30 ივლისი ისტორიაში

30 ივლისი ისტორიაში

30 ივლისი ისტორიაში

30 ივლისი ისტორიაში

1784 წლის 30 ივლისს ცნობილი ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი-განმანათლებელი და ენციკლოპედისტი დენი დიდრო 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1772 წელს გამოცემული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი დიდრო, ევროპის განმანათლებელ მნიშვნელოვან პირთაგან ერთ-ერთს წარმოადგენდა. რომანტიკული მოძრაობის ლიდერთაგანი დიდრო, ეკლესიას გამდიდრების ერთგვარ წყაროდ მიიჩნევდა, რის გამოც ქრისტიანული რწმენა უარჰყო და ამიტომ რადიკალურად განწყობილი მორწმუნეების მხრიდან მასზე ხშირად ხორციელდებოდა თავდასხმები.

ინგლისში გამართული მერვე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, 1966 წლის 30 ივლისს მასპინძელ ინგლისსა და დასავლეთ გერმანიას შორის ჩატარებული ფინალური მატჩით დასრულდა და ეს მატჩი 4-2 ინგლისის სასარგებლოდ დასრულდა. ამით ინგლისი ფეხბურთის ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

1971 წლის 30 ივლისს იაპონიაში ავიაკატასტროფა მოხდა. Boeing 727-ის ტიპის სამგზავრო იაპონური თვითფრინავი იაპონურ საბრძოლო თვითფრინავს შეეჯახა რის შედეგადაც 162 ადამიანი დაიღუპა.

1995 წლის 30 ივლისს რუსეთ-ჩეჩნეთს შორის ეუთოს ფარგლებში სამხედრო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ერთ კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო. ამის პარალელურად ეს შეთანხმება ჩეჩენი ბოევიკების განიარაღებას, რუსული ჯარის რეგიონიდან ეტაპობრივად გაყვანას და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა

 


საკვანძო სიტყვები: ივლისი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები