31 ივლისი ისტორიაში

31 ივლისი ისტორიაში

31 ივლისი ისტორიაში

31 ივლისი ისტორიაში

1908 წლის 31 ივლისს აბდულჰამიდ მეორის დროს ოფიციალურ მოვალეობად დაწესებული „ჰაფიელიქ“, ანუ ჯაშუშობა გაუქმდა. სადაზვერვო ორგანიზაციის მოვალეობა ხალხში გარევა და მოსახლეობის სახელმწიფო მართვის შესახებ მოსაზრებების და კრიტიკის საიდუმლოდ ჩანიშვნა და სახელმწიფოსთვის მიწოდება გახლდათ. ჰაფიები, ანუ ჯაშუშები ვალდებულები იყვნენ ყოველდღიურად საუბრები უაღრესად ყურადღებით მოესმინათ და დაეზეპირებინათ. მათ ანგარიშებს ხელმძღვანელი პირები ყურადღებით ამოწმებდნენ, რის შემდეგაც ფადიშაჰს აცნობდნენ. ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველაზე ძველი დოკუმენტი 1820-იან წლებს ეკუთვნის.

1964 წლის 31 ივლისს აშშ-ის თანამგზავრმა Ranger 7-მა მთვარის ზედაპირის ახლოდან გადაღებული 4316 ფოტო გამოაგზავნა. აშშ-ის მიერ 1960-იან წლებში მთვარეზე გაგზავნილი უპილოტო კოსმოსური აპარატები, Ranger-ები მთვარის ზედაპირთან შეჯახებამდე ფოტოსურათების გადასაღებად და მათ დედამიწაზე გამოსაგზავნად იყო დამზადებული. Ranger 7-ი პირველი კოსმოსური აპარატი იყო, რომელმაც მთვარის ზედაპირიდან კადრების გამოგზავნა მოახერხა. Ranger 7-ები მთვარესთან ყველაზე ახლო ფოტოებს შეჯახებამდე 0.2 და 0.4 წამებამდე დაახლოებით 6000 მეტრის სიმაღლიდან იღებდნენ. ეს ფოტოები დედამიწიდან გადაღებულ ფოტოებთან შედარებით დაახლოებით ათასჯერ უფრო გარჩევადი იყო.

 1971 წლის 31 ივლისს ასტრონავტებმა მთვარეზე სატრანსპორტო საშუალებით გაიარეს. ამერიკელმა ასტრონავტებმა დევიდ სკოტმა და ჯეიმს ირვინმა მთვარის ზედაპირზე ოთხ ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებით გაიარეს. აპოლო 15-ის სახელწოდების კოსმოსური ხომალდით 1971 წლის 31 ივლისს მთვარეზე დაშვებული ასტრონავტები ისტორიაში შევიდნენ როგორც მთვარეზე ბორბლებიანი ტრანსპორტით გამოკვლევის განმხორციელებელი პირველი ასტრონავტები.

1990 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა თურქული კინოს ცნობილი წარმომადგენელი ჰუსეინ პეიდა. მსახიობს, რეჟისორსა და სცენარისტს ჰუსეინ პაიდას 150-მდე ფილმის გადაღებაში მიუძღვის წვლილი. მსახიობობიდან მიღებულ ჰონორარს იგი მთლინად მისი რეჟისორობით გადაღებულ ფილმებში დებდა, რითაც დიდი წვლილი შეიტანა თურქული კინოს განვითარებაში.

1944 წლის 31 ივლისს „პატარა პრინცის“ ავტორი დაიკარგა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის „პატარა პრინცის“ ავტორი, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი მეორე სოფლიო ომში პილოტის მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც იგი დაიკარგა. მისი თვითმფრინავის ნამსხვრევები 2004 წელში მარსელთან ახლოს ზღვაში აღმოაჩინეს.

 


საკვანძო სიტყვები: ივლისი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები