20 აპრილი ისტორიაში

20 აპრილი ისტორიაში

20 აპრილი ისტორიაში

20 აპრილი ისტორიაში

571 წლის 20 აპრილს ქალაქ მექაში დაიბადა ღმერთის ბოლო ელჩი დედამიწაზე, შუამავალი და ისლამური რელიგიის ფუძემდებელი წმინდა მუჰამედი. ისლამური რწმენის მიხედვით მისი მოსვლის შესახებ წერია ბიბლიასა და სახარებაშიც, რომლებშიც საუბარია ბოლო შუამავლის და მისი წიგნ წმინდა ყურანის შესახებ და რომლითაც მუჰამედი კაცობრიობას ღმერთის მხრიდან მოვლენილ ცხოვრების წესებს და პირობებს, ე.ი. ბოლო რელიგიას აცნობს ადამიანებს. პირველი ზეგარდმოვლენა მუჰამედს 610 წელს, 40 წლისას მოევლინა ჰირას გამოქვაბულში საღამო ხანს ყოფნისას ღმერთის მხრიდან და ეს ზეგარდმოვლენა მას მოციქულ გაბრიელის მხრიდან მიეცა. ამ დღიდან მოყოლებული მუსლიმანები ამ საღამოს ყოველწლიურად როგორც კადირ გეჯეს, ე.ი. წმინდა ყურანის ზეგარდმოვლენის საღამოდ აღნიშნავენ. წმინდა მუჰამედის შემდეგ პირველი მუსლიმანი მისი მეუღლე, წმინდა ჰადიჯე გახდა. ამის შემდეგ ყოველდღიურად მრავლდებოდა მუსლიმანების რაოდენობა და ზეგავლენა, ამიტომაც მათ მიმართ ზეწოლა გაზარდეს მექას მმართველებმა და დიდებულებმა, რის გამოც 622 წელს მუსლიმანები წმინდა მუჰამედის რჩევით, რომელიც მას თვით ღმერთმა შთაუგონა, მექადან მედინეში გადავიდნენ. სწორედ ეს ითვლება მუსლიმანური კალენდრის დასაწყისად. წმინდა მუჰამედი გარდაიცვალა 632 წელს, როცა ისლამს უკვე მყარად ჰქონდა ფესვები გადგმული ახლო აღმოსავლეთში

1862 წლის 20 აპრილს მსოფლიოში პირველი პასტერიზაციის ტესტი ჩაატარეს ფრანგმა ქიმიკოსმა ლუის პასტერმა და კლოდ ბერნარდმა. პასტერმა თავისივე სახელობის მეთოდი პირველად 1860 წელს გამოიყენა, რომლის დროსაც საკვებ პროდუქტებში არსებული მავნე მიკროორგანიზმები გათბობის მეთოდით გამოყო და ასე მოახდინა პასტერიზაცია. ამ მეთოდით მომდევნო წლებში შესაძლებელი გახდა მრავალი თხევადი და მყარი პროდუქტების გრძელი ვადით შენახვა, ხოლო ამის პარალელურად სათავე დაედო დაკონსერვების სისტემასაც

1924 წლის 20 აპრილს ძალაში შევიდა ოსმანეთის ადგილზე შექმნილი ახალი თურქული სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რომელიც მოქმედებდა 1961 წლამდე. ეს იყო იმ დროის ერთ ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია, რომლითაც არჩევითობა ეძლეოდათ თურქ ქალებს. ამავე კონსტიტუციით ქვეყნის წყობა რესპუბლიკად, სახელმწიფო ენად თურქული, დედაქალაქად სტამბოლის მაგივრად ანკარა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ პარლამენტი იქნა გამოცხადებული. 1937 წელს ამ კონსტიტუციას დაემატა ტერმინი ლაიცისტური

ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში ბულგარელი ნაციონალისტები თავს დაესხნენ ადგილობრივ თურქთა საფლავებს და შეურაცხყვეს ისინი, რამაც 1933 წლის 20 აპრილს სტამბოლში სათავე დაუდო ანტი ბულგარულ გამოსვლებს, რომელსაც რაზგრადის სახელი მიეცა და სტამბოლში არსებული ბულგარელების მაღაზიები და სამუშაო ადგილები დაარბიეს. სტამბოლის ამ საპროტესტო გამოსვლებს სტუდენტთა ეროვნული კავშირი ხელმძღვანელობდა და მათი თქმით ისინი რესპუბლიკურ მონაპოვრებს იცავდნენ. სტუდენტების ამ გამოსვლებს უცხოეთში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამო ათეულობით სტუდენტი დააპატიმრეს, ხოლო თვით სტუდენტთა ეროვნული კავშირი კი დაიხურა


საკვანძო სიტყვები: აპრილი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები