თურქეთის ახალი ხედვა:  20/2016

დღეს, თანამედროვე სამყაროს სერიოზულ პრობლემატურ საკითხად ითვლება დასაქმება, რომელიც თითქმის ყველა კატეგორიის სახელმწიფოებისთვის არის დამახასიათებელი

490155
თურქეთის ახალი ხედვა:  20/2016

თურქეთის ახალი ხედვა: 20/2016

დღეს, თანამედროვე სამყაროს სერიოზულ პრობლემატურ საკითხად ითვლება დასაქმება, რომელიც თითქმის ყველა კატეგორიის სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი. ეს იქნება ნაკლებად განვითარებული, განვითარებადი თუ განვითარებული სახელმწიფოები. განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება 10 %-ი, განვითარებულ სახელმწიფოებში 5 %-ი, ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში კი, ეს მაჩვენებელი 10-იდან 30 %-ს შორის იცვლება.

თურქეთი ეს არის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე სახელმწიფო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად უმუშევრობის რაოდენობაც არ არის დიდი. იგი შედის იმ უნიკალურ სახელმწიფოთა რიგებში, რომელსაც შეუძლია უმუშევრობის, მისთვის დამახასიათებელი მეთოდებით და ტექნიკით გადაწყვეტა.  დასაქმების პრობლემის გადასაწყვეტად შეგვიძლია ვისაუბროთ ორ მაკრო პროექტზე.

 პირველი გახლავთ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმართული კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნისადმი მიმართული სსაქმიანობა. მეორე გახლავთ, დასაქმების სააგენტოს მხრიდან, საზოგადოების სასარგებლოდ, მოსახლეობის დასაქმებისთვის მხარდაჭერა.

შეიძლება მათ დაემატოს ინვესტიციების წამახალისებელ რეგიონებში, მწარმოებლებისთვის შექმნილი შესაძლებლობები. ამ მდგომარეობით ვხედავთ, რომ მსოფლიოში არსებული ამ პრობლემის გადაწყვეტის თავისებური შესაძლებლობები გააჩნია თურქეთს. სტამბოლის, ანკარის, მუნიციპალიტეტების თავჯდომარეები, თანამედროვე სამუშაო სექტორებისთვის საჭირო  ხელობის შესასწავლად და კვალიფიციური კადრების გამოზრდის მიზნით, ხელს უწყობენ კურსების ჩამოყალიბებას.

დასაქმების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა სფეროებში, აწყობენ ხელობის შემსწავლელ კურსებს.

მართლაც რომ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რაიმე ხელობის ცოდნა.

 ანადოლიაში, ცნობილია ხელობის შემაფასებელი დანიშნულების ერთი ასეთი ამბავი.

თურმე, ქვეყნის ფადიშაჰის ვაჟიშვილს შეუყვარდება უბრალო გლეხის ქალიშვილი. მოისურვებს მასზე დაქორწინებას, მაგრამ  მამამისი შეეწინააღმდეგება, რადგან ქალიშვილი არ იყო მათი ოჯახის სწორი. ვაჟიშვილი მაინც არ დაიშლის და არ გადაუხვევს თავის გადაწყვტილებას.  მამამისი, როცა დაინახავს, რომ ვერ დაიყოლიებს შვილს, ვეზირს გამოიძახებს და მისგან მოითხოვს რჩევას. ვეზირი კი, ურჩევს ფადიშაჰს წავიდნენ და ითხოვონ ქალი.

ამის შემდეგ, წინასწარ შეატყობინებენ ოჯახს, რომ ფადიშაჰი თავის მხლებლებთან ერთად საღამოს მათთან მივა. ოჯახი დაიწყებს შეძლებისდაგვარად მზადებას.  თან შიში და  ცნობისმოყვარეობა შეიპყრობთ. ნეტა რატომ მიდის მათ გლეხურ ოჯახში დიდებული ფადიშაჰი. საღამოს, ფადიშაჰი თავის ამალით ეწვევა გლეხის ოჯახს. ცოტა ხნის შემდეგ, ვეზირი გაანდობთ მისვლის მიზანს. ქალიშვილის მამას გაუხარდება და დიდ პატივადაც მიიჩნევს ამ ამბავს. თან ჰკითხავს, იცის თუ არა ვაჟმა რაიმე ხელობა. ფადიშაჰი გაბრაზდება როგორ აკადრებენ ქვეყნის ტახტის მემკვიდრეს ამას. ამ მომიზეზებით მოინდომებენ სახლის მიტოვებას, მაგრამ ქალიშვილის მამა შეშინებული და აკანკალებული ხმით ეტყვით, რომ შეუძლიათ ძალითაც კი წაიყვანონ მისი ქალიშვილი, მაგრამ იგი არ დათანხმდება ქალიშვილის გათხოვებას ისეთ ვინმეზე, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ხელობა. ის საღამო უსიამოვნოდ დასრულდება.

ფადიშაჰი ამ მდგომარეობას გააცნობს თავის ვაჟიშვილს. მაგრამ ვაჟი მაინც არ გამოიცვლის გადაწყვეტილებას.

ბოლოს ფადიშაჰი და მოხელეები გადაწყვეტენ რაიმე ხელობა შეასწავლონ ვაჟიშვილს და უმოკლეს დროში, ფადიშაჰის განკარგულებით მას შეასწავლიან ხალიჩის ქსოვას. ამის შემდეგ ითხოვენ ქალიშვილს და გადაიხდიან დიდებულ ქორწილს.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ფადიშაჰი  გამოეთხოვება წუთისოფელს და ტახტზე ავა მისი ვაჟიშვილი.

ერთ დღეს, ფადიშაჰის სასახლეზე თავდასხმას მოაწყობენ ყაჩაღები. გაძარცვავენ სასახლეს და გაიტაცებენ ფადიშაჰს. კარგა ხანი, მძევლად იქნება იგი აყვანილი ყაჩაღების ხელში, რომლებიც ყოველ დღიურად სასახლის საიდუმლო ხაზინებს იგდებდნენ ხელში.  როცა დაინახავენ რომ აღარაფერი დარჩათ სასახლეში გასაძარცვი, მოისურვებენ ფადიშაჰის მოკვლას. ფადიშაჰი ეტყვით, რომ მან ძალიან კარგი ხალიჩების ქსოვა იცის და მათი გაყიდვით შეუძლიათ კარგი მოგების ნახვა. ყაჩაღები, მიიღებენ მის თხოვნას, გააშენებენ დაზგას, შეუქმნიან ყველანაირ პირობას და დაავალებენ ხალიჩის ქსოვას. მართლაც, ფადიშაჰის მოქსოვილი ხალიჩები ყველაზე ძვირად გაიყიდება ბაზარში.  ეს მდგომარეობა მეტად გაახარებთ ყაჩაღებს. მძევლად აყვანილ ფადიშაჰს მოსთხოვენ ხალიჩების ქსოვას დღე და ღამე, შეუსვენებლად.

ყოველი ახალი ხალიჩა უწინდელზე უფრო ძვირად გაიყიდება. ბოლოს ფადიშაჰი, ხალიჩაზე, გაშიფრული სახით მიანიშნებს თავის ადგილ-სამყოფელს და მისი გამტაცებელი ყაჩაღების რაოდენობას.

ბაზარზე, შემთხვევით ფადიშაჰთან დაახლოებული ერთ-ერთი პირი იცნობს ხალიჩას და მასზე რაღაც დაწერილს.  თვითონ იყიდის ხალიჩას. თავს ერთად მოუყრის ფადიშაჰის ახლობლებს და დაიწყებენ შიფრების ამოცნობას. ამოიცნობენ მესიჯს და დაადგენენ მის ადგილ-სამყოფელს. მყისვე დაიწყებენ საჭირო მზადებას, გამოიხსნიან ფადიშაჰს და დააბრუნებენ ტახტზე.

მარტივი ხელსაქმე, ასე დაეხმარება მეფეს და იხსნის მას სიკვდილისგან.

ამიტომ არის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების უმეტესობა ანადოლიაში, ამ ლოგიკიდან გამომდინარე ცდილობს ადამიანების ხელობის შესასწავლი კურსებით უზრუნველყოფას.

აი სწორედ ასეთი გავლენიანი ინიციატივებიც უწყობს ხელს თურქეთში უმუშევრობის რაოდენობის ბალანსირებას და ეკონომიკის სიძლიერის შენარჩუნებას.

 ეს გახლდათ, კონიის, ქარათაის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის  მაზჰარ ბაღლის შეფასება.

 

 



მსგავსი ინფორმაციები