1 აგვისტო ისტორიაში

1 აგვისტო ისტორიაში

1 აგვისტო ისტორიაში

1 აგვისტო ისტორიაში  

1326 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა ოსმან გაზი. ოსმალეთის სახელმწიფოს დამაარსებელი ოსმან გაზი 1326 წელში სოღუთის დასახლებაში, ხალხში მეფის, ან ფადიშაჰის ავადმყოფობად მიჩნეული, ნეკრისის ქარისაგან გარდაიცვალა. 27 წლიანი მმართველობის შემდეგ გარდაცვლილი ოსმან ბეის აკლდამა ბურსაში მდებარეობს. ოსმან გაზიმ მამის ერთუღრულ გაზისაგან მიღებული დაახლოებით 5 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია 16 ათას კვადრატულ კილომეტრამდე გაზარდა. პირველი ოსმალური ფულის ერთეული აქჩაც, სწორედ ოსმან ბეის დროს მოიჭრა.

1774 წლის 1 აგვისტოს ჟანგბადის გაზი იქნა აღმოჩენილი. ჟანგბადის შესახებ პირველი ცნობები მერვე საუკუნის ჩინურ წყაროებში გვხვდება. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ჰაერი შეიცავდა ნაწილს, რომელიც წვას იწვევდა. 1774 წელში კი ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯოზეფ პრისტლიმ პირველად აღმოაჩინა სუფთა ჟანგბადი. პრისტლიმ სუფთა ჟანგბადი თხევადი ჟანგბადის გათბობით მიიღო.

1840 წლის 1 აგვისტოს თურქული პრესის ისტორიაში პირველი ნახევრად ოფიციალურ თურქულ გაზეთად აღიარებული ჯერიდე ჰავადისის ინგლისელი ვაჭრისა და კორესპონდენტის ვილიამ ჩერჩილის მიერ გამოცემა დაიწყო. იმის გამო, რომ გაზეთი სახელმწიფოსაგან მატერიალურ დახმარებას იღებდა, მას ნახევრად ოფიციალური სტატუსი ქჰონდა. ჯერიდე ჰავადისისათვის ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიიდან ინფორმაციების მიმწოდებელი კორესპონდენტი, თურქული პრესის ისტორიაში პირველ კორესპონდენტად ითვლება.

1949 წლის 1 აგვისტოს ყირგიზეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი დაიბადა. გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე და ამავდროულად ეკონომისტი ბაკიევი დადებითად უდგება მთლიანად თურქული სამყაროს მომცველი გაერთიანების შექმნის საკითხს.

2001 წლის 1 აგვისტოს აზერბაიჯანში ანბანი შეიცვალა. აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კირილიცას ანბანი იმ ლათინური ანბანით შეიცვალა, რომელსაც ქვეყანაში 1920-იანი წლების დასაწყისში იყენებდნენ. ამ დღეს „აზერბაიჯანული ენის დღეც“ აღინიშნება.

 


საკვანძო სიტყვები: აგვისტო , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები