18 მაისი ისტორიაში

18 მაისი ისტორიაში

18 მაისი ისტორიაში

18 მაისი ისტორიაში

1897 წლის 18 მაისს გამოქვეყნებულ იქნა ირლანდიელი მწერლის ბრამ სტოკერის რომანი სახელწოდებით “დრაკულა“. სტოკერის მიერ ამ რომანის დაწერაზე იმოქმედა ვალაქიას ვოევოდას ვლად მესამის შესახებ ხალხში გავრცელებულმა ლეგენდებმა და მან ამ რომანის დაწერა 1890 წელს დაიწყო და გამოცემისთანავე იმ ეპოქის მსოფლიო ბელტსელერად გადაიქცა. ეს რომანი მრავალ ენაზე ითარგმნა, მილიონობით ტირაჟით გამოიცა და მრავალმა ქვეყანამ კი მხატვრულ  და მულტიპლიკაციურ ფილმადაც გადაიღო იგი. სტოკერი 1912 წელს სიფილისის ავადმყოფობისგან გარდაიცვალა   

1943 წლის 18 მაისს ჰიტლერის არმიებმა სპეცოპერაცია მოაწყვეს თავის მოკავშირე იტალიაზე და ოკუპაცია გაუკეთეს მას. ამ ოპერაციას Alaric-ალარიკი ერქვა და იტალიის მთლიან დაპყრობას ითვალისწინებდა, რადგან, უკვე დასუსტებული იტალია მოკავშირეების მთავარ სამიზნედ გადაიქცა და მათ პანიკაში ჩავარდნილმა გერმანიამ დაასწროთ. თუმცა, გერმანიის იტალიაში ყოფნამ მხოლოდ 2 წელს გასტანა, რადგან, მოკავშირეებმა მალე მასიური შეტევები დაიწყეს იტალიაზე და 1945 წელს იგი გერმანელებისგან გაანთავისუფლეს

1944 წლის 18 მაისს სტალინის ბრძანებით ყირიმელი თათრების ციმბირში გადასახლება დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ჯერ თათარი ინტელიგენციის დახვრეტა დაიწყო, შემდეგ საერთოდ ჩასხეს სატვირთო ეშელონებში და ისინი ქვეყნის აღმოსავლეთში გაასახლეს. ასე რომ, 200 ათასამდე ყირიმელი თათარი შუა აზიაში, ციმბირში და ურალში გადაასახლეს რა, მათგან 10 ათასობით კაცი გზაში შიმშილობისგან და ავადმყოფობისგან გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვმა ყირიმელი თათრების რეაბილიტაცია მოახდინა და მათი ნაწილი თავიანთ კერებს დაუბრუნდა, ხოლო ნაწილი კვლავ აგრძელებს ცხოვრებას უზბეკეთში, უკრაინაში და თურქეთში 

1974 წლის 18 მაისს ინდოეთმა პირველი ბირთვული ცდა ჩაატარა. ეს ცდა პოხრანის ოლქში მდებარე რაჯისტანის უდაბნოს მიწისქვეშ განხორციელდა. 15 ტონის სიმძიმის ბომბის ცდა წარმატებით განხორციელდა და ამ ბომბს ინდოელებმა მოფერებით “მომღიმარი ბუდა“ უწოდეს. ამით ინდოეთი გახდა ბირთვული იარაღის მფლობელი რიგით მეექვსე ქვეყანა. ინდოეთის შემდეგ მისმა მეტოქემ პაკისტანმაც წარმატებით შესძლო ბირთვული იარაღის შექმნა და ეს ორი სახელმწიფო დღესაც აგრძელებენ მილიტარიზაც


საკვანძო სიტყვები: ისტორია , მაისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები