28 ივნისი ისტორიაში

28 ივნისი ისტორიაში

28 ივნისი ისტორიაში

28 ივნისი ისტორიაში

1862 წლის 28 ივნისს ოსმანეთში გამოსცეს პირველი გაზეთი სახელწოდებით Tasvir-i Efkar და მისი გამომცემელი იყო მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე იბრაჰიმ შინასი. ეს გაზეთი ძირითადად ლიტერატურაზე და განათლებაზე იყო ორიენტირებული. როცა ბატონი იბრაჰიმი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, ამ გაზეთის გამოცემა გააგრძელეს ცნობილმა პოეტმა ნამიქ ქემალმა და მწერალმა რეჯაიზადე ექრემმა. მაგრამ, ოსმანური ცენზურა ხშირად ხურავდა ამ გაზეთს და ამიტომ იგი სხვადასხვა სახელწოდებებით ახლიდან გამოიცემოდა, ბოლოს 1925 წელს რევოლუციურმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დახურა. 1940 წლიდან Tasvir-i Efkar-ის ახლიდან გამოცემა დაიწყო ცნობილმა მეცენატმა და მწერალმა ზიად ებუზიამ და 1949 წელს იგი საბოლოოდ დაიხურა

1914 წლის 28 ივნისს ერთი სერბიელი შოვინისტი სარაევოში თავს დაესხა ავსტრია-უნგრეთის უფლისწულ ფერდინანდს და მის მეუღლეს, რის შედეგადაც უფლისწული ადგილზევე გარდაიცვალა. ავსტრია უნგრეთის ერთიანობისათვის მებრძოლი ფერდინანდის მკვლელობამ სტარტი მისცა პირველი მსოფლიო ომის დაწყებას, რადგან, ამ მკვლელობიდან 1 თვის შემდეგ ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა სერბეთს, ამ უკანასკნელის დასაცავად აღსდგა რუსეთი, რომელიც თავს სლავების მფარველად მიიჩნევდა. მალე ამ ომში ევროპის დიდი ქვეყნები და ოსმანეთიც ჩაერთო და იგი პირველ მსოფლიო ომში გადაიზარდა

1919 წლის 28 ივნისს დასრულდა პირველი მსოფლიო ომი და შესაბამის ზავს ხელი პარიზის ვერსალის უბანში მოეწერა, ამიტომაც მსოფლიო ისტორიაში ეს ზავი ვერსალის ზავის სახლითაა ცნობილი. ამ ზავით გერმანიის ტერიტორიები მიიტაცეს საფრანგეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, ბელგიამ, დანიამ და ჩეხოსლოვაკიამ, ხოლო გერმანიის ჩინეთში და წყნარ ოკეანეში არსებული მიწები იაპონიამ მიისაკუთრა. ამავე ზავით გერმანიაში აიკრძალა სავალდებულო სამხედრო სამსახური, მისი მძიმე ტექნიკა კი კვლავ მოკავშირეებმა გაიყვეს. გერმანიას მძიმე კონტრიბუციაც დაეკისრა და ამ ყველაფერმა გააღიაზიანა გერმანელი ხალხი და დიდი უკმაყოფილება წარმოშვა რა მოსახლეობაში, საფუძველი დაუდო მეორე მსოფლიო ომის დაწყებასაც

1966 წლის 28 ივნისს სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ფუად ქოფრულუ. იგი ოსმანეთის არისტოკრატიული ოჯახიდან იყო, მამამისი არმიის გენერალი, ე.ი. ფაშა იყო და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. ფუადი მართალია თავიდან სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყებს სწავლას, მაგრამ, ამ სწავლას ნახევრად მიატოვებს და ლიტერატურის და ისტორიის ფაკულტეტზე გაგრძელებს სწავლას, რის დასრულების შემდეგ სტამბოლის პედაგოგიურ სასწავლებელში თურქული ენისა და ლიტერატურის ლექციების წაკითხვას დაიწყებს. 1913 წელს მას სტამბოლის უნივერსიტეტის თურქული ლიტერატურისა და ისტორიის ფაკულტეტის დეკანად დანიშნავენ და სწორედ ამ დროს გამოსცემს თავის პირველ ნაწარმოებს სახელწოდებით “პირველი სუფიზმი თურქულ ლიტერატურაში“, რომელმაც ქოფრულს დიდი სახელი მოუტანა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 1928 წელს იგი ახლად შექმნილი თურქეთის ისტორიის საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. 1930-იან წლებში მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა უცხოეთის მრავალმა უნივერსიტეტმა. ფუად ქოფრულუ თურქეთის დემოკრატიული პარტიის ერთ ერთი დამფუძნებელთაგანი იყო და მან აქტიური მონაწილეობა მიიღო თურქეთის ნატოში გაწვერიანების საკითხში. იგი ავტორია 1500-მდე წიგნისა, მონოგრაფიისა და გამოკვლევისა

 


საკვანძო სიტყვები: ივნისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები