30 აგვისტო გამარჯვების დღე

30 აგვისტო გამარჯვების დღე

30 აგვისტო გამარჯვების დღე

30 აგვისტოს თურქეთი განმანთავისუფლებელი ომის გამარჯვებით დასრულების დღეს აღნიშნავს. პირველი მსოფლიო ომის შედეგს, ოსმალეთის სახელმწიფოს დამარცხებას და ქვეყნის ტეროტორიის უცხოური ძალების მიერ ანექსიას, საბერძნეთის არმიის მიერ ანატოლიის დაკავების მცდელობაც დაემატა. ამის გამო დაიწყო განმანთავისუფლებელი ბრძოლა, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა. განმანთავისუფლებელი ომის ბოლო რგოლი 1922 წლის 30 აგვისტოს მოგებული ბაშქომუთანლიქის მოედნის ბრძოლა იყო. ამ გამარჯვებამ უზრუნველყო დამოუკიდებელი თურქეთის რესპუბლიკის დაარსება. დამოუკიდებლობის გარანტ გმირ არმიას და ერს ვულოცავთ 30 აგვისტოს გამარჯვების დღეს და პატივის მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ამ გამარჯვების მოპოვებისათვის სისხლი დაღვარა.


საკვანძო სიტყვები: 30 აგვისტო

მსგავსი ინფორმაციები