20 მარტი ისტორიაში

20 მარტი ისტორიაში

273212
20 მარტი ისტორიაში

20 მარტი ისტორიაში

1956 წლის 20 მარტს ტუნისმა საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1574 წელში ოსმალეთის მმართველობაში შესული ტუნისი იყო რეგიონი, რომლის ხელში ჩაგდებაც ევროპულ სახელმწიფოებს ყოველთვის უნდოდათ. ოსმალეთ-რუსეთის ომის პერიოდში იმის გამო ოსმალეთმა რეგიონს სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია და იგი ფრანგებმა დაიპყრეს. 1883 წელში ხელმოწერილი მარსას ხელშეკრულებით, რომელიც ოსმალეთმა არ აღიარა, ტუნისი საფრანგეთის მმართველობაში გადავიდა. ტუნისელთა ბრძოლა თავისუფლებისათვის კი 1930-იან წლებში დაიწყო.

1971 წლის 20 მარტს პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და მწერალი ფალიჰ რიფქი ათაი, სტამბოლში გარდაიცვალა. ათაიმ, რომელიც ავტორია უამრავი სტატიის, მოგონების, მოგზაურობის ჩანაწერებისა და სხვა, სტამბოლის დარულფუნუს ლიტერატურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ 1913 წელში ჟურნალისტური მოღვაწეობა დაიწყო. იგი განმანთავისუფლებელი ბრძოლის წლებიდან ამ ბრძოლის მხარდამჭერს წერილებს აქვეყნებდა. 1923 წელში ათაი პოლიტიკაში ჩაერთო და დეპუტატად იქნა არჩეული. მან ათათურქის შესახებ მოგონებები შეაგროვა წიგნებში, რომელთა სახელწოდებებიც გახლავთ „ჩანქაია“, „რა იყო ათათურქი“ და „რა მიამბო ათათურქმა“.

2003 წლის 20 მარტს აშშ-ის და ინგლისის მთავრობამ მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის მიზეზით ერაყში ომი დაიწყო. ამ ომის შედეგად დაემხო სადამ ჰუსეინის რეჟიმი და დაახლოებით 40 წლის მანძილზე ხელისუფლებაში მყოფი პარტია ბაასი. ამ ომის შედეგად დაიღუპა ათასობით ერაყელი და კოალიციური ძალების სამხედრო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ერაყის ომმა ქვეყანაში მთლიანად გაანადგურა ინფრასტრუქტურა და გამოიწვია გარემოს დაბინძურების ისეთი დონე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები