აქტუალური თემის ანალიზი 06/2018

თურქეთის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ

აქტუალური თემის ანალიზი 06/2018

აქტუალური თემის ანალიზი 06/2018

აქტუალური თემის ანალიზი 06/2018

თურქეთის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

თურქეთი 30 წელზე მეტია ტერორიზმს ებრძვის. ამ პერიოდის მანძილზე ტერორგანიზაცია PKK-ს მიერ ჩადენილი ტერაქტების შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, ქვეყანას მიადგა სერიოზული მატერიალური და მორალური ზიანი. მაგრამ ამასთან ერთად ბოლო წლებში თურქეთის მიერ PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლას დაემატა ერაყსა და სირიაში ქაოსის გამოყენებით შექმნილი DEAŞ-ი და მის მიერ თურქეთში ტერაქტების მოწყობა.

ამ ვითარებამ თურქეთის მიერ PKK-სთან ერთად DEAŞ-ის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის დაწყება მოიტანა და თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა DEAŞ-სა და PKK-ს წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციების ჩატარება და ტერორის საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა შესძლეს. სირიაში სახელისუფლებლო სიცარიელისა და ომის გამო  ტერორგანიზაციებმა DEAŞ-მა და PKK-მ თავისთვის ლოჯისტიკური ბაზები და უსაფრთხო ზონები შიქმნეს და მათგან წამოსული საფრთხის გამო თურქეთი იძულებული გახდა საზღვრის მიღმა სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა. თურქეთმა ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ სასაზღვრო ხაზი DEAŞ-ის ტერორის საფრთხისგან გაწმინდა, ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ PKK-ს სირიის განშტოება YPG-ს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.  

ტერორგანიზაცია  YPG რომელიც წლებია აფრინის რეგიონს აკონტროლებს, თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ამანოსის მთების გავლით თურქეთში იარაღისა და ტერორისტების შეპარვის მარშრუტ აფრინის რეგიონში YPG-ს ნაწილები თურქეთისათვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენდა. სირიიდან თურქეთში ფარულად შეტანილი ბევრი იარაღი ტერორიზმთან ბრძოლის ოპერაციებში უსაფრთხოების ძალების მიერ იქნა ამოღებული. აფრინში YPG-ს არსებობა ამავდროულად PKK-სთვის მილიტანების გადაბირებისთვის ადამიანური რესურსების მოძიების წყაროდ გადაიქცა. ამასთანავე აფრინში არსებული YPG-ს მილიტანები პროპაგანდას ეწეოდნენ და როგორც თურქეთის შიგნით ასევე საზღვარგარეთ  ბევრი წრე თურქეთის წინააღმდეგ წააქეზეს და ტერორგანიზაცია PKK-სთვის პროპაგანდისტულ მხარდაჭერას ქმნიდნენ. YPG-ს მიერ, განსაკუთრებით ქილისსა და რეიჰანლიში მოწყობილი თავდასხმების შედეგად ბევრი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს წარმატებით დასრულებით თურქეთისათვის ამ რეგიონში საზღვრის უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი და აფრინში ტერორგანიზაცია YPG-ს განადგურება ამავდროულად ხელს შეუშლის PKK-ს თურქეთის სამხრეთ საზღვრებზე ერაყიდან ხმელთაშუა ზღვამდე ტერორის დერეფნის შექმნის ოცნების განხორციელებას.  

PKK-ს სირიის განშტოება YPG-ს სირიაში გარკვეულ ტერიტორიაზე ბატონობა მხოლოდ თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას არ უქმნის საფრთხეს. ამავდროულად, საფრთხეს წარმოადგენს სირიის ტერიტორიული მთლიანობისთვისაც. KCK-ს ეგრეთ წოდებულ მმართველობას, რომელთან კავშირში YPG-ც არის,  სირიის, ირანის, ერაყისა და თურქეთის ტერიტორიების მომცველ „ქურთისტანი“-ს ოცნებაზე უარი არ უთქვამს. აფრინში YPG-სგან გათავისუფლებულ რეგიონებში არსებულ ეგრეთ წოდებულ სამმართველოებსა და სხვა ადგილებში ბევრი ასეთი რუქა აღმოაჩინეს. YPG-ს მის მიერ კონტროლირებად რეგიონებში ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ სირიის ფედერალური რეგიონი გამოუცხადებია და ყალბი არჩევნები ჩაუტარებია.   

მეორეს მხრივ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ აფრინის ტერორგანიზაცია YPG-სგან გათავისუფლებას და აფრინის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის ტერორისგან გამოხსნას ისახავს მიზნად. როგორც ცნობილია, აფრინის მოსახლეობის უმრავლესობას სირიელი ქურთები წარმოადგენენ. ბევრი ქურთი YPG-ს ტერორს გაექცა და თავი თურქეთს, ერაყს ან ევროპის ქვეყნებს შეაფარა. მხოლოდ თურქეთში YPG-სგან გაქცეული 300 ათასი სირიელი ქურთი ცხოვრობს. ცნობილია, რომ აფრინში მცხოვრებ და გაქცევის მსურველ სირიელ ქურთებს  YPG ხელს უშლის და აიძულებს აფრინში დარჩეს. თურქეთის მიზანია სირიელებისგან შემდგარ ეროვნულ ჯართან ერთად აფრინი YPG-ს ნაწილებისგან გაათავისუფლოს. თურქეთმა აფრინში ფურცლები ჩამოყარა წარწერით „აფრინი აფრინელებს ეკუთვნის“ რითაც თურქეთის მიზანი წარმოაჩინა.    

ოპერაცია ‘ზეთისხილის რტო“ თურქეთის კუთხით ბევრი მიზეზის შედეგად დაწყებული სამხედრო ოპერაციაა.  თურქეთი სირიელებისგან შემდგარ ეროვნულ ჯართან ერთად აფრინს YPG-ს მილიტანებისგან გაწმენდს, თან მისი ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხეს აიცილებს თავიდან, თან სირიის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს და სირიელ ქურთებს YPG-ს ძალადობისგან გაათავისუფლებს. თურქეთის საზღვრის DEAŞ-სგან გაწმენდის შემდეგ თურქეთის შიგნით DEAŞ-ის ტერაქტების შემცირება, თურქეთის საზღვრის YPG-სგან გაწმენდის შემთხვევაშიც მოხდება.      

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დომინოს ეფექტს შექმნის და PKK/YPG-ს სხვა რეგიონებშიც სერიოზულად დაასუსტებს. მენბიჩში, ჰასეკიში, რაკასა და დეირიზორში ტერორგანიზაციის მხრიდან შეშინებულმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. ასევე ტერორის მფარველი აშშ-ს მსგავსი ქვეყნები უფრო მეტად დაინახავენ რომ ამას სერიოზული ხარჯები ექნება და მისი გაგრძელება შეუძლებელი გახდება.



მსგავსი ინფორმაციები