17 აპრილი ისტორიაში

17 აპრილი ისტორიაში

17 აპრილი ისტორიაში

17 აპრილი ისტორიაში

1888 წლის 17 აპრილს მსოფლიოში პირველი საფეხბურთო ლიგა ინგლისში ჩამოყალიბდა. იმ პერიოდის ცნობილი ინგლისური კლუბების წარმომადგენლები ლონდონში შეიკრიბნენ და საფეხბურთო ლიგა შექმნეს, რომელშიც 12 გუნდი შევიდა. ამ ლიგაში, რომლითაც პირველი საფეხბურთო შეჯიბრებების გამართვა დაიწყო, შედიოდნენ ცნობილი კლუბები ასტონ ვილა, ბლეკბერნ როვერსი, ბოლტონ უონდერერსი, ევერტონი, დერბი კონტი, სტოკი სიტი და სხვები.

1940 წლის 17 აპრილს თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მიღებული კანონოთ სოფლის ინსტიტუტის დაარსების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. იმ პერიოდის განათლების მინისტრის ჰასან ალი იუჯელის დროს დაარსებული სოფლის ინსტიტუტის მიზანი, რომელსაც თავად მინისტრი ხელმძღვანელობდა, გახლდათ ქვეყნისათვის დაწყებითი კლასის პედაგოგების მომზადება. რესპუბლიკის დაარსების პირველ წლებში გახსნილ ამ ინსტიტუტებში მათ დახურვამდე ანუ 1954 წლამდე, 17 ათასზე მეტი პედაგოგი აღზარდეს.

1961 წლის 17 აპრილს ამერიკაში, კუბაში კასტროს რეჟიმის წინააღმდეგ დაგეგმილი „ღორების ყურის ოპერაცია“ დაიწყო. ოპერაციაში მონაწილეობდა კასტროს მიერ ქვეყნიდან გაძევებული 1300 შეიარაღებული კუბელი სამხედრო, მრავალი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი და CIA.  

1993 წლის 17 აპრილს გულის შეტევის შედეგად 66 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთის რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი თურგუთ ოზალი. სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრო საინჟინრო განყოფილების დასრულების შემდეგ ეკონომიკური განათლების მისაღებად ოზალი ამერიკაში გაემგზავრა. მრავალ მაღალ თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ 1979 წელში პრემიერმინისტრის თანაშემწე გახდა, 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ შექმნილ მტავრობაში კი ვიცეპრემიერად დაინიშნა. 1982 წელში თანამდებობიდან გადადგა და ერთი წლის შემდეგ პარტია „ანავათანი“ დააარსა, გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა და თურქეთის რესპუბლიკის მე-19 პრემიერმინისტრი გახდა. 1987 წლის არჩევნებში მან ისევ გაიმარჯვა და ისევ პრემიერი გახდა, ხოლო 1989 წელში კი თურქეთის რიგით მერვე პრეზიდენტად იქნა არჩეული


საკვანძო სიტყვები: აპრილი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები