათი ობიექტების თვითმკვლელური, სხვანაირად რომ ვთქვათ, კამიკაძისებური განადგურება შეუძლიათ და ეს ამცირებს და საერთოდ მთლიანად გამორიცხავს სარისკო ადგილებში ჯარისკაცთა სიკვდილიანობას. თურქეთი 40 წელზე მეტია რაც პკკ-ას ებრძვის და ამ უბადლო აპარატების ყიდვა მოინდომა ამერიკისგან, მაგრამ, ნატოში თურქეთის  მოკავშირე და პარტნიორმა ამ სახელმწიფომ, რატომღაც  ყოველთვის უარი უთხრა ანკარას, რამაც ბოლოს აიძულა თურქეთს თვით დაემზადებინა დრონეები და ახლა თავის მოხმარებისთვისაც ამზადებს და უკვე სხვა ქვეყნებისგან შეკვეთებიც მიიღო, ასე რომ, უახლოეს ხანებში თურქეთი ექსპორტში გააგზავნის სამამულე წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს. ასე რომ თურქეთი, მსოფლიოში კამიკაძე აპარატების მწარმოებელი მესამე ქვეყანა გახდა

ტერორიზმთან მებრძოლი თურქეთისათვის კამიკაძეები ძალზედ მნიშვნელოვანია და ამიტომ მათი წარმოებისათვის დრო არ დააყოვნა და დღეს თურქეთის შეიარაღებული ძალები სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით მაღალმთიან და მიუვალ ადგილებში, წარმატებით იყენებენ. დღესდღეობით თურქეთი სამი სახეობის საფრენ აპარატს აწარმოებს და ახლა მათ ცალ ცალკე გაგაცნობთ. ესენია: ALPAGU/ალფაგუ (სტაბილურ ფრთიანი ავტონომიური ტაქტიკური თავდამსხმელი), KARGU/ქარგუ (ავტომატურად მბრუნავ ფრთიანი მოიერიშე აპარატი) და TOGAN/თოგანი (ავტომატურად მბრუნავ ფრთიანი სადაზვერვო აპარატი). ამ უპილოტოებს ამზადებს ს/ს STM-ს (Savunma Teknolojileri Mühendislik ve Ticaret A.Ş--სავუნმა ტექნოლოჟილერი მუჰენდისლიქ ვე თიჯარეთ ანონიმ შირქეთი/თავდაცვის ტექნოლოგიების, საინჟინრო და სავაჭრო კომპანია.) კომპანია. ეს ფირმა თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა, მისი ამოცანაა განახორციელოს სისტემური საინჟინრო და ტექნიკური მხარდაჭერა, პროექტის მენეჯმენტი, ტექნოლოგიური ტრანსფერი და ა.შ.

სამამულე წარმოების პირველი კამიკაძე საფრენი აპარატი-კარგუ, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა 2017 წლის ნოემბერში და იგი გამოიყენეს სირიაში, აფრინის რეგიონში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის, ზეთისხილის რტოს ფარგლებში. ამ აპარატმა პირველსავე ოპერაციის დროს 5 კმ-ის დაშორებიდან ლიკვიდირება გაუკეთა პკკ-ას წევრ 5 ტერორისტს და მას შემდეგ სამივე სახეობის კამიკაძეებს წარმატებით იყენებენ. ახლა, ცალ ცალკე გავეცნოთ სამივე საფრენ აპარატს 

ALPAGU/ალფაგუ ((სტაბილურ ფრთიანი ავტონომიური ტაქტიკური თავდამსხმელი)

ეს ეროვნული თვითმფრინავები დღეს ყველაზე მეტად, ასიმეტრიული ომისა და ანტიტერორისტული ოპერაციების დროს გამოიყენებიან. ალპაგუ ნიშნავს "მტერზე მარტოდ მარტო თავდამსხმელ გმირს". მისი მართვა შეიძლება ერთი ჯარისკაცის მიერაც. მისი დანიშნულებაა ჯერ მტრის სამიზნეების დაფიქსირება და შემდეგ განადგურება

ამ აპარატის ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელია შემდეგი: დაზვერვა, ადგილმდებარეობის დადგენა, გაანალიზება და მოულოდნელი თავდასხმით მცირე ზომის საფრთხეების აღკვეთა. Alpagu-ს შეუძლია გარკვეული დროის მონაკვეთში ეფექტურად გამოიყენოს თავდასხმები ფიქსირებული ან მოძრავი სამიზნეების გასანადგურებლად

KARGU/კარგუ (ავტომატურად მბრუნავ ფრთიანი მოიერიშე აპარატი)

ქარგუ ნიშნავს "მთის მწვერვალზე სადამკვირვებლო კოშკს, ანდა "მიმინოს". მას ასევე ეწოდება "მბრუნავ ფრთიანი შეიარაღებული თვითმფრინავი". ქარგუს ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებლებია: ეს არის ეროვნული წარმოების ავტონომიური ან დისტანციური მართვის მბრუნავი თავდამსხმელი და იგი შედგება ე.წ. სახმელეთო კონტროლის კომპონენტებისგან.

ქარგუ ეფექტურია დღისითაც და ღამის ოპერაციების დროს. სხვადასხვანაირი საბრძოლო მასალების მქონე ვარიანტები გააჩნია, შეუძლია მიზნის დაფიქსირება და განადგურება არა მხოლოდ ფიქსირებულ, არამედ, რეგულირებად სიმაღლეზეც.

TOGAN/თოგან (ავტომატურად მბრუნავ ფრთიანი სადაზვერვო აპარატი).

თოგანი ნიშნავს, "მკვეთრი თვალების მქონე, სათანადო დაკვირვებით, ძლიერი საჰაერო ფრთებით, ცაში წრეებით მბრუნავ ფრინველს". მისი ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებლებია: იგი ზოგადად მიზნად ისახავს სადაზვერვო და სათვალთვალო ამოცანების შესრულებას. მისი ორიგინალური ამოცანაა, დისპეტჩერიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა, ავტონომიური ინტელექტი და ოპერატიული შესაძლებლობები. თოგანი არის ავტონომიური ან დისტანციური მართვის მრავალფუნქციური როტორული ფრთის მქონე აპარატი, რომლის მართვა შეუძლია ერთ პერსონალს

ეს ეროვნული კამიკაძეები არ აძლევენ ტერორისტებს გაქცევის საშუალებას და რომ იტყვიან მათი რისხვა გახდნენ, რადგან, ყველაზე მიუვალ ადგილებშიც კი აფიქსირებენ მათ და შემდეგ ანადგურებენ. აქვე დავამატებთ, რომ Alpagu-ს და Kargu-ს აპარატებს მზადებისათვის და სამიზნის განადგურებისთვის მხოლოდ 1 წუთზე ნაკლები დრო სჭირდებათ. ამ აპარატების სიჩქარე საათში 120-140 კმ-ია და 20 მეტრის სიმაღლიდან ყოველგვარი სამიზნის განადგურება შეუძლიათ, წერს თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი, თარქან ზენგინი  



მსგავსი ინფორმაციები