სტოკჰოლმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ერთ-ერთ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სტოკჰოლმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ერთ-ერთ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

გაზეთ Aftonbaldet-ის ინფორმაციით, ვერბერგის უბანში მომხდარ აფეთქებას 20 წლის პიროვნება ემსხვერპლა.

სტოკჰოლმის უსაფრთხოების სამმართველოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, გუშინ ადგილობრივი დროით 15 საათზე მომხდარი აფეთქების შემდეგ გამნაღმველმა ჯგუფმა სახლში მოკვლევა ჩაატარა.

უსაფრთხოების სამმართველოს პრესსპიკერის ანნა ვესტბერგის განცხადებით, მიმდინარეობის გამოძიება აფეთქების მიზეზების დასადგენად.

მისივე თქმით, მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

ამასთანავე გაზეთ Expressen-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა საკუთარი თავი აიფეთქა და გარდაიცვალა.

გამოძიება დაიწყო შვედეთის სადაზვერვო სამსახურმა „სეპო“-მაც.


საკვანძო სიტყვები: აფეთქება , სტოკჰოლმი , შვედეთი

მსგავსი ინფორმაციები