30 ივნისი ისტორიაში

30 ივნისი ისტორიაში

30 ივნისი ისტორიაში

30 ივნისი ისტორიაში

1908 წლის 30 ივნისს შუა ციმბირში მდებარე ტუნგუსკას ტყიან მასივში მეტეორი ჩამოვარდა, რის შედეგადაც დიდ ფართობზე მთლიანად განადგურდა როგორც ტყე, ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმები. სპეციალისტების თქმით ეს მეტეორი იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაზე ჩამოგდებულ ატომურ ბომბზე 10 ჯერ და უფრო მეტჯერ გამანადგურებელი იყო და მის მიერ გამოცემული ცეცხლის რკალის შუქი 800 კმ-ის სიშორიდანაც კი ჩანდა. მეტეორმა ატმოსფეროში შესვლისას სხვადასხვანაირი აორთქლებული გაზები გამოუშვა, რის გამოც ციმბირში და აღმოსავლეთ ევროპის ცაზე კვირეების მანძილზე ნათელი ფერი შეიმჩნეოდა. სპეციალისტები მეტეორის ჩამოვარდნის ადგილზე მხოლოდ 19 წლის შემდეგ მივიდნენ და ძალიან საინტერესო ის არის, რომ მეტეორის ჩამოვარდნის ადგილზე მათ ღრმა კრატერი არ დახვედრიათ. ტუნგუსკას მეტეორის გამოკვლევას დღემდე აგრძელებენ რუსი, ამერიკელი და იტალიელი მეცნიერები

1921 წლის 30 ივნისს ანკარაში Himaye-i Etfal-ის, ე.ი. ბავშვთა დაცვის საზოგადოება შეიქმნა. ამ დროს ახალ დამთავრებული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი, რომლის წინ ჯერ ბალკანეთის მეორე ომი და შემდეგ პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და ამიტომ ასი ათასობით ბავშვი დარჩა ობლად და მზრუნველის გარეშე რა, ისინი დაცვას და მფარველობს საჭიროებდნენ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს საზოგადოება, რომლის ინიციატორიც იყო იმ დროს ანკარაში მოქმედი პარლამენტის თავჯდომარე ქემალ ფაშა, შემდეგში ათათურქი. უკვე 96 წელია რაც მოქმედებს ეს საზოგადოება და დღემდე 10 ათასობით ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვი გამოიზარდა მის კედლებში

1936 წლის 30 ივნისს ერთა ლიგის ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასიე და საერთაშორისო თანამეგობრობისაგან დახმარება ითხოვა მისი ქვეყნის იტალიის ოკუპაციისაგან განთავისუფლების საქმეში. ამ დროს მოგეხსენებათ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის სამზადისი მიმდინარეობდა და იტალიამ ისარგებლა რა შექმნილი ქაოსური მდგომარეობით, მუსოლინის ბრძანებით ამ ქვეყნის ჯარები ეთიოპიაში შევიდნენ და მისი ოკუპაცია მოახდინეს. იტალიის საოკუპაციო ჯარები ეთიოპიაში 1941 წლამდე დარჩნენ და შემდეგ ისინი ეთიოპიის ძალებმა უკუაგდეს მოკავშირეთა ძალების დახმარებით. ამ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე სელასიე 1974 წლამდე დარჩა. ეთიოპია ერთადერთი სახელმწიფოა აფრიკის კონტინენტზე, რომელმაც არ იწვნია კოლონიალიზმის მსახვრალი ხელი

1948 წლის 30 ივნისს შვეიცარიაში გარდაიცვალა ოსმანეთის ტახტის მემკვიდრე, მეორე კონსტიტუციის დროინდელი ეპოქის ცნობილი სოციოლოგი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე უფლისწული სებაჰატტინი. იგი მძაფრად აკრიტიკებდა მამამისის, სულთან აბდულჰამიტ მეორის მმართველობას და ამიტომ ვეღარ გაუძლო რა მის ზეწოლებს, 1899 წელს საფრანგეთში გაიქცა და წლების განმავლობაში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სწორედ აქვე დაიწყო სოციოლოგიური კვლევები და აქვე გაითქვა სახელი არა როგორც მხოლოდ მეცნიერმა, არამედ როგორც ლიბერალმა პოლიტიკოსმა და იგი საფრანგეთში მცხოვრები ოსმანი ინტელიგენციის, ე.წ. ჯონ თურქების, ე.ი. ახალი თურქების უდიდესი წარმომადგენელიც გახდა. მანვე უხელმძღვანელა ჯონ თურქების პირველ და მეორე ყრილობებს. სებაჰატტინი იყო ოსმანეთის ისტორიაში ერთადერთი უფლისწული, რომელიც ხელისუფლების, ე.ი. სულთნობის დეცენტრალიზაციას უჭერდა მხარს

 


საკვანძო სიტყვები: ივნისი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები