11 მაისი ისტორიაში

11 მაისი ისტორიაში

269463
11 მაისი ისტორიაში

11 მაისი ისტორიაში

1904 წლის 11 მაისს დაიბადა ცნობილი ესპანელი სურეალისტი მხატვარი სალვადორ დალი. მან სახელი გაითქვა ირეალისტურ ნახატებში უცნაური და განსაცვიფრებელი სიმბოლოების გამოყენებით, თუმცა მან როგორც მოქანდაკემ და ფოტოგრაფმაც დიდი სახელი მოიხვეჭა. მის ყველაზე განთქმულ ტილოს “მეხსიერების ლტოლვა“ წარმოადგენს და მასზე მუშაობა 1931 წელს დაასრულა. მთელი ცხოვრების მანძილზე მან 1500-ზე მეტი ნახატი, ქანდაკება, ფოტოსურათი, წიგნის ილუსტრაცია და თეტრის დეკორაცია და კოსტუმი შექმნა. დღეს, დალის ნამუშევრების უმრავლესობა გამოფენილია Figuers-ში მოქმედ დალის სახელობის მუზეუმში.

1954 წლის 11 მაისს ცნობილი თურქი პოეტი და მწერალი საიტ ფაიკ აბასიანიკი ციროზის ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. იგი ითვლება თანამედროვე თურქული რეალისტური მწერლობის ერთ ერთ უდიდეს ფიგურად. მან პირველი შემოქმედებითი ნაბიჯი ბურსაში, ლიცეუმში სწავლის პერიოდში გადადგა, როცა გამოაქვეყნა თავისი პირველი ნოველა და ეს მოხდა 1926 წელს. 1931 წელს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საფრანგეთს წავიდა და სამშობლოში ორი წლის შემდეგ დაბრუნდა რა, პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო სტამბოლის სომხურ ინტერნატში, ხოლო პარალელურად მოთხრობებსა და რომანებსაც წერდა. პირველი წიგნის კრებული მან 1936 წელს გამოსცა. ასაკში შესული მწერალი ბურგაზის კუნძულზე დასახლდება და სახლი, რომელშიც იგი ცხოვრობდა, მისი სიკვდილის შემდეგ სახლ მუზეუმად გადაკეთდა.

1981 წლის 11 მაისს აშშ-ში 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იამაიკელი როკ მომღერალი რობერტ ნესტა მარლეი, იგივე ბობ მარლეი. სწორედ პირველმა მან გაიტანა იამაიკური სიმღერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დიდი წვლილი შეიტანა მათ პოპულარიზაციაში. იგი ლეგენდად იქცა და მისი კონცერტები დიდი ანშლაგებით ტარდებოდა დედამიწის ოთხივ კუთხეში. მან მთლიანობაში 130 ალბომი გამოსცა, რომლებიც მილიონიანი ტირაჟებით გაიყიდა. ასობით სიმღერის ავტორ ბობ მარლეის ყველაზე პოპულარულ სიმღერას “No Woman No Cry” და “Get Up, Stand Up” წარმოადგენენ. იგი დიდ ქველმოქმედადაც ითვლებოდა და მრავალი კონცერტი სწორედ ამ მიზნით ჩაატარა


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #მაისი , #ისტორია

მსგავსი ინფორმაციები