12 მაისი ისტორიაში

12 მაისი ისტორიაში

12 მაისი ისტორიაში

12 მაისი ისტორიაში

1929 წლის 12 მაისს ახალგაზრდა თურქეთის რესპუბლიკაში პირველად იზეიმეს მედიცინის დღე და მისი ინიციატორი და ორგანიზატორი იყო სტამბოლის ჰაიდარფაშას სახელობის უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პირველი ლექციები კი თურქულ ენაზე ჩატარდა ქალაქ ბურსას ილდირიმის სახელობის სამედიცინო სასწავლებელში. მედიცინის დღე თურქეთში იზეიმეს 1937 წლამდე. სხვათაშორის ოსმალეთის პერიოდშიც აღნიშნავდნენ მედიცინის დღეს, მაგრამ არა 12 მაისს, არამედ 14 მარტს, რადგან, სწორედ ამ დღეს დაარსდა ოსმალეთის სულთნის, მაჰმუდ მეორის ბრძანებით პირველი ოფიციალური სამედიცინო სასწავლებელი

1820 წლის 12 მაისს იტალიის ქალაქ ფლორენციაში დაიბადა თანამედროვე მსოფლიოში ცნობილი ინგლისელი მედდა, მედდას პროფესიის ჩამომყალიბებელი, ქალბატონი ფლორენს ნაითინგელი. მისი ახალგაზრდობის პერიოდის საავადმყოფოებში ძალიან ცუდად უვლიდნენ ავადმყოფებს და ფლორენსამ გადაწყვიტა რა ავადმყოფების მომსახურების გაუმჯობესება, თვით დაიწყო მედდად მუშაობა. შემდეგში ავადმყოფების მომვლელობა მედდას პროფესიაში გადაიზარდა. ყირიმის ბრძოლის დროს დაჭრილი ჯარისკაცები მედიკამენტების უკმარისობის გამო იღუპებოდნენენ და ფლორენსა სტამბოლში ჩამოვიდა რა, დღე და ღამე მუშაობდა უსკუდარის სელიმიეს სახელობის ყაზარმაში და მრავალი დაჭრილი გადარჩინა და გამოაჯანმრთელა. თურქებმა დაუფასეს მას ამაგი და ლამპიანი ქალი შეარქვეს, რადგან, ღამ- ღამობით იგი ლამპით ხელში დადიოდა და ზრუნავდა ავადმყოფებზე. 1907 წელს იგი ოსმალეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა და გახდა პირველი ქალი, რომელიც ოსმალეთის საიმპერატოროში დაჯილდოვდა. მსოფლიოს პირველი მედდა, ფლორენსა ნაითინგელი გარდაიცვალა 1910 წელს. მისი დაბადების დღე აღნიშნება როგორც მსოფლიო მედდების დღე.


1927 წლის 12 მაისს სტამბოლში გარდაიცვალა თურქი მწერალი აჰმეთ ჰიქმეთ მუფთიოღლუ. მან 1888 წელს სტამბოლის გალათასარაის ლიცეუმი დაასრულა და მუშაობა დაიწყო ჯერ ოსმალეთის საგარეო ურთიერთობების უწყებაში, შემდეგ კი იმავე ლიცეუმში პედაგოგობა დაიწყო. 1896 წელს იგი თურქული ლიტერატურული მიმდინარეობის Servet-i Fünun-ის წევრი გახდა და თურქული ეროვნული გრძნობების გამომხატველი რომანები გამოაქვეყნა. მანვე დაუდო სათავე ეროვნულ რეალისტურ ლიტერატურას და მისი ნაწარმოებები დღესაც მეტად პოპულარულია. 

2008 წლის 12 მაისს ჩინეთში უდიდესი სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის სიძლიერე 7,8 მანიტუდას შეადგენდა და მიწასთან გასწორდა მრავალი დასახლება, დაიღუპა 70 ათასამდე ადამიანი, დაიკარგა 20 ათასი, ხოლო დაიჭრა და დაშავდა 400 ათასამდე. ეს მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მარტო ჩინეთში კი არა, არამედ ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში და ტაილანდშიც იგრძნეს.

 


საკვანძო სიტყვები: ისტორია , მაისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები