3 ოქტომბერი ისტორიაში

3 ოქტომბერი ისტორიაში

348485
3 ოქტომბერი ისტორიაში

3 ოქტომბერი ისტორიაში

1906 წლის 3 ოქტომბერს SOS ანუ საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების სიგნალი იქნა გამოყენებული. SOS-ი მორზეს სისტემისგან განსხვავებული სიგნალია.

1922 წლის 3 ოქტომბერს თურქეთის განმანთავისუფლებელი ბრძოლის შემდეგ მუდანიეს ხელშეკრულების მოლაპარაკება იქნა დაწყებული. აღნიშნული ბრძოლის შემდეგ ანტანტის ქვეყნებსა და თურქეთის ეროვნულ მეჯლის შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ერთ კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ იმავე წლის 11 ოქტომბერს აღნიშნული ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც თურქეთის და საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებს შორი თავდასხმებს ბოლო მოეღო. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ბერძნებმა აღმოსავლეთ თრაკია მმართველობისათვის თურქეთს გადასცეს.

1952 წლის 3 ოქტომბერს ინგლისმა ავსტრალიის კუნძულ მონტე ბელოზე პირველად ატომური ბომბი გამოსცადა. ინგლისი ამ ატომური ბომბის გამოცდით ბირთვული იარაღის მწარმოებელი ქვეყნების სიაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისი ამერიკას გამუდმებით სთხოვდა მისთვის ბირთვული იარაღის წარმოების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, მაგრამ ყოველთვის უარყოფით პასუხს იღებდა.

1990 წლის 3 ოქტომბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია გაერთიანდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორად გაყოფილმა გერმანიამ ამ გაერთიანებით სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. გერმანიის ”გაერთიანების ხელშეკრულება”-ს საფრანგეთმა, ინგლისმა, ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა მოაწერეს ხელი რა, ამის სემდეგ გერმანიის დედაქალაქად ბერლინი იქნა გამოცხადებული.



მსგავსი ინფორმაციები