21 აპრილი ისტორიაში

21 აპრილი ისტორიაში

21 აპრილი ისტორიაში

21 აპრილი ისტორიაში

1938 წლის 21 აპრილს ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ცნობილი პაკისტანელი პოეტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე მუჰამმედ იქბალი. პირველი განათლება მან მედრესეში მიიღო, რის კვალობაზე არაბული და სპარსული ენებიც შეისწავლა და ისლამური მეცნიერების გზას დაადგა. სწორედ ამავე პერიოდში დაწერა და გამოაქვეყნა მან პირველი ლექსი. მუჰამმედ იქბალი უმაღლესი განათლების მისაღებად ინგლისში გაემგზავრება და ჩაირიცხება კემბრიჯის უნივერსიტეტში, რომლის ეკონომიკურ და ფილოსოფიურ ფაკულტეტს 1905 წელს დაასრულებს. სწავლის დასრულების შემდეგ იგი აქვე ლონდონში დარჩება და სკოლაში არაბულ ლიტერატურას და ენას შეასწავლის. ამის პარალელურად აქტიურ მონაწილეობას იღებდა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციებში და მსმენელებს ინდოეთში მცხოვრებ მუსლიმანთა მხრიდან ინგლისელების წინააღმდეგ დაწყებულ ანტი კოლონიალურ აჯანყებებზე ამახვილებდა ყურადღებას. მანვე სრული მხარდაჭერა გამოთქვა თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისადმი და პაკისტანში შეგროვებული 1,5 მილიონი სტერლინგის დახმარება გაუწია დამოუკიდებლობის მხარდამჭერებს. მუჰამმედ იქბალმა უდიდესი წვლილი შეიტანა ასევე პაკისტანის დამოუკიდებლობის მოპოვებაში

 

1946 წლის 21 აპრილს ინგლისში გარდაიცვალა მე-20 საუკუნის უდიდესი ეკონომისტი ჯონ მაინარდ კეინესი. 1936 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ყველაზე პოპულარული და გახმაურებული წიგნი სახელწოდებით დასაქმების, ფულის და პროცენტების ზოგადი თეორია, რითაც სტარტი მიეცა ე.წ. კეინესურ ეკონომიას. სხვათა შორის მალე ეს წიგნი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტებში სასწავლო დისციპლინაში შეიტანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პარიზში ჩატარებულ საზავო ხელშეკრულების მოლაპარაკებებში იგი ინგლისის ხაზინას წარადგენდა. 1942 წელს მას ლორდის წოდება მიენიჭა და ლორდთა პალატაში შეიყვანეს. კეინესის ეკონომიკური თეზისები იმ პერიოდში ამერიკული თეზისების ალტერნატიულად ითვლებოდა

 

2003 წლის 21 აპრილს ერაყში პირველი დროებითი კოალიციური მთავრობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც დამხობილ იქნა სადდამ ჰუსეინის ხელისუფლება და დიქტატორული რეჟიმი. სადდამის რეჟიმის დამხობაში ადგილობრივ ოპოზიციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კოალიციის ძალებმაც, რომელშიც მსოფლიოს 32 ქვეყანის სამხედროები მონაწილეობდნენ. ბაღდადში შექმნილი კოალიციური მთავრობა ამ სახელმწიფოს 2004 წლამდე მართავდა და მომდევნო მთავრობები უკვე არჩევნების შედეგად მოვიდნენ

 


საკვანძო სიტყვები: აპრილი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები