6 ოქტომბერი ისტორიაში

6 ოქტომბერი ისტორიაში

387939
6 ოქტომბერი ისტორიაში

6 ოქტომბერი ისტორიაში

1605 წლის 6 ოქტომბერს ოსმანეთის ჯარმა, რომელსაც დიდ ვეზირი სოქულლუ ლალა მეჰმეტ ფაშა მეთაურობდა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შევიდა და ესტერგონის სახელწოდების ციხე-სიმაგრე აიღო. ევროპაში დაპყრობილი ტერიტორიების ეფექტურად კონტროლისათვის ამ ციხეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმანეთისათვის და იგი თურქების ხელში 78 წელი დარჩა. 1683 წელს ოსმანეთმა ევროპიდან უკან დახევა დაიწყო და ესტერგონის ციხეც უნგრელებს დაუბრუნდათ

1951 წლის 6 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა განაცხადა, რომ იგი ატომურ ბომბს ფლობდა. ამის შესახებ სტალინმა ერთ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა და დაამატა, რომ უკვე წარმატებით გამოსცადეს ეს ბომბი. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირმა გამალებით დაიწყო მილიტარიზაცია და 1961 წელს ჩრდილოეთ პოლუსზე წყალბადის ბომბიც გამოსცადა, რომლის სიმძლავრე 50 მეგატონს აღწევდა, ე.ი. იგი ხიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბზე 2500 ჯერ უფრო ძლიერი იყო, ამიტომაც მისი ელვარება 965 კმ-დანაც კი კარგად ჩანდა

1973 წლის 6 ოქტომბერს არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის იომ კიპურის სახელწოდების ომი დაიწყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გაეროს შეკრებაზე უშედეგოდ დასრულდა ეგვიპტე-სირიის მოთხოვნა ისრაელის მხრიდან 1967 წელს ოკუპირებული მიწების დაბრუნების თაობაზე. ეს ომი 20 დღეს გაგრძელდა და დასრულდა გაეროს სამშვიდობოების რეგიონში შესვლით. ამ ომში ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა და ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიმარჯვა. ამ ომის დროს არაბულმა ქვეყნებმა ემბარგო დაუწესეს ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებს, მაგრამ, სანქციებმა მხოლოდ 1 წელი გასტანა

1981 წლის 6 ოქტომბერს ეგვიპტის მესამე პრეზიდენტი ენვერ სედათი სამხედრო ცერემონიის დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგადა მოკლულ იქნა. იგი 11 წელს დარჩა პრეზიდენტის სავარძელში და ზემოთხსენებული იომ კიპურის ომის შემდეგ მან შეწყვიტა კავშირები საბჭოთა კავშირთან და ისრაელ-ამერიკასთან დაახლოება დაიწყო. ისრაელსა და ეგვიპტეს შორის კემპ-დევიდის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ 1978 წელს მას ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა

 



მსგავსი ინფორმაციები