10 მაისი ისტორიაში

10 მაისი ისტორიაში

10 მაისი ისტორიაში

10 მაისი ისტორიაში

1799 წლის 10 მაისს ოსმანეთის არმიამ ჯეზარ აჰმეტ ფაშას სარდლობით ნაპოლეონის არმია დაამარცხა აქქას ბრძოლაში. 1790-იან წლებში ნაპოლეონმა ჯერ ეგვიპტის და შემდეგ ახლო აღმოსავლეთის დაპყრობა დაიწყო და ეს ტერიტორიები იმ ხანობაში ოსმანეთს ეკუთვნოდა რა, ხელისუფლებამ ნაპოლეონის ოკუპაციის შეჩერება მოსთხოვა აჰმეტ ფაშას და ისიც იორდანიის ქალაქ აქკაში ჩავიდა და დაიწყო თავდაცვითი სამუშაოების განხორციელება. ეს აიგო თუ არა ნაპოლეონმა, სწრაფად ჩავიდა აქკაში და მას ალყა შემოარტყა, თუმცა ამ 2 თვიანმა ალყამ ნაყოფი არ გამოიღო და თურქები შეტევაზე გადავიდნენ რა, უკუაქციეს ნაპოლეონის ჯარები და პირველი დამარცხება აგემეს მას. “მე რომ აქკაში არ დავმარცხებულიყავი, მთელს აღმოსავლეთს დავიპყრობდი“, განაცხადა მომდევნო წლებში ნაპოლეონმა 

1940 წლის 10 მაისს უინსტონ ჩერჩილი უკანასკნელად გახდა ინგლისის პრემიერი  და მეორე მსოფლიო ომის წლებში იგი მართავდა ბრიტანეთის სამეფოს. ჩერჩილი პოლიტიკურ ასპარეზზე პირველად 1916 წელს გამოჩნდა, როცა როგორც ინგლისის თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ხელთ არსებულ დარდანელის სრუტის დაპყრობის მიზნით ინგლისური დესანტის გადასხმის ბრძანება გამოიტანა, მაგრამ, ინგლისელები დამარცხდებიან და ჩერჩილის წარმატებული პოლიტიკური კარიერა უკანსვლას დაიწყებს, თუმცა 1920-იან წლებში ძალას მოიკრებს და ქვეყნის პრემიერი გახდება. მეორე მსოფლიო ომის წლებში მან მეტად ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა ამერიკასთან მოკავშირეობაში და ინგლისის ერთ ერთი უდიდესი პოლიტიკოსის სახელი მოიხვეჭა. მანვე დიდი წვლილი შეიტანა ნატოს და ევროსაბჭოს შექმნაში. ჩერჩილმა 1955 წელს პოლიტიკას თავი დაანება და 1965 წელს გარდაიცვალა

1975 წლის 10 მაისს გარდაიცვალა ცნობილი თურქი კინომსახიობი ნეჯდეთ თოსუნი. სიკვდილის წინა მან ავტოკატასტროფა განიცადა გერმანიაში და მძიმედ დაშავებული სამკურნალოდ სტამბოლში გადმოიყვანეს, სადაც დაიღუპა კიდეც. პროფესიით თერძი თოსუნი გადაღებულ იქნა 400-მდე ფილმში. მსუქანი და მუდმივად მომღიმარი მამაკაცი, ასე ახსოვთ კინომოყვარულებს ეს მსახიობი

2008 წლის 10 მაისს თურქეთის და მსოფლიოს უდიდესი სოფრანო, ლეილა გენჯერი იტალიის ქალაქ მილანში მდებარე საკუთარ სახლში გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა. იგი მთელი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს უდიდეს სოფრანოდ ითვლებოდა და მთელი მსოფლიო საკონცერტო დარბაზები წარმატებით მოიარა. მან სტამბოლის კონსერვატორია დაასრულა და პირველად სცენაზე 1950 წელს ანკარის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოვიდა, სადაც მან სანტუიზზას როლი შეასრულა მასკანინის “სოფლის ღირსებაში“. ასე დაიწყო მან წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობა და 1954 წლიდან უკვე მსოფლიო სცენებზე გადის. მილანის ლა სკალას სცენაზე კი იგი პირველად 1957 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც მან საგასტროლო ტურნე დაიწყო მსოფლიოს სცენებზე. ლეილა გენჯერმა მღერა 1980 წელს შესწყვიტა და სიკვდილამდე მილანში დარჩა. მის გასვენებაში თავი მოიყარეს მსოფლიოს უდიდესმა ხელოვანებმა 

 


საკვანძო სიტყვები: მაისი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები