18 აპრილი ისტორიაში

18 აპრილი ისტორიაში

18 აპრილი ისტორიაში

18 აპრილი ისტორიაში

1935 წლის 18 აპრილს რიგით მე-12 ქალთა საერთაშორისო კონგრესი სტამბოლში ჩატარდა. კონგრესი, რომელსაც 30 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ილდიზის სასახლეში სიტყვით გამოსვლით გახსნა სტამბოლის მაშინდელმა გუბერნატორმა მუჰითთინ უსტუნდაღმა. კონგრესზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა ქალთა უფლებები, თანასწორუფლებიანობა, ქალების ეკონომიკურ და პოლიტიკური არენაზე საკმარისი აქტიურობის უზრუნველყოფა, ასევე რასიზმისა და ჯანდაცვის პრობლემები. კონგრესში, რომელსაც სხვადასხვა რეგიონების ქალთა უფლებების დამცველები ესწრებოდნენ, მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის, ეგვიპტის, საფრანგეთის, რუმინეთის, ავსტრიისა და მათი მსგავსი ქვეყნების წარმომადგენლებმა.

1951 წლის 18 აპრილს დაარსდა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის მწარმოებელთა ორგანიზაცია. დასავლეთ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ჰოლანდიის, ლუქსემბურგისა და ბელგიის მონაწილეობით ხელმოწერილი პარიზის შეთანხმებით ევროკავშირის საძირკველი „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის მწარმოებელთა საზოგადოება“ შეიქმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის ეკონომიკური დახმარებით ფეხზე წამომდგარი ევროპის ქვეყნები ცივი ომის პერიოდში საბჭოთა მუქარის ქვეშ აღმოჩნდნენ, რის გამოც იძულებულები გახდნენ გაერთიანება შეექმნათ. პარიზის ხელშეკრულება წევრ ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის ბაზრის შექმნით უმუშევრობის აღმოფხვრას და ეკონომიკური განვითარებას ისახავდა მიზნად და მისი მოქმედების ვადა 50 წლით იყო განსაზღვრული. ასე რომ ამ ხელშეკრულების ვადა 2002 წელში ამოიწურა და ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის მწარმოებელთა ორგანიზაციაც დაიშალა.

1954 წლის 18 აპრილს ეგვიპტეში ჯემალ აბდულნასირმა გადატრიალება მოაწყო და ბოლო მოუღო სამეფო რეჟიმს. ორი წლის შემდეგ პოლკოვნიკი ჯემალ აბდულნასირი ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული და სიკვდილამდე ამ მოვალეობას ასრულებდა. მის პერიოდში ეგვიპტე არაბული სამყაროს ლიდერი გახდა. მან მოახდინა სუეცის არხის ნაციონალიზაცია. სირიისა და ეგვიპტის გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის სახელწოდების ქვეშ გაერთიანებას ლიდერობა გაუწია. ჯემალ აბდულნასირი მიიჩნევდა, რომ რეგიონში არაბული კავშირი მხოლოდ ინაქტივირებულ ისრაელთან ერთად იყო შესაძლებელი. მან ისრაელის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიჭირა რის გამოც ეგვიპტესა და ისრაელს შორის 6 დღიანი ომიც კი მოხდა. იგი ლიდერობის პერიოდში არაბებს შორის უთანხმოებებში შუამავლის როლს ასრულებდა და ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში სუდანთან და ლიბიასთან ურთიერთობების გაფართოებას შეეცადა.

1955 წლის 18 აპრილს ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი გარდაიცვალა. აინშტაინი თეორიული ფიზიკის სფეროში გაკეთებული აღმოცენებით მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ფიზიკოსადაა აღიარებული და თანამედროვე ფიზიკის მამადაცაა ცნობილი. მან ბავშვობა გერმანიაში გაატარა, რის შემდეგაც შვეიცარიაში გემგზავრა, სადაც პატენტების ოფისში ტექნიკურ ასისტენტად დაიწყო მუშაობა. აქ მას საშუალება მიეცა ატომის სტრუქტურასა და კვანტურ ფიზიკაზე ეფიქრა. ევროპის მრავალი ქვეყნის მოვლის შემდეგ აინშტაინი ისევ გერმანიაში დაბრუნდა, ხოლო ნაცისტების პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ებრაელთა უმრავლესობის მსგავსად მანაც დატოვა გერმანია. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრების შემდეგ აინშტაინი ამერიკაში გაემგზავრა და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. თეორიული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ფოტოელექტრონული ეფექტის ახსნის გამო 1921 წელში ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო პოლოტოკაში დიდი როლის შემსრულებელმა აინშტაინმა ფარდობითობის თეორიის, კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკის, კოსმოლოგიის სფეროებში თავისი თეორიებით დღევანდელი თანამედროვე ფიზიკის შექმნაში დიდი როლი შეასრულა.

 


საკვანძო სიტყვები: აპრილი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები