თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 45/ 2017

ახალი პერიოდი ჩინეთში  და  თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობები

844629
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 45/ 2017

                               თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 45/ 2017

                                         ახალი პერიოდი ჩინეთში  და

                                        თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობები

        შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთში, კომუნისტური პარტიის უკანასკნელი კონგრესით, სახელმწიფო შევიდა ახალ ეტაპში. ამ პროგრამაში გავაანალიზებთ ჩინეთის ახალ პერიოდს და თურქეთთან მის ურთიერთობას.

      გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        ჩინეთი 1,4 მილიარდი მოსახლეობით მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ სახელმწიფოდ ითვლება. 98 მილიონი რეგისტრირებული მოსახლეობით, ქვეყანას მართავს ყველაზე დიდი, ჩინეთის პოლიტიკური კომუნისტური პარტია (ÇKP). ამ გიგანტური სახელმწიფოს მართვა ხდება ერთ პარტიული პოლიტიკური რეჟიმით და ყველანაირი ოპოზიციაც ამ პარტიის შემადგენლობაშია.  ჩინეთის პოლიტიკური კომუნისტური პარტია (ÇKP) ტრადიციულად, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იწვევს ეროვნულ კონგრესს.  2017 წლის 18-24 ოქტომბერს გამართა მე-19-ე ეროვნული კონგრესი. პრეზიდენტმა ში ჩიმპინგმა, 2.300 დელეგატის ხმით, 25 კაციანი კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, შეამცირა შიდა კონკურენტების რაოდენობა და გაზარდა თავისი მოკავშირეები.  კომუნისტური პარტიის კონსტიტუციაში, რეჟიმის ფუძემდებლის მაო ძედუნის სახელის გვერდით ჩაწერა თავისი სახელიც.  2013 წელში, ყაზახეთში გამართულ კონფერენციაზე, წამოყენებული-„ერთი თაობა, ერთი პროექტი“ გადააქცია ჩინეთის ოფიციალურ პოლიტიკად.   ჩინეთის პრეზიდენტმა ში  ჩიმპინგმა,  თავისი სახელი სიცოცხლეშივე შეიტანა პარტიის კონსტიტუციაში და უფრო გააძლიერა თავისი ძალაუფლება.

        თურქეთ-ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიწყო 1971 წელში. ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა ორივე სახელმწიფოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების გაფართოებით, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების მობილობით. 2010 წელს ურთიერთობამ მიაღწია „სტრატეგიული თანამშრომლობის“ დონეს. უკანასკნელ პერიოდში, თანამშრომლობა ფართოვდება ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებით.

        მოხშირდა ორ სახელმწიფოს შორის მი-მოსვლა, თურქი და ჩინელი უფლებამოსილების შეხვედრები. 2017 წლის მაისში, თურქეთის პრეზიდენტი რ.თ ერდოღანი შეუერთდა ჩინეთში გამართულ „ერთი თაობის და ერთი გზის“ სახელწოდების  სამიტს. აგვისტოს თვის დასაწყისში კი, ჩინეთს ეწვია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლი.

