აქტუალური თემის ანალიზი 39

სინათლის შენახვის სარგებლობანი

აქტუალური თემის ანალიზი 39

 

ეს ბოლო წლები მთელს მსოფლიოში არა სასიამოვნო პროცესები მიმდინარეობს. დედამიწის ერთ ნაწილში ეთნიკური, ერთ ნაწილში რელიგიურ-კონფესიური, ერთ ნაწილში კი სადავო ტერიტორიების ომები მიმდინარეობს, ევროპაში დღითიდღე იზრდება რასიზმი და ფაშიზმი, რასაც ისლამოფობიაც ემატება და ეს ყველაფერი ადამიანებში პესიმიზმს იწვევს. თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით ოპტიმიზმს უქმნიან ადამიანებს

სწორედ ასეთი ადამიანებისგან გასულ კვირას ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. მისი მიხედვით ავსტრალიის ქალაქ სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარებმა  კომპიუტერის ჩიპზე სინათლის ხმის  ტალღების სახით შეგროვება-შენახვა შესძლეს.

მე, როგორც პროფესიით ფიზიკოსს, ძალზე გამახარა ამ ინფორმაციამ და მის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციების მოკვლევა დავიწყე რა, სხვადასხვა მეცნიერული ჟურნალ-გაზეთების თუ ინტერნეტ საიტების მოქექვით ხსენებული ინფორმაციის სისწორე დავადგინე, რამაც კიდევ უფრო გამახარა.

საქმე იმაშია რომ, უკვე ას წელზე მეტია, რაც მეცნიერები ცდილობენ სინათლის შენახვას და ამისათვის არავითარ ხარჯებს არ გაურბიან. ამერიკელი მეცნიერები კი 1949 წლიდან მოყოლებული, უწყვეტლივ მუშაობენ ამ თემაზე. მართალია 2001 წლამდე თურქეთიც მონაწილეობდა ასეთ მეცნიერულ ცდებში, მაგრამ, ამ საქმისათვის მიზერული თანხა გამოიყოფოდა და ამიტომ დიდ რაიმე წარმატებას ვერ მიაღწიეს. თუმცა საქმე რადიკალურად შეიცვალა ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მოსვლის შემდეგ. ერდოღანის ჯერ გაპრემიერების და შემდეგ გაპრეზიდენტების კვალდაკვალ ასეთი მეცნიერული კვლევებისთვის დიდი თანხები გაიღო და სერიოზული კვლევებიც დაიწყო. ამან კი დადებითი ნაყოფი გამოიღო და დღეს თურქეთი მზის ენერგიის ტრანსფორმაციით და თავდაცვის სფეროში ზოგიერთი სხივების გამოყენებით მსოფლიოს მნიშვნელოვან ქვეყნებს შორის შევიდა. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ანკარამ ლაზერული სხივების გამოყენება ამერიკაზე 50 წლით მოგვიანებით დაიწყო, დღეს ამ სფეროში იგი ფაქტიურად პენტაგონის ერთ ერთ ძლიერ კონკურენტთაგანს წარმოადგენს

პოპულარული სამეცნიერო ჟურნალი Sciance ჯერ კიდევ 1949 წლის ნომერში წერდა მასაჩუტესში კონტრდაზვერვის ინჟინრების მიერ აშენებულ ერთ სახლზე, რომელშიც მხოლოდ მზის ენერგიას იყენებდნენ

ამ სახლის სალონში ერთი დიდი ცისტერნა იდგა, რომელიც სავსე იყო გლაუბერის მარილის, იგივე ნატრიუმის სულფატით. ეს მარილები 32 გრადუსის სიცხეში დნებოდნენ და ენერგიას წყალზე ეფექტურად იყენებდნენ. ამ სისტემის ავტორები იყვნენ ქიმიკოსი ნარია ტელკესი და არქიტექტორი ელეონორა რაიმონდი და ამ სისტემით მზის ენერგია  ნატრიუმის სულფატით სავსე ცისტერნას ეგზავნებოდა რა, სიცივის და სიბნელის დროს იგი სახლს ანათებდა

მაგრამ, ეს სისტემა არ იყო ძალზედ დახვეწილი და ეფექტური, ამიტომაც ზამთარში ვერ ხდებოდა მისი კარგად გათბობა, თანაც ცისტერნიდან გაზი იჟონებოდა, რის გამოც ამ სახლის ბინადრები ხშირად იცვლებოდნენ.

ამ მხრივ სხვა კვლევებიც წარმოებდა და ბოლოს Aquion Energy-ის მოდულური ბატარეები შეიმუშავეს რა, ქარისა და მზის ენერგიის შესანახად ტოქსიკური ან არამიწიერი მარილის წყლის ხსნარის გამოყენება დაიწყეს.

ასე რომ, ასეთი კვლევების და ცდების შედეგად ადამიანმა შესძლო სინათლის, როგორც ენერგიის უპრობლემოდ შენახვა, ხოლო ამ ბოლო წლებში კი ცდილობენ სინათლე შეინახონ როგორც თვით სინათლე, რაშიც აქტიურად იყენებენ კომპიუტერულ ტექნიკას და ზოგიერთი ფირმები არ ერიდებოდნენ დიდძალ ხარჯებსაც კი. რა სასიამოვნოა, რომ ამ ცდებმა ნაყოფი გამოიღო და ავსტრალიელმა მეცნიერებმა სინათლის შენახვის მცდელობა წარმატებით დააგვირგვინეს, თანაც არც თუ ისე დიდი თანხით.   

სინათლის შენახვა ისეთივე მეცნიერულ გამოგონებაში შედის, როგორიც არის დავუშვათ ცეცხლის, ბორბლების, ორთქლის მანქანების, სინათლის, ტელეფონის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური გამოგონებები. ასე რომ, ამის შემდეგ მალე სინათლის სიჩქარით მომუშავე კომპიუტერებზე ვიმუშავებთ და ყოველგვარი მონაცემებიც ასეთივე სისწრაფით გვექნება ხელთ

აქ ყველაზე სასიხარულო მაინც ალბათ ის იქნება, რომ ნავთობით მდიდარი რეგიონების ხელში ჩაგდებისათვის მიმდინარე ბრძოლებს ბოლო მოეღობა და აღარ ექნება ადგილი მასობრივ მკვლელობებს 

სინათლის შენახვით დიდი ევოლუცია განხორციელდება ასევე ჯანდაცვის სფეროშიც, რადგან, საკმარისად დაჩქარდება ღეროვანი უჯრედების კვლევებიც და ქსოვილის წარმოების პროცესებიც რა, ახლა რომ თვეები სჭირდება ასეთ პროცესებს, მხოლოდ რამდენიმე წამიღა დასჭირდება, გარდა ამისა, ძვლების და კბილების წარმოებაც განვითარდება და ყოველგვარი პროთეზის თუ იმპლანტის პრობლემაც აღარ დარჩება    

სინათლის შენახვით მსოფლიო ყველაზე უდიდესი პრობლემას, კვების პროდუქტების დეფიციტიც აღმოიფხვრება დღის წესრიგიდან, რადგან დახლებზე სინათლის ვიტამინებიც გამოჩნდება, რომლებითაც უფრო ეფექტურად განიკურნება რადიოაქტიური დაავადებები

მოკლედ, სინათლის შენახვის გამოგონებას ამერიკელი  ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის მიერ მთვარეზე პირველად ფეხის დადგმისას წარმოთქმული სიტყვებით შეიძლება შევაფასოთ: “ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისათვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისათვის“, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი 

 



მსგავსი ინფორმაციები