ეროვნული თავდაცვის პროექტები 01

ეროვნული წარმოების თვითმფრინავების ისტორია: HÜRKUŞ-ი და სხვები

ეროვნული თავდაცვის პროექტები   01

თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაში ბოლო წლებში გადადგმული მნიშვნელოვანი მიღწევები ამ ბოლო დროს განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებშიც ნათლად შეიმჩნა. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ ჩატარებული „ევფრატის ფარი“-ს და „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ანტიტერორისტულ ოპერაციებში ეროვნული წარმოების იარაღები მრავლად იქნა გამოყენებული.  ეროვნული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებმა  და შეიარაღებულ უპილოტო საფრენი აპარატების ყოველგვარი   სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების თვით თურქეთში ჩატარებამ მთელი  მსოფლიოს დიდი ყურადღება მიიქცია. ადრე თურქეთი თავდაცვის სფეროში ძირითადად სხვა ქვეყნებზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ეროვნული წარმოების ტანკს, გემს, უპილოტო საფრენ აპარატებს და სხვებს ამჟამად თვით აწარმოებს. თურქეთის ამ დონეზე მიღწევა, ქვეყანაში არსებული თავდაცვის სისტემების მწარმოებელი კომპანიების გაძლიერებით და შესაბამისი კადრების მომზადებით მოხდა. ეს ყველაფერი კი ძირითადად ბოლო 15 მანძილზე განხორციელდა.

ნური დემირაღი:

თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ისტორიას თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი პროექტები იქნა წამოწყებული, მაგრამ, იმ პერიოდის მმართველებისგან შესაბამისი მხარდაჭერის არ ქონის გამო ზოგიერთი ვერ განხორციელდა.  1930-იან წლებში მოღვაწე,  თურქი ინჟინერის,  ნური დემირაღის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ თუ იმ პერიოდში რატომ ვერ განვითარდა აღნიშნული სექტორი. მან ქვეყნის განსავითარებლად ათეულობით პროექტი მოამზადა და 1939 წელს პირველი ეროვნული წარმოების თვითმფრინავიც კი დაამზადა. მან ასევე ავიაციის სკოლაც ჩამოაყალიბა, სადაც მრავალი პილოტი აღზარდა.

მაგრამ, ის რაც მის თავს გადახდა აღუწერელია. ნური დემირაღამ 1933 წელს, ქვეყნის ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის მიზნით „ქებანი“-ს სახელწოდების კაშხლის აგების პროექტი მოამზადა და იმ დროინდელ ტყისა და წყლის რესურსების მინისტრ ალი ჩეთინქაიას წარუდგინა, რომელმაც ნური დემირაღას ასე მიმართა: „ბატონო ნური, გავიგე რომ კაშხლის აგებას აპირებ, ეს კარგია, მაგრამ ამხელა საქმეს როგორ მოახერხებ? ან ეს საქმე ვისით უნდა გააკეთო? ვთქვათ და რაღაცნაირად გააკეთე, წარმოებული ენერგია ვის უნდა მიჰყიდო“?  მიუხედავად იმისა, რომ ნური დემირაღა მის მიერ მომზადებული პროექტის განსახორციელებლად მზად იყო და შესაბამისი პროექტიც ჰქონდა მომზადებული, მაგრამ, რადგან მინისტრმა და მთავრობამ მხარი არ დაუჭირა, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. აღნიშნული კაშხლის მშენებლობა, შემდგომში, კონკრეტულად კი 1966 წელს კვლავ დადგა დღის წესრიგში და მისი მშენებლობა 10 წელში დასრულდა. ასე რომ, აღნიშნული მნიშვნელოვანი პროექტი, მხოლოდ 33 წლის შემდეგ გადაეცა ექსპლოატაციაში.

ნური დემირაღამ 1939 წელს პირველი ეროვნული წარმოების თვითმფრინავი შექმნა

1935 წელს თურქეთში, საზღვარგარეთიდან თვითმფრინავის შესყიდვის კამპანია დაიწყო. ის, ვინც ამ პროექტში 10 ათასი ლირის შემოწირულობას გაიღებდა, შესყიდულ თვითმფრინავს მის სახელს  არქმევდნენ. ნური დემირაღამ კი შემოწირულობის გაღების ნაცვლად, ეროვნული წარმოების თურქული მოდელის თვითმფრინავის შექმნა გადაწყვიტა. მან ამისათვის 1936 წელს სტამბოლის ბეშიქთაშის უბანში ფაბრიკაც შეიძინა რა, დღევანდელი ათათურქის სახელწოდების აეროპორტის ტერიტორიაზე, იმ დროინდელი თვითმფრინავებისათვის აეროდრომების მშენებლობაც დაიწყო. 

 

მანვე 1937 წელს თურქეთის ავიაციის ინსტიტუტი დააფუძნა. 1938 წელს, ათათურქის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა დაიწყო.  მიუხედავად იმისა, რომ 1939 წელს ეროვნული წარმოების თვითმფრინავმა ყველა ტესტი წარმატებით გაიარა, პროექტი არ დამტკიცდა. მიუხედავად დემირაღას მრავალმხრივი მცდელობისა, მთავრობის მხრიდან აღნიშნული პროექტი არ დამტკიცდა. ამით  ქვეყნის მომავლისთვის  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ვერ განხორციელდა.

საგანმანათლებლო თვითმფრინავი (HÜRKUŞ)

დღეს კი,  ქვეყნის მმართველების  მხარდაჭერით თავდაცვის ინდუსტრიაში მრავალი პროექტი ხორციელდება. HURKUŞ-ის პროტოტიპის წარმოება დასრულდა. ასევე ეროვნული წარმოების თვითმფრინავის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღიც ცნობილი გახდა. იგი 2023 წელს შევა ექსპლუატაციაში. HURKUŞ-ის სასწავლო-საგანმანათლებლო თვითმფრინავი სამხედრო წვრთნებისთვის უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო HÜRKUŞ-C ტიპის თვითმფრინავს სამხედრო დანიშნულება ექნება.

ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის პროექტი

ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის პროექტზე მუშაობა გრძელდება და იგი  საჰაერო ძალების სარდლობას 2030 წელს გადაეცემა. აღნიშნული პროექტის პირველი საწვრთნელი თვითმფრინავი კი 2023 წელს დამზადდება.

ერთობლივი F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის წარმოება 

 

ახალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავი F-35, აშშ-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კონსორციუმის  (აშშ, ინგლისი, იტალია, თურქეთი, ჰოლანდია, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია და დანია)  ფარგლებში იწარმოება. თურქეთი ამ პროექტიდან 100 თვითმფრინავის შესყიდვას გეგმავს. თურქეთმა პირველი ორი F-35 ტიპის თვითმფრინავი 21 ივნისს შეიძინა რა, მისი გამომყენებელი პილოტები შესაბამისი განათლების მისაღებად აშშ-ში უკვე წავიდნენ.

 

თურქეთმა,   F-35-ისათვის ევროპის რეგიონალური    სარემონტო და ტექნიკური ბაზაც უნდა შექმნას.  

საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ყველა  მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს მმართველების მხარდაჭერით არის შესაძლებელი. მომდევნო პროგრამაში თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაში უკვე დასრულებულ პროექტებზე გავამახვილებთ ყურადღებას...



მსგავსი ინფორმაციები