        დღეს, თურქეთს სურს საგარეო პოლიტიკაში ალტერნატივების მომრავლება. ამიტომაც თურქი ლიდერები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ჩინეთთან კონტაქტების განმტკიცებას. ასეთივე მიდგომას იჩენს მის მიმართ, ჩინეთიც და თურქეთს მიიჩნევს ახლო აღმოსავლეთში ცენტრალურ და აქტიურ მამოძრავებელ ძალად, „ერთი თაობის და ერთი გზის“ სახელწოდების  პროექტის  კონტექსტში, კლიტის მოვალეობის შემსრულებლად. თურქი უფლებამოსილების ცნობით, თურქეთის “შუალედური დერეფნის“,  ჩინეთის  „ერთი თაობის და ერთი გზის“ სახელწოდების  პროექტები კარგად შეესაბამებიან ერთმანეთს.  ორივე ქვეყნის მიზანია უძველესი აბრეშუმის გზის აღდგენა. თურქეთი, მდებარეობს ჩინეთისთვის ევროპულ ბაზრებში გადასასვლელ ხელმისაწვდომ ადგილზე, რაც დიდ სარგებლობას მოუტანს მას.  დღეს ჩინეთი, გერმანიის შემდეგ თურქეთისთვის არის მსოფლიოში მეორე, შორეულ აღმოსავლეთში კი, ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი.  ჩინეთი, თურქეთის ექსპორტიორ სახელმწიფოებს შორის 2016 წელში არის მე-19-ე ადგილზე. თურქეთის იმპორტიორ სახელმწიფოებს შორის კი, იგი პირველ ადგილზეა. რა თქმა უნდა ორ სახელმწიფოს შორის ექსპორტ/იმპორტში ადგილი აქვს დისბალანსს.  2016 წლის მონაცემებით, მაშინ, როცა თურქეთის ექსპორტი ჩინეთში 2,32 მილიარდი დოლარი იყო, ჩინეთიდან შეტანილი იმპორტი კი, აღწევდა 25,44 მილიარდ დოლარს. ეს მდგომარეობა ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობაში იწვევს თურქეთის საწინააღმდეგოდ 23,12 მილიარდი დოლარის დანაკარგს. ამ მდგომარეობის გამოსწორებას შეუძლია ხელი შეუწოს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას.

        წინამდებარე ეტაპში, არ იქნება გასაკვირი, თუ ჩინეთი გაატარებს უფრო დამაჯერებელ და ამბიციურ საგარეო პოლიტიკას. იმის გამო, რომ ში ჯინპინგმა, 18 ოქტომბრის მოხსენებაში არაერთხელ გამოკვეთა ჩინეთის ძალაუფლების იდენტურობა.  აღნიშნა, რომ უკან დარჩა ჩინეთის დამცირების დღეები, დადგა დრო გადაიქცეს იგი ცივილიზებულ, გლობალურ ძალად. ჩინეთი,  კომუნისტური პარტიის (ÇKP) მე-19-ე კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებით, ემზადება წინ გადადგმული ნაბიჯისკენ. წინამდებარე ეტაპში შეგვიძლია ვნახოთ ისეთი ჩინეთი, სადაც გაიზრდება კეთილდღეობა, უფრო გაფართოვდება მისი თანამშრომლობა მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებთან. კონკურენციას გაუწევს ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოებს, ეგ კი არა და ზოგიერთს წინაც კი გაუსწრებს. გაიზრდება მისი რეგიონული, გლობალური როლი და გავლენა. 

 

        დასავლეთის მოკავშირეებთან, აშშ-თან და ევროკავშირთან, სხვადასხვა პრობლემების მქონე თურქეთი კი, თანდათან ზრდის ურთიერთობებს  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებთან.

ამ კონტექსტში, ჩინეთის გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში პოლიტიკის ზრდამ, შესაძლებელია ხელი შეუწყოს თურქეთ-ჩინეთის თანამშრომლობის პროექტების გაზრდასაც.

ამჟამად, როცა თურქეთს, დასავლეთის მოკავშირეებთან გააჩნია სხვადასხვა პრობლემები, მეტად საჭიროებს და მისთვის მიმზიდველი ალტერნატივაა ჩინეთთან ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცება. იგი მიზნად ისახავს მრავალ პოლარული ეპოქისთვის ფეხის აწყობას და ჰარმონიზაციას.                             ასახავს თურქეთის გლობალურ პოლიტიკაში ალტერნატივების გაზრდის სურვილს. ჩინეთსა და თურქეთს შორის ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად ითვლება ჩინეთში მცხოვრები უიღური თურქები. ჩინეთმა, თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფონზე უნდა შეამსუბუქოს უიღურ თურქებზე ზეწოლა.  თუ ამას განახორციელებს, უფრო სწრაფად განვითარდება ორმხრივი ურთიერთობები და უიღური თურქები ხიდის მოვალეობას შეასრულებენ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასება...



მსგავსი ინფორმაციები