17 მაისი ისტორიაში

17 მაისი ისტორიაში

17 მაისი ისტორიაში

17 მაისი ისტორიაში

2000 წლის 17 მაისს პირველად თურქეთის საფეხბურთო ისტორიაში უეფას თასის მფლობელი გახდა თურქული კლუბი, სტამბოლის გალათასარაი. ფინალურ მატჩს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის  Parken-ის სახელობის სტადიონი მასპინძლობდა და ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში გალათასარაის ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:1 დაამარცხეს ინგლისის არსენალი და პირველად დაეუფლნენ ამ სანუკვარ თასს. იმ ღამეს მთელი თურქეთის მოსახლეობა გამოვიდა ქუჩებში და დილამდე იზეიმეს ეს გამარჯვება. უეფას თასი ჩემპიონთა თასის შემდეგ ყველაზე პრესტიჟული სპორტული შეჯიბრია

1880 წლის 17 მაისს ქალაქ ადანაში გარდაიცვალა ცნობილი თურქი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ზია ფასა. 1870 წლიდან იგი სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 1876 წელს გამოცხადებული პირველი კონსტიტუციის შემდეგ ვეზირის ჩინი მიიღო რა, ჯერ სირიის, შემდეგ კი ადანის გუბერნატორის თანამდებობებზე მუშაობდა. ამის პარალელურად იგი ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა და მის ნაწარმოებებს დასავლური სტილი დაჰკრავდა. რაც შეეხება ლექსებს, იგი ბოლომდის ერთგული დარჩა კლასიკური დივანური ლიტერატურისა. ზია ფაშა თურქულის გარდა სპარსულ და არაბულ ენებზეც წერდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს 

1902 წლის 17 მაისს ბერძენმა არქეოლოგებმა დღის სინათლეზე გამოიტანეს ანტიკური ეპოქის მშვენება, ანტიკეტერას მექანიზმი, რომელიც ამავე სახელწოდების კუნძულის მახლობლად ჩაძირულ გემზე აღმოაჩინეს. ეს კომპლექსი ჩ.წ.-მდე 87 წელს დაამზადეს ბერძენმა ასტროლოგებმა და იგი გათვალისწინებული იყო ციური სხეულებზე და პლანეტებზე დაკვირვებების საწარმოებლად და მას ზოგიერთები ანტიკური ეპოქის კომპიუტერსაც კი ეძახიან. ეს არის დღემდე აღმოჩენილი ყველაზე უძველესი სამეცნიერო მექანიზმი, რომელიც დამზადებულია ანტიკურ ეპოქაში. ბორბლის მსგავსი დისკებისგან შემდგარი ამ სისტემის აღმოჩენამ რომ იტყვიან თავდაყირა დააყენა აქამდე არსებული ჰიპოთეზები, თითქოს და პირველი ჩარხული სისტემა აქამდე მე-16 საუკუნეში ყოფილიყოს მოგონილი.  ანტიკეტერას მექანიზმი გამოფენილია ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში       

1983 წლის 17 მაისს ისრაელმა, ლიბანმა და ამერიკამ ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის ფარგლებში ისრაელის არმია გამოყვანილ იქნა ბეირუთიდან , სადაც არიელ შარონის მეთაურობით ისრაელის არმიამ 2 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. ისრაელის არმიას ლიბანიდან გამოსვლა დააძალა ვაშინგტონმა. 17 მაისის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ისრაელზე და ამერიკაზე თავდასხმები გაახშირა ჰისბულახმა და 1983 და 1984 წლებში მან 300-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი გამოასალმა სიცოცხლეს  

 


საკვანძო სიტყვები: ისტორია , მაისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები