27 ივნისი ისტორიაში

27 ივნისი ისტორიაში

27 ივნისი ისტორიაში

27 ივნისი ისტორიაში

ძველი წელთ აღრიცხვის 209 წლის 27 ივნისს მეთე ჰანი ხუნუს იმპერიის ტახტზე ავიდა. მისი მმართველობის პერიოდში იმპერიის ტერიტორიები გადაჭიმული იყო იაპონიის ზღვიდან მდინარე ვოლგამდე 18 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე. მეთე ხანი ხშირად აწყობდა ლაშქრობებს ჩინეთზე და მდინარე ხუანხეს სამხრეთით მდებარე ყველა ციხე მთლიანად აიღო. მეთე ხანის პერიოდში არმია ომის დროს შეგროვილი სამოქალაქოებისგან კი არა, მთლიანად პროფესიონალი სამხედროებისგან შედგებოდა. მეთე ხანმა დისციპლინირებული არმიითა და საბრძოლო ტექნიკით ჩინეთის იმპერიასთან და მის მიმდებარედ მცხოვრებ ყველა ტომთან წარმართულ ბრძოლაში გაიმარჯვა. მეთე ხანის ტახტზე ასვლის თარიღი თურქული სახმელეთო არმიის სიმბოლურ დაარსების თარიღად ითვლება.

1878 წლის 27 ივნისს ოსმალური პრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიისა და გავლენის მქონე თერჯუმანი ჰაქიქათის გამოცემა მწერალ აჰმედ მითათ ეფენდის მიერ დაიწყო. გაზეთმა, რომელიც ძირითადად აჰმედ მითათის სტატიებისგან შედგებოდა, დიდი როლი შესრულა ხალხის მიერ კითხვის ჩვევის შეძენაში. ამ გაზეთში ასევე ოსმალეთის მრავალი ცნობილი ჟურნალისტი აღიზარდა. 1913 წელში აჰმედ მითათის გარდაცვალების შემდეგაც გაზეთის გამოცემა გაგრძელდა და განმანთავისუფლებელი ბრძოლის წლებში ეროვნული ბრძოლის მხარდამჭერ სტატიებს აქვეყნებდა. გაზეთი თერჯუმანი ჰაქიქათი 1921 წელში 14677-ე ნომრის გამოცემის შემდეგ დაიხურა.

1905 წლის 27 ივნისს მეფის რუსეთში „ჯავშნოსან პოტიომკინის“ აჯანყება დაიწყო. შავ ზღვაში სამხედრო წვრთნაში მონაწილე გემი „ჯავშნოსანი პოტიომკინის“ მეზღვაურებისათვის მიცემული გაფუჭებული საკვების გამო სამხედროებმა ამბოხი მოაწყვეს, გემზე მოყოფი ოფიცრები გააუვნებელყვეს და პოტიომკინით ოდესის რეგიონისაკენ გაემართნენ. აქ ამბოხის დროს დაღუპულები დაკრძალეს, რა დროსაც ეკიპაჟის წევრებსა და ცერემონიაში მონაწილე ხალხს მეფის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. „ჯავშნოსანი პოტიომკინიდან“ კი საპასუხოდ მეფის გვარდიის შტაბბინა დაბომბეს, რის გამოც ამბოხი კიდევ უფრო დიდი მასშტაბების გახდა და რუსეთის ხელისუფლებამ პოტიომკინის ჩასაძირად ფლოტი გაგზავნა. რუსულმა ფლოტმა ამბოხის სხვა გემებზე დაწყების შიშით პოტიომკინისათვის ზიანი მიყენება ვერ გაბედა და ჯავშნოსანი შავ ზღვაში გავიდა და რამდენიმე ხნის შემდეგ მისმა წევრებმა თავი რუმინეთს შეაფარეს. ჯავშნოსან პოტიომკინის მოვლენით პირველი რუსული რევოლუციის პირველი ამბოხი ოდესაში დაიწყო.

1916 წლის 27 ივნისს ჰიჯაზმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველ მსოფლიო ომის დროს ჰიჯაზი ოსმალეთის იმპერიას გამოეყო. მექქე შერიფ ჰუსეინის ამბოხებითა და ჰიჯაზის სამეფოს გამოცხადებით რეგიონი ოსმალეთს გამოეყო. რეგიონში გაერთიანებული არაბული სამეფოს შექმნისა და ისლამური ხალიფატის არაბებისათვის მიცემის ინგლისელების პირობას დაიმედებულმა იორდანიამ სირიელ და პალესტინელ არაბებს ღიად ან დაფარულად მხარი დაუჭირა. ეს მოძრაობა დროთა განმავლობაში მთელ არაბეთის ნახევარკუნძულს მოედო და მთლიანად რეგიონი გამოვიდა ოსმალეთის ჰეგემონიიდან.


საკვანძო სიტყვები: ივნისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები