აქტუალური თემის ანალიზი 35

ბრძოლის სიგიჟე

აქტუალური თემის ანალიზი    35

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდის ბოლო თვეებში, ჩრდილოეთ ევროპაში, ბალკანეთში და შავი ზღვის სანაპიროს  ქვეყნების იარაღის საწყობად გადაქცევაზე ყოველთვის ვამახვილებდით ყურადღებას. საბედნიეროდ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეს საფრთხე დროულად შენიშნა და თურქეთის იარაღის საწყობად გადაქცევას უფლება არ მისცა.

ახლა კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის, ისტორიის კათედრის ლექტორის, ერდალ შიმშექის შეფასებებს გთავაზობთ...

2016 წლის 8 ივლისს პოლონეთის დედაქალაქ, ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტზე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის სანაპიროზე ახალი ნატოს ბაზის ჩამოყალიბებას მხარი არ დაუჭირა. ერდოღანის ამ სტრატეგიული ნაბიჯის შემდეგ, რუსეთმა თურქეთთან არსებულ დიპლომატიური კრიზისი დაასრულა. ერდოღანის ასეთი ნაბიჯის შემდეგ, პუტინმა თავის თურქ კოლეგას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ორ ქვეყანას შორის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის მთავარი მოთამაშეები, სხვა ძალები იყვნენ და ამის შემდეგ, რუსეთის ლიდერმა, თურქეთთან  ყოველგვარი დიპლომატიური, ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირები ხელმეორედ აღადგინა. რუსეთის პრეზიდენტის ერდოღანთან ურთიერთობის დარეგულირება უხილავ ძალებს არ მოეწონათ და სწორედ ამის შემდეგ, საერთაშირისო ტერ ორგანიზაცია, FETÖ-ს წევრმა, რუსეთის ელჩი ანკარაში, ანდრეი კარლოვი კამერების წინ მოკლა. პუტინმა და რუსეთის მთავრობამ ამ პროვოკაციულ ქმედებას არ აჰყვა. მიუხედავად მსგავსი პროვოკაციებისა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა წინსვლას მაინც განაგრძობს.

შავი ზღვისპირეთის თურქეთის ნაწილის იარაღის საწყობად გადაქცევის მცდელობის წარუმატებლობის შემდეგ, აზიის და ინდოეთის ოკეანის სანაპიროს ქვეყნებში კრიზისებმა იჩინა თავი. ფილიპინებში, ტერ ორგანიზაცია DAEŞ-ი წარმოიშვა. ჩინეთსა და იაპონიას შორის დაძაბულობამ იმატა. ამ კრიზისებში მხარის დამჭერ ქვეყნებში სოციოლოგიურმა ცვლილებებმა იჩინა თავი. საზოგადოებაში ბრძოლის სურვილმა საგრძნობლად იმატა. გავრცელებული ინფორმაციით,  საშიშროებების მიზნად მიჩნეულ ჩრდილოეთ კორეაში თადარიგში მყოფმა სამხედროებმა არმიაში დაბრუნდნენ, ხოლო  სამოქალაქოებმა მოხალისედ ჩაწერეს ჯარში.  ფხენიანის მთავრობამ 100 ათასობით ადამიანი, აშშ-ს პრეზიდენტის მუქარისთვის ქუჩებში გამოუყვანა. ჩრდილოეთ კორეის ამ  სიგიჟემ სამხრეთ კორეაზეც იმოქმედა. საკუთარი თავის საშიშროების წინაშე მიჩნეულმა სამხრეთ კორეელებმა  კვების პროდუქტების მარაგი  და თავშესაფრების მშენებლობა დაიწყეს. მათ ასევე დიდი რაოდენობით ოქროს შესყიდვებიც დაიწყეს, რამაც მსოფლიო ბაზარზე, ოქროს ფასების ზრდა გამოიწვია. ანალოგიური მდგომარეობაა იაპონურ კომპანიებშიც. ამერიკის მხრიდანაც ამ ყველაფრის წინააღმდეგ სერიოზული ქმედებები შეინიშნება. ტრამპის მხრიდან „ჩვენი იარაღი მზად არის ცეცხლის გასახსნელად“ სახის განცხადებების  შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმაც ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა: „ჩრდილოეთ კორეის მხრიდან განსახორციელებელ ნებისმიერი სახის თავდასხმის წინააღმდეგ მზად ვართ.“

„ბირთვული საფრთხე“ ტერმინი მსოფლიოში რატომღაც საშიშროებად აღარ მიიჩნევა, რადგან, ერთ დროს, აშშ-ს მთავრობა, ერაყის შესახებ აცხადებდა, რომ ისინი ბირთვულ იარაღს ფლობდნენ, რის საფუძველზეც 1991 წელს ამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს. ამ ბრძოლაში 1 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ამერიკამ გამოცხადდა, რომ ერაყს ბირთვული იარაღი არ ჰქონდა. აშშ-ს და დასავლეთი პოლიტიკის ნაწილად ქცეულ გარიყვის პოლიტიკამ მათ საზოგადოებაშიც იჩინა თავი. ამ თვალსაზრისით, დასავლეთ ევროპაში რადიკალი ნაციონალისტები და აშშ-ის თეთრკანიანი მოსახლეობა მსოფლიო საშიშროებას ქმნიან.

მსგავსის სიტუაციაა რუსეთშიც. ბრძოლის საშიშროებით რუსეთმა თავისი არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის, ჩინეთის და იაპონიის საზღვარზე განალაგა. ისინი პერიოდულ წვრთნებსაც გადიან. რუსეთის არმიდან ასეთი სახის განცხადება გავრცელდა: „ჩრდილოეთ კორეიდან ნასროლი ნებისმიერი სახის რაკეტის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიღებული გვაქვს.“

ამ ყველა სოციოლოგიურ და სამხედრო ქმედებების ხარჯები  კი ათობით მილიარდ დოლარს აღწევს.  ამდენი თანხა ჰუმანიტარული კრიზისის და მშვიდობის მიზნით რომ დაიხარჯოს, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო უფრო უკეთესი საცხოვრებელი იქნება რა, ამოდენა სისხლი და ტკივილიც აღარ იქნება. სამწუხარო კი ისაა, რომ ასეთმა ბრძოლის სიგიჟემ შეიძლება მრავალეროვან ბრძოლაში გადაიზარდოს. ერთადერთი იმედი კი თურქეთის, ჩინეთის და სხვა ძლიერი ქვეყნების ლიდერების მხრიდან მშვიდობის თვალსაზრისით უფრო მეტის გაკეთებაა. აღნიშნავს, ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის ლექტორი, ერდალ შიმშექი.

 


საკვანძო სიტყვები: აქტუალური თემის ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები